ხოოო, აქ რა ამბები დატრიალებულა

ე.ი. არგენტინა საფეხბურთო მაფიის მსხვერპლი გახდა

(ნამდვილი არგენტინის ბედს ვიზიარებთ

)
გეთანხმებით, რომ თუ წესები არსებობს არ უნდა დაირღვეს და მე მზად ვარ მათ დავემორჩილო, მით უმეტეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის. გასართობად დავდივარ და არა ტიტულების მოსაპოვებლად და ნერვების საშლელად.
მაგრამ ჩემი აზრით ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი და წესების ''როგორც მე მინდა და მაწყობს, ისე იქნება'' გამოყენებას. თუ წესია, ყველა თანაბრად უნდა იცავდეს.
რამდენიმე შეკითხვას დავსვამ და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კუთხით (წესების დადგენა-დაცვის და აქტიურობს
1. მე მაქვს ფორუმზე სულ 150 პოსტი. ანუ მე ვერ ვითამაშებ?
2. რატომ არავინ გააპროტესტა, როცა მაგ. ბრაზილიას ვიღაც აშკარად ფახბურთელი ჰყავდა დამატებული (ზესტაფონის სპორტულები რომ ეცვა) ? რა, ფორუმელი იყო?
3. რატომ ეთამაშეთ საერთოდ არგენტინას თუ უცხო ხალხი ჰყავდა და რატომ არ ჩაუთვალეთ წაგება? და თუ ეთამაშეთ, გაჩემპიონების მერე რაღას აპროტესტებდით?
4. არგენტინა, როგორც გუნდი მოიკვეთა, თუ მასში მოთამაშე ხალხი? სხვამ რომ დაგვიმატოს, ან მაგ. ჰონდურასის ან კატალონიის სახელით გამოვიდეთ ყოფილი არგენტინელები უარს გვეუბნებით?
მიუხედავად ძალიან ბევრ ე.წ. ''წესს'' და მოსაზრებას არ ვეთანხმები, ყველას წარმატებას გისურვებთ
პატივისცემით