რატომ სჭირდებათ ლივერპულს და იუნაიტედს ერთმანეთი
liverpoolfc.tv
Peter Hooton 15 September 2005
"პიტერ ჰუტონი "ისტ ლენკს როუდის" მეორე ბოლოსკენ მყოფ ჩვენს მეგობრებს ხუთი თითით მისალმება და ხსნის, რატომ იქნებოდა ცხოვრება გაცილებით ნაკლებად საინტერესო მერსისაიდელი და მანჩესტერელი წითლების დაპირისპირების გარეშე.""მანჩესტერ იუნაიტედი რომ არ არსებობდეს, მათი გამოგონება მოგვიხდებოდა. ჩვენ გვჭირდება იუნაიტედის მსგავსი კლუბი, რადგან პრინციპული დაპირისპირება ყველას უყვარს. ყოველთვის იყო შური ლივერპულსა და მანჩესტერს, როგორც ქალაქებს შორის, თუმცა არა მგონია ეს ჩვენი კლუბების დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყოს - მაგალითად მანჩესტერ სიტისთან არასოდეს განსაკუთრებული მტრობა არ გვქონია, მაშინაც კი, როცა სამოციანების ბოლოს და სამოცდაათიანების დასაწყისში მათ კარგი შედეგები ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ იგივეს იტყვიან იუნაიტედის ფანები ევერტონზე.
ყოველი სეზონის დასაწყისში ლივერპულელები მხოლოდ ორ შეხვედრას ეძებენ კალენდარში - მატჩებს ევერტონთან და იუნაიტედთან. ნებისმიერი საუბარი არსენალთან ან ჩელსისთან განსაკუთრებულ დაპირისპირებაზე სისულელეა - ამას მხოლოდ მედია იგონებს. ლოკალურად ლივერპულისა და ევერტონის ურთიერთობაა განსხვავებული, თუმცა უფრო გლობალური თვალსაზრისით ლივერპული vs. მანჩესტერ იუნაიტედი კვლავაც ინგლისური ფეხბურთის მთავარი მოვლენაა. ჩვენი დაპირისპირება მხოლოდ 90-წუთიანი თამაში არაა - ეს ბრძოლაა დომინირებისა და წარმატებისთვის.
ჩემი აზრით ასეთი ურთიერთობა იმ ფაქტიდან გამოდის, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს ძალიან გავს - ორივეს უნიკალური ისტორია აქვს, ორივე მუშათა კლასის ქალაქიდანაა, ორივეს "წითლებს" ეძახიან და ორივეს შოტლანდიელი მწვრთნელი ყავდათ, რომლებმაც ისინი არც ისე კარგი წლებიდან უმაღლეს დონეზე აიყვანეს - აღსანიშნავია სამოცი წლები, როცა ევროპული ტურნირები ჩვენი კლუბების კალენდრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა და შენკლი და ბასბი ამ დროის ყველაზე გავლენიანი მწვრთნელები იყვნენ. ისინი დიდი მეგობრებიც იყვნენ და ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ.
ორივე გუნდის გულშემატკივრებს თავისი კლუბი ყოველთვის უფრო "დიდ" გუნდად მიაჩნდათ - როცა ლივერპული სამოცდაათიანებში და ოთხმოციანებში წარმატებულად გამოდიოდა, იუნაიტედი ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ ემზადებოდა განსაკუთრებით - ამის ყველაზე კარგი მაგალითი 1977 წლის ინგლისის თასის ფინალია.
რა თქმა უნდა ბოლო დროს იუნაიტედმა მეტს მიაღწია. ეს ისეთი ფაქტია, რისი იგნორირებაც არ შეგვიძლია. ბოლო წლებში მათი ფანების მიერ შექმნილ სიმღერებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო "თქვენ დიადი კლუბი აღარ ხართ", რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას მღეროდნენ. ახლა ამის სიმღერის შესაძლებლობა აღარ აქვთ - 25 მაისის ტრიუმფმა ლივერპული საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა და ის ფაქტი, რომ მათ ვერ მოახერხეს ევროპაში ისეთივე წარმატებულები გამხდარიყვნენ, როგორც ჩვენ, ყოველთვის დაპირისპირების საგანია - ფერგიუსონის მეთაურობის ქვეშ ისინი ცდილობდნენ, ევროპაშიც ისეთივე ტიტულებისთვის მიეღწიათ, როგორიც ინგლისში მოიპოვეს, თუმცა ფერგიუსონს ჩემპიონთა თასის მოსაგებად 19 წელი დასჭირდა, რაფას კი მხოლოდ 1.
წინა სეზონის ლივერპულის ტრიუმფი ჩვენს დაპირისპირებას კიდევ უფრო მძაფრს გახდის და მას ყველა სხვა შეხვედრაზე მნიშვნელოვანის სტატუსს შეუნარჩუნებს - ბოლო სეზონამდე ლივერპულის ფანებისთვის მძიმე ასატანი იყო ფაქტი, რომ იუნაიტედი ჩვენს რეკორდულ ტიტულებს უახლოვდებოდა; შემდეგ უცებ 25 მაისი მოვიდა და ჩვენ დიდი ხნის ნანატრი ჯილდო მოვიგეთ. ისტამბულის ღამე ისეთივე შურს გამოიწვევს მათ შორის, როგორსაც ჩვენ შორის ბოლო წლების ჩვენი წარუმატებლობა და მათი წარმატება იწვევდა - სწორედ ამას მოელის ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ლივერპული vs. მანჩესტერ იუნაიტედი.
არსებობს ძველი ბერძნული თუ რომაული გამოთქმა - "ეზიზღებათ ის, ვისიც ეშინიათ." - ეს ფრაზა ძალიან კარგად ახასიათებს ჩვენს ურთიერთობას - ჩვენ მათი გვეშინია, მათ - ჩვენი და ასეც უნდა იყოს."
This post has been edited by tor::nike on 16 Sep 2005, 01:18
მიმაგრებული სურათი