რა იყო ხელახლა იწყებენ?
--------------------------------------------------------------------------
ჩემი ფეხბურთი განახლდა
ძვირფასო გულშემატკივარო,
14 თებერვლიდან განახლდება ინტერნეტ თამაში ’’ჩემი ფეხბურთი’’
რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ პოპულარულ ინტერნეტ პროექტში.
შეგახსენებთ რომ თამაში უფასოა, ყოველ მომხმარებელს შეუძლია ერთი გუნდის შექმნა.
გუნდის დარეგისტრირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს სეზონის დაწყებამდე ან ჩემპიონატის მსვლელობისას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს განაცხადი შემდეგი შემადგენლობით:
1 მწვრთნელი
1 მეკარე
5 მცველი
5 ნახევარმცველი
3 თავდამსხმელი
ყოველ ფეხბურთელს გააჩნია პფლ-ის მიერ განსაზღვრული ფასი. თქვენი გუნდის საერთო ფასი არ უნდა აღემატებოდეს 9 მილიონ ლარს. ერთი გუნდიდან ასარჩევი ფეხბურთელების რაოდენობაზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. მოთამაშეთა სია შეიძლება ნახოთ www.myfootballgeopfl.com
გისურვებთ წარმატებას!
http://www.pfl.ge/geo/index.php?newsid=569