









გაუმარჯოს. მოკლედ ვყიდი ჩემს "მოკრი ასფალტისფერ" რაშს იქნებ ვინმე დაინტერესდეთ

))
მოდელი: 530D
წელი: 2001/03
ცხენი: 193 (რესტაილინგამდე X-ში რა ძრავიც დევს ის ძრავია)
გარბენი: 300 000 კმ.
მოკლედ, მანქანა არის ევროპული, 2 წელია რაც საქართველოშია და ჩემს ხელშია. აქ არაფერი შემთხვევა არ მოსვლია ამ მანქანას, როგორიც ჩამოვიდა ისევ ისეთია, შეღებილი აქვს მხოლოდ წინა შიტოკი, ისიც იმიტომ, რომ ჩამოსვლისას სამაძელნად გადაკეთებული ტუმანიკებით და საშინელებებიით იყო, მოვხსენი გადავაგდე, ვიყიდე იაპონური შიტოკი უნაკლო, გადავაღებინე და დავაყენე.
ჟეშტზე ხელი არ დამიდია, რაც ჩამოვიდა მარცხენა წინა კრილო იყო დაზიანებული და ისევ ისეა. გარედან პატარ-პატარა კოსმეტიკა ესაჭიროება.
ერთადერთი პრობლემა რაც მანქანას აქვს არის მახავიკი, გადართვების დროს ხანდახან ხმა აქვს. დაშლილებში ღირს 200 ლარი.
ყველანაირად გამართული მანქანაა, 1 გრამ ზეთს არ იკლებს, დადის ძაან კარგად.
წვა ქალაქში 8 ლიტრი, ტრასაზე 6 ლიტრი ნორმალური სიარულით. ზედმეტად ნორმალური სიარულით კიდევ ნაკლებს წვავს.
მოკლედ გაკუკლებული მანქანა არ არის, ვყიდი იმას რაც არის. ზეთი და ფილტრი არ მოკლებია, საქშენის ფილტრიც კი შეცვლილი მაქვს. წინ ორივე ახალი ბილშტეინის ამორტიზატორები დავაყენე.
მ-ის ტყავის ელექტრო სალონი გათბობით. მოკლედ კარგი მანქანაა და კარგ ფასში ვყიდი.
ბოლო ფასი არის 3800$.