მარტივად რომ აგიხსნა, ერთი და იგივე ადამიანი მარტო ხმელ პურზე რომ გყავდეს ან სრულფასოვნად აჭამო, რომელ შემთხვევაში უფრო მეტ ხანს იცოცხლებს?
ახლა ვთქვათ რას ნიშნავს ძრავის დიდხანს სიცოცხლე:
ძრავი არის რკინის ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთში ხახუნობენ

ზეთი გვჭირდება იმისთვის, რომ პირდაპირ რკინა რომ ერთმანეთზე ახახუნო გაცვდება და საბოლოოდ ძრავი დაისტუკება.
ზეთი არის მოლეკულების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან თხელ ფენას რკინის ზედაპირებს შორის, რომ მეტალი მოძრაობის დროს მინიმალურად გაცვდეს.
მოლეკულა რომ წარმოვიდგინოთ როგორც ბურთი, რომელიც დაგორავს 2 ზედაპირს შორის.
მინეალურ ზეთში ეს ბურთები არათანაბარი ზომის არის და ისე კარგად ვერ იცავს ძრავს, როგორც 100%-იანი სინთეტიკური, რომელშიც ეს ბურთები თანაბარი ზომის არის.
შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში >200,000 კმ, ძრავის რესურსი უფრო მაღალია 100%-იან სინთეტიკურ ზეთზე ნამუშევარ ძრავში, ვიდრე მინერალურში.
არის ესეთი მომენტიც, რომ მინერალურ ზეთსაც თუ დროულად ცვლი, ძრავი კარგად შეინახება, რაც სიმართლეა. მაგიტომ დავწერე, რომ თუ დიდხანს არ აპირებ, მანქანის ყოლას, არ არის საჭირო ბევრი კვლევა-ძიება, მთავარია ის დაშვება და სიბლანტე გაუშვა და იმ გარბენზე ცვალო რაც მწარმოებლის მიერ არის მოთხოვნილი.
* * *
ჩეჩაესეთ კითხვებზე პასუხს ვერ ვიძლევი

მაშინ ქიმიკოსი უნდა ვიყო და 2-ვე ზეთის გასაიდუმლოებული ფორმულა უნდა ვიცოდე.
მე ეგეთ შემთხვევებში მხოლოდ იმას ვუყურებ, რამდენად ორიგინალი (გაუყალბებელი) არის ზეთი და რა ღირს.
არ ვამბობ რომ Motul ორიგინალი არ არის, რაც ვიცი უეჭველი რომ Aral ნამდვილად გერმანული ზეთია, რაც ავტობანში იყიდება და ეს დამტკიცებულია არა მარტო დოკუმენტალურად, ასევე ბევრი ადამიანის გამოცდილებით, ვინც ბევრი წელია Aral-ს ასხავენ და ძალიან კმაყოფილები არიან.
8 წელია ვაკვირდები ზეთების და ავტომობილების ბაზარს და ავტობანი არის ალბათ ერთადერთი კომპანია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ყიდის ხელმისაწვდომ ფასად და ძალიან გამიხარდება ესეთი კომპანიების რიცხვი 1-ზე მეტი თუ იქნება, იმიტომ რომ ამით მომხმარებლები ვიხეირებთ.