იდეალში ეგ შაიბები უნდა შეიცვალოს ყოველი ზეთის შეცვლის დროს. შაიბა სპეციალურადაა დამზადებული რბილი მასალისგან, რათა მიიღის ზედაპირის ფორმა მოჭერისას და არ გააპაროს სამომავლოდ ზეთი. შაიბა შეიძლება იყოს როგორც ალუმინის ისე სპილენძის.
მაგრამ საქართველოში არავინ არასოდეს არ ცვლის მაგ შაიბას
თქვენ ეგ გაგიკვირდათ და ცნობისთვის....
ახალ სვეჩს რო ჩასვავთ კალოდეცში და გადაუჭერთ იმისი მოშვება და ახლიდან გადაჭერა არაა ქარხნულად რეკომენდირებული. ანუ უნდა გადააგდოთ ერთხელ გადაჭერილი სვეჩი, სულ ახალი რომც იყოს. გადაუჭირე-მოუშვი უნდა გადააგდო....
და რატომ: სვეჩს თუ კარგად დააკვირდებით აქვს შაიბა. ეგ შაიბა არის გაბერილი როცა ახალია, როგორცკი გადაუჭერთ შაიბა იღებს ზედაპირის ფორმას და იწნეხება. მეორადი და ახალი სვეჩი რომ დაიკავოთ ხელში თვალნათლივ ჩანს სხვაობა შაიბის სისქეში.
ესეც ახალი ინფო

თუმცა 9-ჯერ რო მოუშვა და გადაუჭირო ერთი და იგივე სვეჩი არამგონია რამე პრობლემა შეგექმნათ.
კიდევ ერთი ინფო

ყველამ ვიცით რო ძრავის რემონტის დროს უნდა გამოვიყენოთ ახალი პრაკლადკები. თანამედროვე ძრავებზე გალოვკასა და ბლოკს შორის არის მეტალოპაკეტი პრაკლადკები. პრაკლადკასაც იგივე დანიშნულება და ფუნქციები აბარია რაც შაიბებს. ყოფილა შემთხვევა და ჩემ ერთ ახლობელ, გაჭირვებულ სუბარისტს არ ჰქონდა ფული და ძველ პრაკლადკებზე ააწყო ძრავი.

არაფერი პრობლემა არ ჰქონია არც იმას.
თუმცა მე ეგრე არ გავრისკავდი და არც თქვენ გირჩევთ