ეგ ზანგია ზუსტად ჰარვი შილდსი.
ვალენსიას მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა პატერნას საწვრთნელი ცენტრის პრეს-დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.
მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საერთაშორისო ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან გადაღლილები უბრუნდებიან გუნდს. მათი ფორმა აშკარად არშეესაბამება მის მოთხოვნებნს.
ის განსაკუთრებით შეეხო არგენტინელ და ურუგვაელ ლეგიონერებს, რომელთაც დაძაბული სანაკრებო მატჩების გარდა ხანგრძლივი მომქანცველი მგზავრობაც ნეგატიურ დაღს ასვამს.
ესპანელები და პორტუგალიერები შედარებით უკეთეს კონდიციებში უბრუნდებიან გუნდს, თუმცაღა მათი კონდიციებიც არ არის სახარბიელო.
გუნდს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებიდან 13 ფეხბურთელი დაუბრუნდა.
კიკემ ისაუბრა ტრავმირებული ფეხბურთელების პრობლემაზეც. მან განაცხადა, რომ ძალ;იან ძნელია ისეთი გუნდის მართვა,რომლის რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე ერთდროულად რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.
მიუხედავად ამისა, კიკეს თქმით მალაგასთან გუნდი მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა და ნებისმიერი სხვა შედეგი შიდასაკლუბო სანქციებით დაისჯება.
ფლორესმა განაცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დიდ ცლილებებს არ აპირებს. მისი თქმით ვეღარ ითამაშებს მხოლოდ ის, ვონც საკუთარი შესაძლებლობები ვარჯიშებზე სრულად ვერ გამოავლინა ამ 2 კვირის განმავლობაში.
კიკეს თქმით, მათი მოწინააღმდეგე მალაგა იქნება და არა მატჩის არბიტრი. მისი აზრით, ვალენსია იმ დონის გუნდია, რომ მიუხედავად მსაჯების ამაზრზენი ქმედებებისა, მაინც უნდა შესძლოს მალაგას წინააღმდეგობის დაძლევა და ჩახშობა.
სანჩეს-ფლორესი იმედს გამოთქვამს, რომ მალაგასთან მატჩში მსაჯობა ხეტაფესთან მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
კიკე მალაგას დადებითად აფასებს. ის ამბობს, რომ მალაგა სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რმელსაც მშვენიერი მწვრთნელი წვრთნის. ეს გუნდი სტუმრად გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე შინ. (!) ვალენსიას დიდი ძალისხმევა დასჭირდება მათი ენთუზიზმის ჩასახშობად.
მიმაგრებული სურათი