აუ რა მაგარი იყო... : ))) 10 კაცი ძლივს შევიკრიბეთ, მერე ორი წავიდა და 4-4ზე ვითამაშეთ, ნუ გენიალური იყო..

ე.ი. რა მოხდა: დღეს გავიღვიძე სადღაც 3ზე, რატო გამეღვიძა ესე ადრე არ ვიცი, თავი მტკიოდა კატასტროფულად და ვიფიქრე საბალეშიკოდაც ვერ წავალთქო, მარა ჯერ იყო და შომ დამირეკა მოვდივარო, რომლის ტელეფონშიც 69-ე ვწერივარ

ხოლო შემდგომ ჩემს მობილურის ეკრანზე გამოჩნდა წარწერა "სანტინო" და მისმა ნარნარმა ხმამ მაცნო რომ "მეც მოვდივარ სვარშიკოო", აქეთ კიდე ჯუნი მასტერი მიტრაკებდა გამოდი დროზეო ჰოოდა.. ნუ როგორ შემეძლო ამის მერე სახლში გაჩერება...
ბედი არ გინდა? მარშუტკიდან ჩამოვედი თუ არა, დავინახე ვიღაც რეციდივისტის სახით მოდის და რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს, შევხედე მდნარი ყველი აღმოჩნდა (სანტინო), ნუ ყველაფერი გაიასნდა მაშინ

გაჩერებაზე შო, ნემო და ოთორი დაგვხვდნენ და წავედით დარბაზში. თავიდან დარაჯი ჯერ ბურთს არ მაძლევდა, მერე კალათბურთის ბურთს მატენიდა ესაა თქვენიო, მერე როგორც იქნა გამოვართვი ჩვენი ჩაფუშული ბურთი, მერე ფორტე ხართო გინდათუარაო : )) და კაროჩე რა...
მერე მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ორი ახალგაზრდა მომიახლოვდა და არტურა აქ თამაშობსო? არტურა თურმე იგივე deka ყოფილა, როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ორი ახალგაზრდა კი "ვალენსია" და მისი ძმა.
მერე ნელ-ნელა ბალეშიკებიც მოვიდნენ, ჯერ ზროჰა და მისი ფორუმული ოჯახი გამოჩნდნენ, მერე ჯუმბელა, ვინცხა გოგო და ჯუნი, მერე ჯემალა და ვიღაც, სულ ბოლოს კი შემოანათა თვით მან! რომელსაც ასე ველოდი მე... ჩვენი ფშვიტინა გივიკო... მას მოყვნენ ფიატლუქსის ფანკლუბის ლიდერი და PR-შიკი ჩიტუციო, სიდონია და აუ იმ ნიკს რა დაწერს... ex_love რა..

ხო ნუ მეტი საინტერესო ისეთი არაფერი მომხდარა, მოთამაშეებზე რო არაფერი ვთქვათ დღეს ასევე გადაგვაგდეს: გუდმენამ, ნიკუშამ,(რომელსაც იტალიური მარკა უნდა მოეცა

), თამუნამ, თიკომ...

ნუ თქვენც კარგად მოგეხსენებათ რო გამარჯვებულის კითხვა არაა საჭირო

, რომელ გუნდშიც ვიყავი მე, იმარჯვებდა ის

მარა დღეს ნაღდად ხათრის გულისთვის დავრბოდი : ))) თუ დავრბოდი ვაბშე. ათეუსა როგორც ყოველთვის ჭყიპინებდა, იგინებოდა, იფურთხებოდა, იჭმუნვებოდა, იჭყანებოდა, იპრანჭებოდა, იკვარჩხებოდა, ი.... კაროჩე ი..

ხოდა თამაშის მერე წავედით სახინკლეში და სანტინოს შოს ნემოს და მე ცოტა ხანში შემოგვიერთდა ფორუმელთა დიიდი არმია

)
სურათები ყველა დასაპატარავებელია და ცალ-ცალკე ნუ დამაყრევინებთ, ერთად ავტვირთავ ხვალ ჩემ ფტპ-ზე და გადაგაწერინებთ : )
ვსო რა, თუ რამე გამომრჩა თვითმხილველებმა დაამატეთ ....