მამუკა მდინარაძე: დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს – ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ
სიახლეები
აპრილი 28, 2024
დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში და ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები.
„დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით – არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდა