და აი, სამი წლის მერე, ისევ ამოვწიე
რამეთუ ვერა ვპოვებ იმ ეშხსა და სიამოვნებასა, ვითარცა ვპოვებდი იმ დროს, მწვანე მინდორზე ბურთის გორებისას.. ბურთებიც რომ შეცვლილი და გადაგვარებულია დღეს, ბურთებიც
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იტალიას 88-დან 96-მდე, ჰა, 98 მდე, უძლიერესი თაობა ჰყავდა და საცოდაობაა, რომ ვერაფერი მოიგეს. 98 მდე იმიტომ, რომ ამ ჩემპიონატამდე მოაღწია 80-იანების რამდენიმე ვარსკვლავმა.
ჰოდა, მე ჩავუჯექი ეს დღეები ისევ და დაახლოებით იმავე ემოციით ვუყურებ, როგორც მაშინ
მეტოქეც რა ჯიგრული გვყავდა, ისეთი რა, ფრიცული და რაღაცნაირი, არიული, დღევანდელისგან განსხვავებით.
ჰოდა, ერთი ეგაა, რომ ჰიმნს არ მღეროდა მთელი გუნდი. ეს არ მახსოვდა და გამიტყდა. ჯენარინო გატუზო თუ მღეროდა, რავა, ბარეზის, ბერგომის და კომპანიას არ დაშვენდებოდა?
თუმცა, ვალტერ ძენგა კი მღეროდა კარგად..
ტიპაჟებზე ვკაიფობ, აქეთაც და იქითაც
და ეს გოლი მიყვარს, ესპანელთა კარში. ანჩელოტი - ალტობელი - ვიალი
შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო..
მიმაგრებული სურათი