ესეგი. დღევანდელი დღე ჩემი მეგობრის ისტს დავუთმეთ. პირველი რაც ვცადეთ ვვტი-ს დამჭიმის ფილტრის მოხსნა ვცადეთ, დინამოს უკან რომაა. დინამო უადვილესად მოიხსნა, მაგრამ თვითონ დამჭიმის ფილტრი, შენც არ მომიკვდე, დავღუნეთ მთელი 6-კუთხა სახრახნისები, ხან სოლი ვუკაკუნეთ, ერთი სიტყვით ძვრაც ვერ ვუყავით. მერე დროსელს მივადექით. გარეთა მხრიდან კი იყო პრიალა, მაგრამ შიგნით აშკარად ეტყობოდა ჭუჭყი. მაგრამ ვერც ეგ ვერ მოვხსენით, ვერცერთი ჭნჭიკი ვერ დავიმორჩილეთ, არ ვიცი რა ჩასკვარამდა ასეთი და რაც შევძელით მოუხსნელათ ვწმინდეთ. სხვათაშორის მიკროტალღურის ღუმელის საქმენდს ვიყენებდით და კარგად იმუშავა ნამდვილად. ბოლოს ბენზინის ტუმბოს ფილტრს მივადექით. უნდა ითქვას, რომ სულ 1 საათის საქმეა თავის შესვენება გამოუცდელობის ჩათვლით. აქ რამდენიმე რჩევას მოგცემთ ვისაც არ შეგიცვლიათ
1 აუცილებლად შეცვალეთ. ფილტრი იყო შავი, ბონძღი და ნაგავი
2. აუცილებლად ცივი უნდა იყოს მაყუჩი, რადგან ბენზინის სადინრების გადახსნისას 100-150 გრამი აუცილებლად დაიღვრება, რომელიც პირდაპირ მაყუჩს ესხმება და აალების საფრთხეც დიდია.
3. ჯერ ჩახსენით ელექტრო მუშტუკი და რამდენიმე წუთით ამუშავეთ ძრავი, რომ საწვავი მილებში ამოიწვას
4. ჯერ მოხსენით სახურავის ჭანჭიკები რომ წნევა დაეცეს
5 მერე მოცსენით მილები, მაგრამ იცოდეთ უკანდამბრუნებელი მილის შემთხვევაში ბენზინი მაინც ამოასხავს და ცოტათი გაიწუწები
6. უკანდამბრუნებელის სამაგრი არაა ძნელი მოსახსნელი, მაგრამ შეიძლება გაძვრეს და დაკარგოთ. ჩვენ ეგრე მოგვივიდა და ალტერნატიული სამაგრი მოვიფიქრეთ



7. პომპის სადენი არცთუ იოლი მოსახსნელია. საკმაოდ გავწვალდით, თავისებური დამუღამება უნდა.
8 ფილტრი ამოდის საკმაოდ იოლად და არც დასაშლელად არაა ძნელი.
9 ჯერ ძირა პლასმასი მოაძვრეთ.
10 მერე ტივტივა მთლიანად თავის ელექტროსისტემიანა, ძნელი არს ეგ არაა.
11 მერეთავი მოაძვდეთ და გადახსენითელექტრო მუშტუკები
12. მერე ოდნავ დააწექით ფილტრის შიგთავსს და ჩაძვრება. რეზინებზეა და შეიძლება თავიდან არ დაიძრას.
13 აწყობა ყველაფერი ზუსტად იგივე თანამიმდევრობით, ოღონდ ფილტრზე ტივტივას სისტემა ბოლოს გააკეთეთ, როცა თავის და ბოლოს პლასმასები ორივე ჩასმულია
14. რომ მორჩებით და გადაუჭერთ ჭანჭიკებს ანთების სისტემა გააღეთ 2-3 წუთით და მერე სცადეთ დაქოქვა. რამდენიმე ცდა უნდა თავის სატერფულის მიხმარებით
15 თავიდან არათანაბრად ამუშავდება, მაგრამ 1-2 წუთში გასწორდება
ესაა ძირითადში. ახლა შედეგებს დავაკვირდებით