ეს ხალხია ჯერ-ჯერობით რეგისტრირებული:
1. kote022. El AnGel De MaDRid3. batigoal4. bochora5. ცამეტი6. tifoso_di_juve7. TR()TIL8. ZIPINA9. Ballack/David10. xataba11. Error!
12. LD13. გოგა14. pavlovich15. აკაკი16. gvamer17. pito200618. chegeoto19. arsenal henrymajlajuna, ვინმემ თავის ახლობლებში უნდა ჩაგსვას, სხვანაირად ვერ მიგიღებ (წესებია ეგეთი)

. როგორც ვატყობ, ბატიგოლის ახლობელი ხარ ხო?
M43DL0ვახ, შემდეგი წლიდან ცვეტში დაბადების ან პირადობის მოწმობები უნდა მოვითხოვო რა
* * *
ნაწილობრივ განვაახლე საიტი - შეგიძლიათ ნახოთ რეიტინგის ახალი ვერსია და აგრეთვე პრიზიორები ევროთასების სიიანად (დღევანდელი მდგომარეობით). უეფას თასზე გამსვლელთა ვინაობა მომდევნო ორი ჩემპიონატის განმავლობაში მკვეთრად დაიწყებს ცვლილებას (ვინაიდან უკვე 12 კაცია გასული და ძალაუნებურად მათ კიდევ მიემატებათ სხვა მოთამაშეები), ამიტომ არ გაგიკვირდეთ

.
მოვიფიქრე მსოფლიო ჩემპიონატზე (რომელიც ევროთასების შემდეგ ჩატარდება FIFA07 -ის დასკვნითი ტურნირის სახით) ჩასატარებელი დრაფტის პრინციპიც - მოთამაშეები დაიყოფიან 8 კალათად. პირველში მოთავსდებიან ისინი, ვინც ითამაშა რვავე ჩემპიონატი, მეორეში - ვინაც 7 ჩემპი ითამაშა, მესამეში - 6 ჩემპიონატებიანები და ასე შემდეგ. ახალი მოთამაშეები არ იქნება. თუ გუნდი მოიხსნა ტურნირიდან გაცდენების გამო, ის ჩემპიონატი მოთამაშეს აქტივში არ ჩაეთვლება. შემდეგ დავიწყებ დალაგებას კალათების მიხედვით - ანუ ჯერ დრაფტში განლაგდებიან გუნდები პირველი კალათიდან, შემდეგ მეორედან და ასე შემდეგ.
კალათის შიგნით დალაგება პირველ რიგში მოხდება გაცდენილი თამაშების დათვლით (ანუ ვისაც ნაკლები გაცდენა ექნება, ის უფრო წინ მოხვდება), ხოლო თანაბარი მაჩვენებლების შემთხვევაში ჩავატარებ ბრმა კენჭისყრას.
მოკლედ, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატისათვის ეს სისტემა ყველაზე ობიექტური იქნება - ანუ პირველ რიგში დაფასდება ის ხალხი ვინაც ყველაზე მეტი ჩემპიონატი ითამაშა და თამაშებსაც არ აცდენდა.
ორი ჩემპიონატი კიდევ დარჩენილია და აბა თქვენ იცით, აღარ გააცდინოთ

.
This post has been edited by kote02 on 9 May 2007, 03:07