ტემპერა
პოლ, არ დაბერდე

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 55580
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05
|
#2115501 · 12 Nov 2005, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძლივს ვიპოვე ეს თემა....
სამართლიანობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ
მე არასოდეს ვიცეკვებ ძლიერთა ამა ქვეყნის დაკრულზე, არასოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ბინძური ღორები ყურებამდე ნეხვში არიან ჩაფლულნი და სხვისი სისხლით ხელს ითბობენ. მეც ასე მომექცნენ, რითაც იმედი მოუსპეს ხალხს და ყველაფერი წაართვეს ადამიანს, რომელმაც 34 წლის ასაკში შეუძლებელი გააკეთა, რათა ძველ დონეზე ეთამაშა. მის მოუვიდა თავში აზრი, რომ თითქოს კოკაინი ეფედრინით შევცვალე? მითხარით ვის? როცა ნიგერიასთან მატჩი დასრულდა, ნახევრადმკვდარი ვიყავი, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი. ბასილეს შეცვლაც კი ვთხოვე, მაგრამ მან მიპასუხა: "არა დიეგო, დარჩი, ზანგები გვავიწროებენ, დარჩი, გთხოვ!" არ ვიცი საიდან, მაგრამ მეორე სუნთქვა გამეხსნა და დავრჩი. მაგრამ, შვილებს ვფიცავარ, მინდვრიდან გასვლა მინდოდა!
მაშინ ძალიან ბევრი რამ იდო სასწორზე: მინდოდა არგენტინელებს ერთხელ და სამუდამოდ ეამაყათ იმ ნაკრებით, რომელშიც მარადონა თამაშობდა. ისე ვეხვეწებოდი ღმერთს, რომ ყველაფერი გამომსვლოდა, მაგრამ ღმერთი... ღმერთმა ან უყურადღებობა გამოიჩინა ან ძალიან დაკავებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებდა იმას, რაც ამ დინოზავრებმა - ბლატერმა, აველანჟმა და იუჰანსონმა გამიკეთეს. ისინი ყველა კუთხეში ფეარ ფლეის პრინციპებს ღაღადებდნენ, მაგრამ ერთი ადამიანი დაავიწყდათ. სარგებლის გამო არაფერი მიმიღია და არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ამერიკაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ჩავიდინე - უბრალოდ, ეს სხვა ადამიანის შეცდომა იყო...
ამერიკაში ყველა ჩემ წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, ო. ჯეი სიმპსონიც კი. ყველა ერთის წინააღმდეგ. ერთადერთი, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა, ბასილე და ჩემი პარტნიორები იყვნენ. მეტი არავინ.
ვაგრძელებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას, რადგან ეს არასოდესარის გვიან. იმედიანად ვარ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მშვიდად ძილი. მათ ხომ თავის დროზე ვიღაცამ უბრძანა: "მიხედეთ მარადონას". და მათ ბოლო მომიღეს.
მინდოდა ყველა სინჯი შემეგროვებინა (ადრე თუ გვიან ამას მაინც გავაკეთებ) და ფიფაში წავსულიყავი. თუნდაც 60 წლის ასაკში, მაგრამ მაინც მინდა იქ მისვლა, კარის წიხლით შეღება და მათთვის სიმართლის პირში მიხლა!
დიეგო ბრუნდება
"მითხარით, გეთაყვა, ვინ არის ნომერი პირველი?" დღეს და ამიერიდან მე №10 000 ვარ - დაახლოებით ასე ვუპასუხე ჟურნალისტს, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი მორიგი დაბრუნებით - ამჯერად "სევილიაში".
მაშინ მართლა ასე მეგონა, რომ რიგით მე-10 000 ფეხბურთელი ვიყავი. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან სულ ახლახან, 1992 წლის 1 ივლისს გაუვიდა ვადა არასამართლიან დისკვალიფიკაციას, რომელიც იტალიელებმა მომისაჯეს. როგორც იქნა დასრულდა 15 კოშმარული თვე, ყველაზე კოშმარული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
იტალიიდან 1991 წლის 1 აპრილს დავბრუნდი. არ გავქცეულვარ, დავბრუნდი. და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ეს თარიღი, რადგან არ ვიმსახურებდი ამ ქვეყნის დამნაშავის სტატუსით დატოვებას. იტალიელებმა გამოაცხადეს, რომ 15 თვე ვერ შევძლებდი თამაშს. მთელი 15 თვე ვერ გავაკეთებდი იმას, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი - ვერ ვითამაშებდი ფეხბურთს! ეს იყო სასტიკი და უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის მართებულობაში, მადლობა ღმერთს, დღეს ბევრს ეპარება ეჭვი.
ბუენოს აირესში დავბრუნდი, რათა ასე ნანატრი სიმშვიდე მეპოვნა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, კვლავ ომის ქარცეცხლში აღმოვჩნდი... იმ დღეებში, საკუთარი ნებით სახლში ჩავიკეტე და პირველად დავფიქრდი ფეხბურთში დაბრუნებაზე. ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი, მოვიდოდა თუ არა ვინმე ჩემს სანახავად. არ ვიცი რატომ, მაგრამ კედელს მივაჩერდი და ვგრძნობდი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდოდა. და მართლაც, კარი გაიღო და მარკოს ფრანკი შემოვიდა, რომელმაც მითხრა: "დიეგო, შენ მუნდიალზე ითამაშებ". ვუპასუხე, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, თუმცა, გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ მან არც ისე დიდი სისულელე თქვა და რომ ჩემი დაბრუნება სავსებით შესაძლებელი იყო.
9 ივლისი დიდი ზეიმი იყო ჩემთვის. ფეხბურთი ვითამაშე, ოღონდ არა მინდორზე, არამედ მინიფეხბურთის მოედანზე. 11:2 მოვიგეთ, ხოლო ჩვენი გუნდი "პარკე" მინიფეხბურთში მეტროპოლიტანოს ჩემპიონი გახდა. ეს ტიტული იმსახურებს იმას, რომ ჩემს კოლექციაში ღირსეული ადგილი დაიკავოს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე.
1991 წლის 3 აგვისტოს, დედაჩემის დაბადების დღეზე საქველმოქმედო მატჩში მივიღე მონაწილეობა. შემოსული ფული ფერნანდესის საავადმყოფოს ანგარიშზე ჩაირიცხა. "ბოკა ხუნიორსის" ხელმძღვანელობამ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ვარჯიშის უფლება მომცა. მაშინ "ბოკას" ტაბარესი ედგა სათავეში. სხვათა შორის, გუნდში ძალიან ცუდად მომექცნენ, მაბრალებდნენ, რომ ფეხბურთელებს კონცენტრირებაში ხელს ვუშლიდი, მათ ყურადღებას ვუფანტავდი და, საერთოდ, ზედმეტი ტვირთი ვიყავი. თქვენი დედა, მე ხომ ამდენი გავაკეთე "ბოკასთვის", მაშინ რატომ არ შეუძლია კლუბს დახმარების ხელი გამომიწოდოს?!
ასეა თუ ისე, იმ მატჩში ვითამაშე. ტრიბუნები გადაჭედილი იყო. ეს გახლდათ ჩემი პირველი დაბრუნება მწვანე მინდორზე. ღმერთო ჩემო, რას ვგრძნობდი მაშინ! მაყურებლებს მივმართე, რომ დაევიწყებინათ მარადონა და მხოლოდ იმაზე ეფიქრათ, რომ ეს მატჩი საავადმყოფოს დახმარებისთვის იყო ორგანიზებული. მაგრამ ფანებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდათ - დიეგო დაბრუნდა და ყველაფერი კარგად იყო.
ფიფას ჯინაზე მაინც ვითამაშებ
მინდორზე ჩემი მომდევნო გასვლა 1992 წლის აპრილით თარიღდება, ოღონდ მაშინ უფრო დრამატულად განვითარდა მოვლენები. ხუან ფუნესის საპატივცემულოდ გამართულ მატჩში ვითამაშე. ფუნესი ოდესღაც "რივერში" თამაშობდა და ექსტრაორდინალურ ფეხბურთელად ითვლებოდა, შემდეგ კი გომესის სანატორიუში მკურნალობის კურსს გადიოდა და თავისი ავადმყოფი გულის გადარჩენას ცდილობდა. ძალიან მტკივნეული იყო ამ კეთილი დათვის საწოლზე მიჯაჭვული ხილვა. ფუნესის სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, 11 იანვარს მის საწოლთან ვიჯექი. ხუანმა დამიძახა და მითხრა, რომ ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. ისიც გამანდო, რომ მთელი ცხოვრება წითელ "მერსედესზე" ოცნებობდა. მე ის დავაწყნარე: "ხუან, არ ინერვიულო, მე მყავს ნაცნობები, რომელიც წითელ "მერსს" მოგიგორებენ". და ცოტა ხანში გარდაიცვალა, პირდაპირ ხელებში ჩამაკვდა.
მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიცირებული ვიყავი, ამ მომენტიდან მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩზე დავიწყე ფიქრი. ეს შეხვედრა ფიფას ეგიდით არ იმართებოდა. კარგად ვიცოდი, რომ თუ ამ მატჩში ვითამაშებდი, ტრიბუნებზე გაცილებით მეტი ხალხი მოვიდოდა, შესაბამისად, მეტი ფული შემოვიდოდა, რომელიც ფუნესის ოჯახს დაეხმარებოდა.
როცა მატჩის ჩასატარებლად ყველაფერი მზად იყო, ერთი დღით ადრე, 15 აპრილს იმ დაწყევლილი ფიფადან ფაქსი მოვიდა. გეფიცებით, თავიდან ვერც კი დავიჯერე, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო, მართალია სულელური, მაგრამ მაინც ხუმრობა. იმ ფაქსში, რომელიც ხულიო გრონდონას სახელზე იყო გამოგზავნილი ეწერა, რომ ფიფასთვის ცნობილია ამ მატჩში მარადონას მონაწილეობის განზრახვა. წერილი კი შემდეგი მუქარით სრულდებოდა: "ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც გარდაცვლილი მოთამაშის ოჯახის საკეთილდღეოდ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მოთამაშეებთან ერთად მარადონას მინდორზე ყოფნა ფიფას მკაცრ სანქციებს გამოიწვევს". უკვე მერამდენედ მაგრძნობინეს, რომ დამნაშავე ვიყავი. ფრანკის ვუთხარი: "კარგი მარკოს, გრონდონას გადაეცი, რომ არ ინერვიულოს, თორემ, ალბათ, შარვალში ჩაისვრის. არ ვითამაშებ. ოღონდ ისიც გადაეცი, ასე იმიტომ ვიქცევი, რომ არ მინდა დანარჩენ მოთამაშეებს ცხოვრება გავურთულო და არა იმიტომ, რომ ასე სურს ჩვენს ფედერაციასა და ფიფას. მიდი გაიქეცი და უთხარი."
ამასობაში, საქმეში ფეხბურთელები ჩაერივნენ. რუჯერიმ გრონდონას მიმართა, რათა ჩემთვის თამაშის უფლება მოეცათ. გრონდონამ ხელი აიქნია, თითქოს ბუზს იშორებსო, თუმცა მოგვიანებით ჩემთვის ამ საქციელისთვის ახსნა-განმარტების მოცემა მოინდომა. თავდაპირველად რუჯერის უთხრა, რომ არაფრის დიდებით არ მომცემს თამაშის საშუალებას, შემდეგ ფუნესის სანატორიუმში მკურნალობის ხარჯების დასაფარად 50 ათასი დოლარის გამოყოფას დაგვპირდა. გარდა ამისა, გრონდონამ მატჩის ივნისში გადატანაზეც ჩამოაგდო სიტყვა, როცა ჩემს დისკვალიფიკაციას ვადა ექნებოდა გასული. აუდიენციის ბოლოს კი, ასე დაემშვიდობდა რუჯერის: "დიეგოს თამაშის უფლება არ აქვს. თუ ის ამას გააკეთებს, ცუდ დღეში ჩავარდება და შედეგების გამოსწორება თავად მოუწევს."
რუჯერი სასტუმროში დაბრუნდა. იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მატჩში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, სულ 41 მოთამაშე. როცა მან გრონდონასთან შეხვედრის დეტალები მოგვიყვა, ნავარო მონტოიამ გამოაცხადა: "დიეგო, ვალდებული ხარ ითამაშო, რაც არ უნდა მოხდეს, მინდორზე უნდა გახვიდე". თუ აქამდე კრინტი არ დამიძრავს, ამჯერად ვეღარ მოვითმინე: "
|