გამარჯობათ, გილოცავთ, შობას, ახალ წელს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, გახარებულები და ბედნიერები
E39 525i მყავს, 2003-იანი,
შუშის აწევაზე მაქვს პრობლემა, თუ გქონიათ მსგავსი რამ?
ე.ი რა ხდება, მარჯვენა წინა კარზე შუშას რომ ჩაწევ ბოლომდე ამის შემდეგ აღარ იწევა ბოლომდე,
რჩება დაახლოებით 5 სანტიმეტრი, რაც აღარ ადის, რომ აწვალო, ჩაწიო და ისევ აწევა სცადო ისევ ამ სიმაღლეზე ჩერდება...
რომ დააჭირო ისევ აწევას ძვრაც არ აქვს, არც ხმა და არც არაფერი...
და ამ ზღვარს თუ არ ჩამოაცილე, მაშინ ჩვეულებრივ იხურება ისევ...
და თუ ჩამოგიცდა მერე უნდა იწვალო და როდის-როდის გაგიმართლებს და აიწევა, კარებს ძირზე რაღაც რეზინივით აქვს და იქიდან თითს ვაწვებოდი ხოლმე, არ ვიცი ეგ შველიდა თუ არა, მაგრამ მაგის მერე უფრო მიმართლებდა...
ხომ არ იცით რისი პრობლემაა? რა ვუშველო? ან ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა ვინმეს?
წინასწარ დიდი მადლობა