simao02091880-იან წლებში მერსისაიდის საგრაფოში მხოლოდ ერთი კლუბი იყო - ევერტონი [რომელსაც მომავალში თუ შეიძლემა "ბლუშითებად" მოვიხსენიებ

]. 80-იანების ბოლოს ამ გუნდის პროგრესი და პოპულარიზება დაიწყო. გუნდმა დაიწყო სტადიონის ძებნა თავისი საშინაო თამაშებისათვის და ადგილობრივმა ბიზნესმენმა ჯონ ჰოულდინგმა, რომელიც ამავდროულად გუნდის პრეზიდენტი და ქალაქის ადმინისტარციული ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრიც იყო, 1884 წელს თავისი ამხანაგისგან ბლუშითებისთვის სტადიონი ენფილდი იქირავა. ფინანსურად საწყის ეტაპზე არც ისე წარმატებული კლუბი სტადიონის ქირად თავიდან 100 ფუნტს იხდიდა. 1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსების და ბლუშითების პოპულარიზების შედეგად ჰოულდინგმა გადაწყვიტა ქირის 250 ფუნტამდე აწევა [ჰოულდინგი ქირის აწევით გარკვეულ მოგებას ნახულობდა], რასაც ბლუშითების დანარჩენი ხელმძღვანელების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც 1891 წელს მხარეები გამოუვალ სიტუაციამდე მიიყვანა.
1891 წლის 15 სექტემბერს შედგა შეხვედრა ჰოულდინგსა და ბლუშითების ხელმძღვანლობის სხვა წევრებს შორის. ჰოულდინგმა მათ ენფილდის ყიდვა შესთავაზა. ეს შეთავაზება ბლუშითების ხელმძღვანელებს არ აწყობდათ და უთანხმოება გაგრძელდა. 1892 წლის
12 მარტს ბლუშითების მეთაურობა [ჰოულდინგის გარეშე] ჯორჯ მეჰონის ხელმძღვანელობით შეკრებას ატარებდა, როცა მოულოდნელად ჰოულდინგი გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რომ კლუბის პრეზიდენტისთვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ცნობილი სიტყვებით უპასუხა: "I'm here on a trial, and a criminal never takes the chair".
ამის შემდეგ მან გუნდის 18-19 სხვა წევრთან ერთად კლუბი დატოვა. ბლუშითებს მეჰონმა ახალი სტადიონი, გუდისონ პარკი მოუძებნა, სადაც ისინი დღემდე გამოდიან.
ჰოულდინგს დარჩა ცარიელი სტადიონი. 1892 წლის 15 მარტს ჰოულდინგის სახლში ახალი კლუბი დაარსდა, რომელსაც ფეხბურთის დიდი მოყვარულის, უილიამ ბერქლეის რჩევით Liverpool Football Club დაერქვა. კლუბის ფერებად ქალაქის ფერი წითელი აირჩიეს, სიმბოლოდ კი Liverbird [ფრინველი, რომელიც გერბზე არის გამოსახული].
ორი გუნდის პირველი დაპირისპირება [თუმცა ეს ჯერჯერობით არ ჩანდა] ამ მომენტიდან დაიწყო - 1891-92 წლების უთანხმოებებისა და დაშორების შემდეგ ჰოულდინგი და მისი მეგობრები უკვე ლივერპულს თვლიდნენ საკუთარ კლუბად, თუმცა ბლუშითების გუნდი ჯერ კიდევ ინგლისის პირველი კლუბი იყო და გაუგებარი იყო, როგორ მოახერხებდა ლივერპული ცნობილი ფეხბურთელების თავისთან თამაშზე დაყოლიებას.
გუნდის შენება ირლანდიელმა ჯონ მაკენამ იტვირთა. მან ფეხბურთელების მოწვევის პრობლემა შოტლანდიელი მოთამაშეების მოყვანით გადაჭრა. ლივერპულში იმდენი შოტლანდიელი შეგროდა, რომ გუნდს "Team of all the Macs"-ს ეძახდნენ.
1891 წლის 1 სექტემბერს ლივერპულმა ჩემპიონატის პირველი თამაში ჩაატარა. ამავე დღეს ბლუშითებმა პირველად ითამაშეს გუდისონ პარკზე და საუკუნის დაპირისპირებაც დაიწყო. გუნდმა ლანკაშირის ლიგის პირველივე სეზონი მოიგო, ბლუშითების მხარე კი ლივერპულის წარმატებით ძალიან უკმაყოფილო იყო.
მას შემდეგ ქალაქ ლივერპულის ორი მხარე - წითელი და ლურჯი - მუდამ დაპირისპირებაშია. თუმცა იყო მომენტიც, როცა მთელი ქალაქი და ორივე გუნდის ყველა წევრი ერთად იყო: 1989 წლის ჰილსბოროს ტრაგედიამ, როცა ლივერპულისა და ნოტინჰემ ფორესტის შეხვედრისას ლივერპულის 96 გულშემატკივარი დაიღუპა, მთელი ქალაქი ერთად დააყენა და ტრაგედიის შემდეგ გამართულ პირველივე თამაშზე ლივერპული ბლუშითებს შეხვდა. ბლუშითების ფანები ლივერპულის გულშემატკივრებთან ერთად მღეროდნენ ლივერპულის ლეგენდარულ სიმღერას You'll Never Walk Alone..
თუმცა ამ მომენტის გარდა, ქალაქ ლივერპულის ყოველდღიური ცხოვრება ორი გუნდის გულშემატკივრების დაპირისპირებისგან შედგება. ლივერპულის და ენფილდის განსაკუთრებულობას [და პირველ რიგში ბლუშითების პროვინციული ფსიქოლოგიისგან განსხვავებულობას] ხაზს უსვამს გასახდელებიდან სტადიონზე გასასვლელ დერეფანში ჩამოკიდებული სიმბოლური წარწერა This Is Anfield, რომელსაც ლივერპულის ბევრი ფეხბურთელი მოედანზე გასვლის წინ ხელით ეხება და ამით ემოციურ დატვირთვას იღებს დიდი მატჩების წინ.
დაპირისპირების სხვა მაგალითები შეიძლება ნახო ესეთ სიტუაციებში:
[ჩემ მიერ ზემოთ დაწერილი ისტორიის ბოლო]
"People talk all this rubbish about Everton being the People's Club but we've always known that was just words said to appease the Everton fans. Could you imagine Moyes, or any other manager in the world for that matter, going to the pub with the fans? No chance.
"Rafa did it on Wednesday night and as far back as I can remember, and I'm an old man, I've never heard of any manager doing something like that. Everton, The People's Club? Don't make me laugh. We are the real People's Club. Always have been, always will be."
ინგლისური თუ იცი ამ ცნობილი სიმღერის ტექსტით ადვილად მიხვდები დაპირისპირების ისტორიას და ლეგენდებს
A LIVERBIRD UPON MY CHEST
Here's a song about a football team
The greatest team you've ever seen
A team that play total Football
They've won the league, Europe and all.
Chorus:
A Liverbird upon my chest
We are the men, of Shankly's best
A team that plays the Liverpool way
And wins the championship in May
With Kenny Dalglish on the ball
He was the greatest of them all
And Ian Rush, four goals or two
Left Evertonians feeling blue
Now if you go down Goodison Way
Hard luck stories you hear each day
There’s not a trophy to be seen
'Cos Liverpool have swept them clean
Now on the glorious 10th of May
There's laughing reds on Wembley Way
We're full of smiles and joy and glee
It's Everton 1 and Liverpool 3
Now on the 20th of May
We're laughing still on Wembley Way
Those Evertonians feeling blue
at Liverpool 3 and Everton 2
And as we sang round Goodison Park
With crying blues all in a nark
They're probably crying still
at Liverpool 5 and Everton 0.
We remember them with pride
Those mighty reds of Shankly's side
And Kenny's boys of '88
There's never been a side so great
April 15th 89'
What should have been a joyous time
96 friends we all shall miss
And all the Kopites, they want justice
This post has been edited by Scouser_tornikE on 13 Mar 2005, 23:28
მიმაგრებული სურათი