ყურადღება, ყურადღება, ლაპარაკობს თბილისი,
ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ, ამა წლის 31 აგვისტოს, ზაფხულის ბოლო დღეს 3სთ-სა და 30 წთ-ზე გარდაიცვალნენ ინგლისი და შოტლანდია.
ზაფხულის წასვლასთან ერთად დაგვტოვეს მათ, მაგრამ, ისინი ჩვენ გულებში ყოველთვის იცოცხლებენ, ოხ რა ლამაზად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, გარედან რო შეხედავდა კაცი, თითქოს მათ შორის შუღლის და მტრობის გარდა არაფერი არ იყო, მაგრამ ამ მტრობაში იმალებოდა მათი ჭეშმარიტი სიყვარული და ლტოლვა ერთმანეთისადმი. იტალიამ დიდხანს იცოცხლოს მათ მოსაგონრად, ერთი ჭიქა ღვინის აწევა და ეკლესიაში სანთლის დანთება არ დაზარებოდეს არავის მათი სულების შესანდობათ. აი ვუყურებ ეხა ამ სურათს და უცებ ყველაფერი წამში გადამირბენს ხოლმე თვალწინ, მათი სიხარული, მათი მწუხარება, მარტო ის რად ღირს, მახსოვს მთელი ინგლისი გლოვობდა, მილანთან მანჩესტერის წაგებას მაგრამ იტალიელები სხვანაირი ხალხია, მათ ხო ფინალის პირველი ტაიმიც მდუღარე ცრემლით ატირეს ე.წ. სკაუზერები, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ რომ ესე რო გაეგრძელებინათ ეს დამღუპველი იქნებოდა მთელი ქვეყნისთვის, ეს ხომ ფაქტიურად ქვეყნის მაშინვე დასამარებას მოასწავებდა, მაგრამ სამწუხაროდ ამანაც ვერ უშველა, ისისნი უკვე ძალიან ღრმა კომაში იმყოფებოდნენ და ვეღარ შეძლეს ამ სიბნელის დაღწევა...
მოკლედ ბევრი რო აღარ გავაგრძელო, თან ძალიან მიჭირს, გამიგეთ, ძნელია ამ დროს, ამ ორ დიდ ქვეყანაზე, წარსულში ლაპარაკი, ხსოვნა იყოს, მათი სახით, ყველა უდროო დროს წასული ყვეყნის ხსოვნა იყოს....
ამ სურათს რო შევხედავ, ღიმილი გამიელვებს ხოლმე სახეზე, როგორი მომღიმარი სახეებით აცილებენ მათ, ახლო ნათესავები, ირლანდია და უელსი, ისინი ხომ მუდამ იღიმებოდნენ, ასეთი მომღიმარები დარჩებიან მარად ჩვენ გულებში..
გთხოვთ თითო-თითო სიტყვით ყველამ გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე..
პანაშვიდები დაიწყება ხვალ 00:00-დან გარიჟრაჟამდე, დასაფლავება იქნება 3სექტემბერს ღამის 01:30-ზე საათები საგანგებოდ შეირჩა, ვინაიდან მათ ეს დრო უყვარდათ ყველაზე მეტად ამ დროს გრძნოდნენ ისინი თავს..
პ.ს. ხო.. რავი ამ სურათს გადავაწყდი ინტერნეტში და... ესე შეიქმნა ამბავი ესე.. ეს სათაური კი იმიტო დავარქვი რომ,.... არ ვიცი რატო დავარქვი, ალბათ იმიტომ რომ გეკითხათ "რა შუაშია?", ფლამეში იმიტო არ გავხსენი კიდე რო, მარტო თქვენ მინდოდა გენახათ, იქ ვერც გაიგებდნენ არსის სიღრმეს..

აი ეხა კი მართლა წავედი, წავედი თორე წავედი!
მიმაგრებული სურათი