კაროჩე გავაანალიზე წაგება. ჩემი შეცდომა იყო. ძალიან ადრე წავედი ვაბანკზე. 4 შემტევი იგროკი არ უნდა გამომეყვანა. ბოლო 2 წუთში კიდე შეიძლებოდა, მაგრამ მე სადღაც 14 წუთზე გავაკეთე ზამენა.
თან ფორევა უნდა გამეყვანა მოედნიდან ან გოგოხა (ჯინსებით ისეთი გოგოხა ვერ იყო) და არა თორნიკე.
მოკლედ ორი კაცი სულ უნდა იყოს დაცვაში. ერთ-ერთი კი ამ ორიდან უნდა იყოს აუცილებლად (!) ან თორნიკე ან მე. ბოლო მცველად თამაში და ზონების დაფარვა ყველაზე უკეთ ჩვენ გამოგვდის.
................................
ახლა კიდე იმაზე ვფიქრობ ფორევა ხომ არ დავაბრუნო სიღრმეში და მცველების დამხმარედ. სირბილი შეუძლია და მემგონი შეტევაში და დაცვაში ერთდროული თამაშით არ დაიღლება.
ეს იმ შემთხვევაში თუ ფრანკემ დაგვტოვა.... ტიფოზა და მთელი იტალია ჩალიჩობს გადაყვანაზე.
ხოლო თუ ფრანკე დარჩა, მაშინ გვეყოლება შემტევი სამეული: ფრანკე, გოგოხა, აზუკა.