კი ცვტ ანუ,ცვტ სპორტიც აქ,ტიპტრონიკი და საჭიდან გადართვები,კარობკა თვითონ ძალიან გამძლეა,მუშაობას რაც შეეხება მე მაგრა მომწონს,ნაკატით საკაიფოდ დარბის თუ მუხრუჭი შეაშველე თვითონ ამუხრუჭებს ძრავით,აღმართებზე ტიპტრონიკში გადმომაქ და აბაროტიც მაღალი უჭირავს და არბის გიჟივით
რა უყენია ვეღარ ვნახე კომპლექტაციაში მარა წინა პრივოდისთვის (ბევრი მყოლია) და მაგარი საკაიფო გამავლობაც აქ,ერტი საბურავი დადგეს და იბუქსაოს არასდროს მომსვლია,ბოლოს სასაფლაოზე ვიყავი ტალახში დაბლავე იჭედებოდა ყველა,სუ მაღლა ავედი ამით ისეთ ტალახში თუ ვამეტებდე რავი ახალგაზრდა ვინც კი იყო ყველა მანქანასთან დაგროვდა 4X4-იაო და ეგეთები
ტრასაზე დგომას რაც შეეხება ძალიან მაგრა დგას,იგივე ჩემ 46 რო შევადარო რესტაილინგი მყავდა 04იანი,120-ის მერე იმას საჭეზე უნდა ებღაუჭო და იჭირო,ეს 170-180 აი ორი თითით გიჭირავს რა საჭე ყველანაირი დაძაბვის და შიშის გარეშე
ყველაზე მაგრა რაც მევასება-გვერდითა შუშები ტრასაზე რაც არ უნდა წვიმაში იარო საერთოდ არ ითხვრება დაჯე არ სველდება სუ წვიმაში რო იარო,მხედველობა მაგარი აქ ძაან
იამებზე ხტუნაობით არ დარბის პატარა მანქანამ რო იცის ისე
სირბილით ზომიერია,კუპერ ს-ი გვყავს და ის ამასთან შედარებით ლახანკაა მაგარი
საჭესთან არ ღლის,სიდენია უბრალოა მარა გვერდებზე საკაიფო პადეშკა აქ და რავი არც გღლის და არაფერი რავი თელი დღე მივლია ტრასაზე,ბევრ მანქნაზე წელი მაგრა მაწუხებს ხოლმე მარა ეს რავი მაგ მხრივ ჯიგარია
საჭის მართვა ასევე მაგარი ინფორმატიული აქ მანევრის დროს,ტრაექტორიას ჯიგრულად იცავს
მხედველობა მაგარი ჯიგრული,პრადოსავით სარკეები აქ

და მაღლა დაბლა გვერდებზე აი უმაგრესად ჩანს სარკიდან,სალონიდანაწ წინ მაგრა ჯიგრულად
სალონს რაც შეეხება და რავი ჩემთვის სახლია

უკანა სიდენიები წვება უმარტივესად ფეხის დასადებში ჩადის და სწორი პოლია რა 2 კაცი წევს ჯიგრულად და ფართიც რჩება პატარა 2 ოთახიანი ხრუშოვკაა
გაწევით მე რაც მყავდა 1.8 რესტაილინგი 46 იმას ნომერს არ დავანახებ ,მაგარი საკაიფოდ დარბის პროსტა არ იგრძნობა სალონში კარობკის ხარჯზე,სიჩქარე შეუცვალა მიარტყა და ეგეთები
გამძლეობით გინდა ძრავი 2005-ის მერე თაობა ვიტზი რს-ის დგას და გინდა კოლოფი ძალიან გამძლეებია და პრობლემის გარეშე,ასევე ელექტროობა და პერედოკი,სანამ არ მოგბეზრდება ივლის ფუჭების გარეშე და დალშე რავი

ნახმარებს ყიდულობენ 100.000 ებს გადიან და ნათურის და ეგეთი მელოჩის შეცვლის გარდა პრობლემა არ იციან,ჩხირკედელაობა მაგრა მიყვარს მასწავლეს გერმანულებმა და ძრავის აწყობიდან დაწყებული ყველგან ვძვრები მარა ამან გამაუსაქმურა

კლუჩებიც დამიჟანგდა

ერთი რეცხე და ეგაა რავი დღე და ღამე დამყავს ხან სად ხან სად და პრობლემის გარეშეა
რავი კიდე რა დავწერო :დ მე მაგრა შემაყვარა თავი,არც მანქანა მიკვირს და არც პირველი მანქანაა რო ფანატურად უყურო და გაღმერთება რო იციან,არც ფული არ მქონდა და მაგიტო არ ვიყიდე რაც მომივიდოდა და ეგეთები,წავიკითხე გავერკვიე და ისევ ახალი ბმჭეს და ეგეთების აღებას ეს ავიღე, მარა გინდა X5 ე70,რენჯი,აუდი ა8,ს კლასი,ბმჭეების მერე აი ძალიან მაგარი კაცია,ყველაზე დიდი კაიფი ისააქ რო საიმედოა და გამძლე,დილით გამოხვალ არ შეუმოწმებ არაფერს და გინდა საბერძნეთში ჩადი იცი რო არ გიღალატებს რა და ეს პატივისცემას იმასხურებს ჩემგან,15 წელზე მეტია მანქანები რაც მყავს და ესე იმედიანად არ ვმჯდარვარ და არ მიგვრძნია თავი მიუხედავად იმისა რო იაფიანი და პატარა ძრავზეა რასაც მოელოდები იმაზე მეტს აკეთებს ყოველთვის და ყოველდღე გაოცებას იწვევს+ ყოველ გაყვანაზე უფრო მაყვარებს თავს
პიკნიკები,მოგზაურობა,ლევი საქმეებისთვის რო მიაყენებ,საქმეზე სარბენად,ქალაქისთვის იქნება თუ ტრასაზე რავი მაგარი სახმარი და უღალატოა რა
დალშე თუ რამეა დაწერე და არ დაგზარდები პასუხს