გამარჯობა,
არმინდა გაურკვევლობაში დავტოვო ხალხი.
აქაიქ თავს იჩენს პრობლემა ცივზე და ბოლო პოსტის მერე კიდევ რამოდენიმე ცდა ჩავატარე.
ამ ეტაპზე 95% ალბათობით მქონია, რომ საქმე გვაქვს ,,ჰიდრაულიკ ლიფტერთან''. 1 ცილინდრის 4-დან 1 ლიფტერი უნდა იყოს ნაწილობრივ გაბიდნული.
აქ საქმე რთულდება :
1) იმიტომ რომ მაგის შეცვლა/გაწმენდა (გააჩნია იქ რა სურათი დამხვდება) მარტო იმ შემთხვევაში მიღირს, თუ ჩემი ხელით გავაკეთებ. ,,ადვილი'' არ არის, თუმცა 1 სრული დღე საკმარისია, ისე რომ ხელი არავინ შემიშალოს, სავარაუდოდ არც კრიშკის პრაკლადკა დამჭირდება , ახალი შეცვლილია ვიკტორ რეინსის და რამდენადაც ვიცი 2-3 მოხსხნა-დაყენებას იტანს.
2) საქმე ართელებს ის გარემოება, რომ თუ მაქამდე მივალ, რაღა დარჩება, მაგრად ტეხავს თუ კლაპნის სალნიკებს არ დავცვლი

მიუხედავად იმისა, არის თუ არა კარგ მდგომარეობაში. გამოცდილებამ მასწავლა, რომ საქმის ნახევარ გზაზე შეწყვეტა ცუდია.
3) ხელობა ამ ყველაფრის ნორმალურ მატორისტთან ჯდება 250 ლარი + სალნიკები და ალბათ ტალკატელი არ დამჭირდება ან თუ დამჭირდება 1 ცილინდრის ახალი ან მეორადი არსებითი მნიშვნელობა არააქვს.
4) ზეთს არ იკლებს, მუშაობს ზღაპრულად, მაგრად დადის (თავისი კუბატურისთვის) - ხოდა მაგ ძრავზე მეტი ზის ის , რაც გაკეთებული მაქვს.
5) ძრავი ღირს 250 დოლარი და ჩემი თუ მივეცი ალბათ ნახევარი ფასი, მაგრამ რავიცი , ის ძრავი როგორი გამოდგება.
6) ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე არავითარ შემთხვევაში არ მაწყობს ძრავის გამოცვლა და ტალკატელის გამოცვლა ან გაწმენდა მაწყობს მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ჩემით გავაკეთებ.
ზეთის დანამატები/ძრავის ამომრეცხავები დ.ა.შ. არ მაწყობს, არ ვენდობი და შარია. თუ გაწმენდაა, ყველაზე ნაღდი ვარიანტია, ამოიღო და კაცურად გაწმინდო.
ამ ყველაფრის თავი და ბოლო ან იაპონელის დაუდევრობაა ან აქაური შელი, რომელსაც ასხავდა წინა ქართველი მეპატრონე. კომპენსატორის პრობლემა 99% არის ზეთის ამბავი და 1 ფიზიკური დეფექტი ან კომპენსატორის იუბკა აპარებს და ჭირდება 1 ადგილას 1 მმ სისქის გერმეტიკა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წიკებსაც აქვს თავისი ზღვარი და უბრალოდ ვივლი. შემდეგ ჯერზე ჩავასხავ 5-30 ალბათ კარგი მრეცხავი თვისებებით, ცალკე დანამატების გარეშე და მგონია, რომ რამოდენიმე თვეში ტალკატელი ამუშავდება - ასე ხშირად ხდება.
თუ არადა ერთხელაც არ დავიზარებ და შევცვლი ტალკატელს.
* * *
პრაშივკას რაც შეეხება 2008 წელს რაღაც ეწერა რაც თავისი არ იყო. პროგრამისტმა 250 ლარი და ზევითო. ვიწვალე მაგრამ ავაწყვე პროგრამები. გადავაწერე სწორი პრაშივკა, ბოლო ვერსია. ცოტა კი შემეშინდა პროცესის მსვლელობისას, მაგრამ წარმატებით ჩაიარა. ცივზე არავითარი სხვაობა არ მომცა, მაგრამ ცხელზე კიბატონო - აზრი აქვს. მანქანა ხალასტოიზე ნაკლებად დაძაბულია, ოდნავ ნაკლებს წვავს და ობდ2 მაჩვენებელში engine load მაჩვენებელი 11% ჩამოვიდა 0%-ზე. ანუ ადრე რაც ხალასტოიზე ქონდა დატვირთვა ახლა ეგ დატვირთვა აქვს ,,დ'' პოზიციაში. ასვე ვანოსის გრადუსი 0.5 ერთეულით აწია ინპაში და გახდა იდეალური.
ძველი ვერსია ტიუნინგი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ოფიციალურ საიტებზე დევს მაგის მომდევნო ვერსია და მიუხედავად იმისა, რომ არის 2.2 მატორის და ევროპულის, ის მიდიოდა ზოგადად ყველა 2.2-ზე და ჩემსას რატომღაც უწერია, მხოლოდ ევროპული სედანის. სხვაობა ყოფილა.
ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც engine load მაჩვენებელს უყურებს და ფიქრობს რახდებაო
This post has been edited by besvs on 25 Dec 2019, 11:27