თერმოსტატი როდის შეცვალე?
აქ , მაღაზიებში ორიგინალს ვერ იყიდი.
სხვა მწარმოებლისა კი რა ხარისხისაა და რამდენ ხანს იმუშავებს, ალაჰმა იცის....
თერმოსტატია დაკეტილი და დიდ წრეზე აღარ უშვებს.
იმიტომაც არის რადიატორის ერთი შლანგი ცხელი და მეორე ცივი.
პომპის შეცვლა კი ,არ არის ადვილი საქმე.
საჭიროა "იამა".
უნდა :
დაიცალოს გაგრილების სისტემა, რადიატორის დაბლა კრანიდან.
მოიხსნას გენერატორის ღვედი.
მოიხსნას მარჯვენა საბურავი.
მოიხსნას "პოდკრილნიკი".
მოიხსნას მარჯვენა "პადმატორნი". ძრავის ქვეშიდან დომკრატის დახმარებით.
მოხსნას კბილანა ღვედის დამცავი ჟეშტები.
მოიხსნას ღვედი და დამჭიმი.
კიდევ არის წვრილ-წვრილი ნიუანსები , რომლებიც მერე აწყობის პროცესში გვეხმარება.
ამდენი მოიხსნას მერე მივადგებით პომპას და ...მასაც ვხსნით.
ახლის დაყენება ძველის ადგილზე ძალიან ადვილად ხდება, მაგრამ ამის მერე იწყება
რემნის , დამჭიმის და მეტკების გასწორების ნერვებზე მალამოდ დამდები პროცედურები.
მარაგში უნდა გქონდეს დედის გინება სხვადასხვა ენაზე.
ხშირად უნდა ახსენო გამამშვები ფაბრიკა , ბოლტის დამჭერი და დამპროექტებელი.
ამ დროს ძალა ადგება სიგარეტს.
აწყობის პროცესის ბოლოს, როცა უკვე ვეღარ ვგრძნობთ დათეთქვილ-გადაყვლეფილ თითებს ,
ვასხამთ ახალ ანტიფრიზს, ვაჰაერებთ და....
გვიხარია.......
გვიხარია რომ შევძელით
პ.ს. 2.0 პრასტოი ძრავზე ასე ხდება და სხვა რა გითხრა...