ვაა, აბა ბლატერს აღარ უდგებაო

(ფიფას საიტზე ეწერა კაცო)
ერთი წლის წინ გავხსენი ამ საკითხზე თემა, მაშინაც მარადონა არჩიეს და მივხვდი რომ გემოვნებაზე დავა არ შეიძლება
შენ ჩემო კეთილო, გეტყობა პელეს თამაში არ გინახავს, ან თუ გინახავს, მხოლოდ ის გენიალური პასი, კარლოს ალბერტოს რომ გაუკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში...
მე კი მინახავს, პელეს სანტოსური თამაში მინახავს, პელეს სანაკრებო თამაშები (რა თქმა უნდა მარადონასიც) და მთელი მსოფლიო რომ დამადგეს პირზე, მაინც ვიტყვი პელე ჯობია-მეთქი
პელე იყო ფეხბურთელის იდეალი
ბირჰოფზე კარგად თამაშობდა თავით,
მალდინიზე კარგად იდგა დაცვაში,
ჰქონდა რონალდინიოზე მაგარი დრიბლინგი,
რონალდოზე კარგად ფლობდა ბურთს სირბილისას,
ჰქონდა ინძაგიზე მაგარი საგოლე ალღო,
ზიდანზე კარგად ხედავდა მოედანს და... საერთოდ,
ფეხბურთელის ყველა თვისებას აერთიანებდა უმაღლეს დონეზე
ამასთან, გაიტანა 1223 გოლი (თუ არ ვცდები)
გახდა სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი (პირველად 17 წლის ასაკში, ფინალში გაიტანა ორი გოლი)
მოიგო აბსოლუტურად ყველაფერი, რისი მოგებაც იმ ნაკრებით და კლუბით შეიძლებოდა
ასე რომ

და კიდევ, მოდით ნუ მეტყვით, რომ მაშინ გოლის გატანა ადვილი იყო და ახლა ფეხებს მოამტვრევდნენ და ა.შ.
იმიტომ, რომ გენია არასდროს იკარგება
რატომ ვერ ამტვრევენ ფეხებს რონალდინიოს?
გენიაა და იმიტომ, გენია იყო მარადონაც და გენია იყო პელე!