ექსკლუზივი!!!
მასიმო მორატის ინტერვიუ "ინტერ ჩენელთან".
სპეციალურად თბილისის ფორუმისათვის ხვალინდელი ნომრის ინტერვიუ დღეს!
მაშ ასე წავიდა
თქვენ მე გამაგიჟებთ!
მორატი ჟურნალისტებს შემოსწყრა
აპენინებზე სეზონის დაწყებას სულ ცოტა უკლია. მოგეხსენებათ, სერია A სტარტს მომავალ უქმეებზე აიღებს, ხოლო ამ შაბათს იტალიის სუპერთასზე შეხვედრაში ერთმანეთს "ინტერი" და "იუვენტუსი" შეეტოქებიან. ამ ორ მეტოქეს შორის ჯახს სხვანაირად "დიდ იტალიურ დერბის" უწოდებენ. მოახლოებული დაპირისპირების წინ, გუნდები რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ტურინელებს ჯანლუიჯი ბუფონი დაემტვრათ და ახლა კარგა ხანი იქნებიან ძირითადი გოლკიპერის გარეშე. გარდა ამისა, ტრავმები აქვთ პაველ ნედვედსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. აი, მილანელთა რიგებში კი ყველა მშვიდადაა, ტკივილს არავინ უჩივის. ასეთი სიტუაციის გარშემო ოთხშაბათს თავისი აზრი უკვე გამოთქვა "ბებერი ქალბატონის" ბოსმა ლუჩანო მოჯიმ, ხუთშაბათს თავის "დელე ალპელ" კოლეგას არც მასიმო მორატი ჩამორჩა და საკლუბო ტელე-არხს მისცა ვრცელი ინტერვიუ.
- ამჟამინდელი ფორმაციის "ინტერი" თუ მოგწონთ?- რა თქმა უნდა. მგონია, რომ ბოლოსდაბოლოს შევიძინეთ ადრე არარსებული სტაბილურობა. ცუდ თამაშსაც არ ვაჩვენებთ, ისევე როგორც შარშან. ეს ყველაფერი მანჩინის მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფია.
- ზაფხულში კი ხარისხი კიდევ უფრო გაზარდეთ, არა?- ამ მიმართულებით მუშაობა არ შემწყდარა. დიდი როლი ითამაშა მოგებულმა იტალიის თასმა. ამ გამარჯვებამ გუნდს საკუთარ თავში რწმენა და სიმშვიდე შემატა.
- ახლა "ინტერი" თამამად შეგვიაძლია დავაყენოთ "იუვესა" და "მილანის" გვერდზე?- განა აქამდე არ იდგა? თქვენ მე გამაგიჟებთ! ტრადიციებით, მოპოვებული ტიტულებით, თუ ამჟამად გუნდში არსებული ფეხბურთელებით, ეს სამი გუნდი ყოველთვის ერთ დონეზე იდგა და ვერ გამიგია რატომ უნდა ვიყოთ სადმე განზე ან სულაც დაბლა. მეორედ ასეთი რამ ჩემი თანდასწრებით არ თქვათ, თორემ გავბრაზდები. ბოლო-ბოლო "ინტერის" ტელე-არხის ჟურნალისტები ხართ…
- კარგით. გპირდებით მსგავსს მომავალში აღარ გავიმეორებთ. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ლუიშ ფიგუს შესახებ?- კარგი ადამიანია. სიმპატიური, ურთიერთობაში უბრალო, პროფესიონალი და თავისი საქმის ხუთიანზე მცოდნე. გაოცებული დავრჩი მისი სურვილით ეთამაშა ჩვენს გუნდში. ის ჯიქურ იწევდა "პინეტინაზე", მიუხედავად იმისა, რომ აქ მას გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან, ვიდრე მადრიდში.
- მართალია, რომ სანამ ბინას შეარჩევდა, ფიგუ თქვენთან ზღვისპირა ვილაზე გყავდათ?- არა. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
- რა შეუძლია ფიგუმ მისცეს "ინტერს"?- იმედი მაქვს იმას მისცემს, საც აქამდე გუნდს აკლდა. რწმენას, უნივერსალიზმს და გამარჯვებულის ფსიქოლოგიას. ამ კაცს ხომ მოუგებელი არაფერი დარჩენია და ფეხბურთში ყველა მწვერვალი დაულაშქრავს.
- "რეალიდან" ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაიმატეთ….- ისინი უკვე შეეწყვენ ნერიაძურის და მოსალოდნელიც იყო, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. მათ ხომ დიდი გუნდის სკოლა აქვთ გავლილი. ვფიქრობ, "ინტერმა" დიდად მოიგო, როცა ასეთი ფსიქოლოგიის ფეხბურთელები დაიმატა.
- ვერონი-პიზაროს დუეტს როგორ უყურებთ?- ეს სიტუაცია რივერასა და მაცოლას შორის ერთგვარი შეჯიბრი რომ იყო, იმას მაგონებს. არგენტინელი და ჩილელი უზარმაზარი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები არიან. თუ მათ ამის გამოყენება შეძლეს, ჩათვალეთ რომ მარტონი მოაგებინებენ "ინტერს" ტიტულებს. ანალოგიური შემიძლია ვთქვა ალვარო რეკობაზეც.
- გავრცელდა ცნობები, რომ მადრიდის "რეალს" კრისტიანო ძანეტის შეძენა სურს. მართალია?- ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრისტიანო ჩვენთან დარჩება. მას უცვლელი ადგილი აქვს ნახევარდაცვაში და მანჩინის ნდობასაც იმსახურებს.
- გრძელ და მომქანცველ სეზონში ოთხი თავდამსხმელი გეყოფათ?- უნდა გვეყოს. რეკობა და კრუზი შარშანდელივით მუდმივად ნამდვილად არ ისხდებიან სათადარიგოთა სკამზე. მათზე დიდ იმედებს ვამყარებ და პასუხისმგებლობას არც ისინი გაურბიან.
- მანჩინი თქვენგან მეხუთე თავდამსხმელის ყიდვას ხომ არ ელოდება?- ამის საჭიროება რომ იყოს, რობერტო აუცილებლად ჩამაყენებდა საქმის კურსში. ამასთან, ჩვენ ფიგუ და სხვა მრავალი ისეთი ნახევარმცველი გვყავს, რომლებიც საკმაოდ ხშირად ითავსებენ თავდამსხმელის ფუნქციებს.
- როგორ შეადარებდით შარშანდელსა და ამჟამინდელ მანჩინის?- ის ახლა ბევრად მშვიდია. აღარაა საჭირო ათასგვარ პოლემიკებში და სკანდალებში გარევა. გასული სეზონის დასაწყისში რობერტოს ბევრი აკრიტიკებდა და ისიც სულ იმის მტკიცებაში იყო, როგორმე თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. მან ეს შეძლო და ახლა უკვე თავს უფლებას აძლევს ყურადღება არ მიაქციოს მსგავს გამოხტომებს. მანჩინი კლუბის ხელმძღვანელობისა და პუბლიკის მხრიდან უდიდესი ნდობით სარგებლობს.
- მომავალ სეზონში რომელიმე ფეხბურთელისგან, მაგალითად ადრიანოსგან ან მარტინსისგან თუ ელოდებით რაღაც განსაკუთრებულს და არაორდინალურს?- რომ ვთქვა ადრიანოსგანო, ძალიან უბრალოდ გამომივა. ბრაზილიელი ისედაც წლიდან წლამდე სიურპრიზებს გვთავაზობს. რაც შეხება მარტინსს, გეტყვით რომ როცა ეს ბიჭი "პრიმავერაში" ბურთაობდა, ჯერ კიდევ მაშინ ვიძახდი, ნიგერიელისგან მსოფლიო კლასის თავდამსხმელი დადგება-მეთქი. მთავარია ობაგოლს წარმატებებმა თავბრუ არ დაახვიოს და ვარსკვლავური სენი არ შეეყაროს.
- კიდევ ვის დაასახელებდით?- მაკვირვებს ვალტერ სამუელი. მას თავისულფად შეუძლია სერია A-ს ნომერი პირველი ცენტრალური მცველი გახდეს. ასევე მიკვირს, რატომ ვერ ათამაშდა არგენტინელი "რეალში", მაგრამ იმედია ის აქ მოახერხებს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. ვალტერის პროფესიონალიზმი და ტალანტი ამის წინაპირობაა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამუელი ძირითად შემადგენლობაში ადვილად ვერ გავა, რადგანაც საგრძნობლად მოუმატა მარკო მატერაციმ. "დიდი მარკო" წელებზე იდგამს ფეხს, გაორმაგებულად ვარჯიშობს, რათა მანჩინის თავი მოაწონოს.
- ახლა გუნდში ერთბაშად 8 არგენტინელი გყავთ. ნამეტანი ხომ არაა?- 90-იანი წლების შუაში ხავიერ ძანეტიდან დავიწყე და 2005-ში თავადაც ხედავთ, არგენტინელების ბუმია მილანში. ყოველთვის მომწონდა ამ ქვეყნის ხალხი. ისინი საოცრად წააგავან იტალიელებს, როგორც ზოგადად ხასიათით, ასევე ფეხბურთის სათამაშო მანერით.
- თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, იქნება მომენტები, როცა მოედანზე "ინტერის" მაისურით არცერთი იტალიელი აღარ იქნება...- ამ თემაზე ადრეც ბევრი მომისმენია და მიკამათია. მოდით ყველაფერს შევხედოთ სპორტული თვალსაზრისით. პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული უცხოელები მოიპოვებენ იტალიურ გამარჯვებას. მიუხედავად ჩემი ასეთი პოზიციისა, მაინც არამგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ იტალიელებს მოედანზე გამოსვლა სანატრელი გაუხდეთ.
- შაბათს "იუვენტუსთან" დიდი მატჩი გელით. ფაქტიურად განახევრებული ტურინელების შემხედვარე რა პროგნოზს გააკეთებდით?- ვწუხვარ, რომ "იუვეს" ბუფონი დაუშავდა. ჯიჯი არამარტო კლუბს არამედ სრულიად იტალიას დააკლდა. მიუხედავად ამისა, მეტოქე მაინც ძლიერია და გულზე ხელის დაკრეფის დრო ან საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რაღა წლევანდელი სუპერთასი ჩვენ დავიბევოთ.
This post has been edited by aimo on 18 Aug 2005, 15:35
მიმაგრებული სურათი