მაგარი ამბები ყოფილა აქ.. რას ჭამთ ერთმანეთს? როდის გაიზრდებით..
ფაქტი სახეზეა, საფრანგეთიც და იტალიაც წელს ჩავარდნენ.. იტალია ასეთი სუსტი არასდროს მინახავს, აი საფრანგეთი კი სუსტი კი არ აღმოჩნდა ჰოლანდიასთან - უბრალოდ ჰოლანდიამ ძალიან კარგად ააწყო თამაში და აჯობა, თორემ კარგად უყურეთ პირველ ტაიმს, სწრაფი გოლის შემდეგ საფრანგეთმა დაბომბა ჰოლანდია, უბრალოდ ვერ უტანდნენ.. მეორე ტაიმში კი სამი კონტრშეტევა და სამივე შეუგდეს.
საფრანგეთს მეტი მომენტი ქონდა, არ გაუმართლათ - ვერ გამოიყენეს.
რიბერი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მთელს ენერგიას ხარჯავს თამაშის დროს - მაგრამ მარტო ვერც ზიდანი ვერაფერს გახდებოდა, უნდა აწყონ ერთმანეთს. რაც შეეხება დომენეკს არის სუფთა სირი - სულ არ ცვლის გუნდს, თეთრების და შავების საკითხი არა მგონია იყოს, მაგრამ მექსესი კარგი ფეხბურთელია - ლიონის მცველი რევეიერი (იმედია ქართულად ასე ჰქვია) საერთოდ არა ჰყავს..
რაც 98 წელს ჰყავდა ის ჰყავს დღესაც, ახალგაზრდებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და ააწყოს თამაში.
მაკელელე კი არის კარგი დღესაც, მაგრამ.. ისეთი ვღარ არის, როგორიც ადრე.. ვიეირა აკლიათ.. ბენზემა ვერ ვიხილეთ, ვერც ბენ არფა..
ერთი სიტყვით მწვრთნელზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი და, ძალიან თავისებური კაცია.. თესლი კაცია.. და მხოლოდ მისი ბრალი იქნება თუ ვერ გავა საფრანგეთი, თუმცა ყველაფერი ჰოლანდიაზეა დამოკიდებული. წესით უნდა მოიგოს ჰოლანდიამ და დაამტკიცოს რომ ძალიან მაგარია.. აი საფრანგეთი კი იტალიას გახევს, დღეს.. საფრანგეთის ნაკრები ბევრად ჯობია.
-
მაგარი ჯახი გველის დღეს საღამოს..
და საფრანგეთის გულშემატკივრებო: Viva France რატომ გიწერიათ, ან რატომ წერთ ასე? დაწერეთ Vive la France ან Viva la Francia
This post has been edited by რუსთაველი on 17 Jun 2008, 12:17