სალამი კაი ხალხს, მართალია მე ტოიოტა არ მყავს და მყავს ლექსუსი, ვინაიდან და რადგანაც ისინი ერთმანეთისგან შორიშორს არაა ასე რომ ვისარგებლებ შემთხვევით და რამდენიმე კითხვას მეც დავსვავ, უნდა მაპატიოთ ჩემი გამოუცდელობა, ჩემი პირველი მანქანაა და ნუ დამძრახავთ თუ სადმე/რამე ჩაინიკური ვიკითხე

, ასე რომ კეთილი ხალხის გამოცდილების და რჩევების იმედზე ვარ, მითუმეტეს როცა ლექსუსის თემაში კაციშვილი არავინ შემოდის

.
როგორც ზემოთ აღვნიშნე მყავს Lexus RX400h 2006 წლის ჰიბრიდული ძრავით.
პასპორტში მითითებულია მითითებულია შემდეგი პარამეტრები:
1) ზეთის საერთო მოცულობა ძრავში ფილტრის გათვალისწინებით 4.7ლ-ია და მისთვის რეკომენდირებულია TOYOTA GENUINE MOTOR OIL SAE 5W30, ახლა რა ზეთიც ასხია არ მომწონს იმიტომ, რომ დილაობით ცივზე დაქოქვისას ვამჩნევ რომ ტიკტიკის ხმა დაყვება, რომელიც გახურებისას ქრება, გამომდინარე აქედან კითხვა: სად შეიძლება ამ ზეთის შეძენა, რა ფასად და გაუქრობს თუ არა ეს ზეთი ტიკტიკის ხმას ძრავს ცივზე დაქოქოვისას, თუ არა - საგანგაშოა თუ არა ეს ძრავისთვის ........
2) გაგრილების სისტემა, ასე ვთქვათ ორ განყოფილებიანია: I უშუალოდ ძრავის (პასპორტში ძრავა უწერიათ და ალბათ რადიატორს გულისხმობენ) (10.3ლ) და II ინვენტერის (3.4ლ). ორივესთვის რეკომედირებულია TOYOYA SUPER LONG LIFE COOLANT (pink). ფაქტიურად ტოიოტას წარმოების ანტიფრიზია. ინვენტერის ბაჩოკში ზღვარი უკვე მინიმუმს ჩამოცდა ასე რომ დასამატებელი მაქვს. როგორი ინფორმაციაც მაქვს ინვენტერში სხვა ანტიფირიზის შერევა და გაზავება არ შეიძლება, ასე რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ იგივეს დამატება მჭირდება ...... კითხვაც აქედან გამომდინარეობს: ძრავისთვისაც იგივე ნაირად დავამატო? შესაძლებელია თუ არა რადიატორი რასაც ჩაიმატებს მთლიანად ეს ქულანტი ჩავამატო, ამით რამეს ხომ არ გავაფუჭებ? და რაც მთავარია სად შეიძლება კონკრეტულად ამ ანტიფრიზის შეძენა და რა ფასად. წინასწარ მადლობთ დახმარებსთვის.
This post has been edited by RS-FELIX on 12 Jan 2016, 01:55