>> ჯერარდი: "ოცნებებს არ უნდა ავყვეთ"liverpoolfc.tv, Paul Rogers 14 November 2005

სტივ ჯერარდმა ინგლისის ფანები გააფრთხილა, რომ არგენტინასთან მოგებული მატჩის მიუხედავად, ინგლისის ნაკრებს წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს.
"ლივერპულის" კაპიტანი შაბათსაც კარგ ფორმაში იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიო რეიტინგის მეორე გუნდის დამარცხების მიუხედავად, ერიქსონის გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ 1966 წლის მიღწევის გამეორება შეუძლია.
"ყველა ბევრს ლაპარაკობს შაბათის თამაშზე, თუმცა ოცნებების აყოლა არ ღირს", განაცხადა ჯერარდმა. "მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ბრწყინვალე გუნდია, ჩვენ კი უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ შორის ვართ. შაბათს ჩვენი დღე იყო, ასეთ დღეებში კი ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე დეტალებიც კი ბევრს წყვეტს, ასე რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ვიცოდით, რომ არგენტინის დამარცხება შეგვეძლო. ეს ფანტასტიური თამაში იყო და ჩვენს ძალებშიც დავრწმუნდით - ახლა მარტამდე შესვენება გვაქვს, ამ მატჩის წაგების შემთხვევაში კი 4 თვის განმავლობაში ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით."

"წითლების" ნახევარმცველმა იმ პოზიციებზეც ისაუბრა, რომელზეც მან შაბათს ითამაშა:
"ამ მატჩში მე სამ პოზიციაზე ვითამაშე და ამით კმაყოფილი ვარ - გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და სადაც მწვრთნელი მიმითითებს, იმ პოზიციაზე დავდგები. სამ სხვადასხვა ადგილას თამაში საკმაოდ რთული იყო, თუმცა ჩემი აზრით, სამივეს სტაბილურად მოვერგე.
მწვრთნელი ჩვენს განლაგებას მოწინააღმდეგის ტიპის მიხედვით შეცვლის - თუ სახიფათო გუნდს ვეთამაშებით, მეტი დისციპლინა იქნება საჭირო, ხოლო ლედლი კინგი მცველების წინ ითამაშებს; თუკი ის მწვრთნელი ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება უფრო ადვილად შეგვიძლია, კინგის მაგივრად ჯო კოული გამოვა მოედანზე. ძალიან კარგია, რომ როტაციის და სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილების გამოყენების საშუალება გვაქვს."
This post has been edited by Scouser_tornikE on 14 Nov 2005, 20:02