Nevermindchiaესეიგი რა ხდება... ჩვენ ივნისის შუა რიცხვებამდე ვთამაშობდით ჩემპიონატს ფორუმელებს შორის. სიცხეების და დასვენების სეზონის გამო ეს ტურნირი დროებით შეწყდა და სექტემბერში განახლდება.
მანამდე ჩვენი გუნდი ამხანაგურებს (ესე ვთქვათ) თამაშობს სხვადასხვა საშუალო ძალის გუნდებთან.
თუ თქვენ გინდათ მერსისაიდის რიგებში თამაში პირველ რიგში უნდა იყოთ ლივერპულის გულშემატკივარი, ანდა ლივერპულის თუ არა ინგლისის მაინც.
მეორე - თქვენ უნდა იაქტიუროთ ფორუმზე და 200 პოსტი ააგროვოთ. ტურნირის წესები ითხოვს ამას.
მესამე - ერთხელ მაინც უნდა მოხვიდეთ ამხანაგურზე რომ გნახოთ.
გუნდში არის ღია კონკურენცია და თავის გამოჩენის შანსი აქვს ყველას.
ბოლოს კი მინდა გითხრათ რომ ესაა ყველაზე უშუალო, ერთ მუშტად შეკრული, იუმორით სავსე, რასაც ქვია " ჩვენ ერთი გუნდი ვართ".

და გადამწყვეტ თამაშებს თამაშობენ ლომისებრ თავდადებით. (თავში არ აგვივარდეს ოღონდ გუნდო

)
ნოდოს ნომერი მაქვს და დავუკავშირდები ამ უქმეებზე თუ გვექნა თამაში. აგრეთვე კარგი იქნება თუ Nevermind მომწერს თავის ნომერს PM-ში. ან აქ შემოიხედე ხოლმე ხშირად და ზუსტად დავწერთ თამაშის ადგილს და დროს. ძირითადად შაბათს ან კვირას გავდივართ სათამაშოდ.
You'll Never Walk Alone