გილოცავთ ღამურებო ბრწყინვალე გამარჯვებას!!!
ძველი დრო გამახსენდა, რომელიც ბიძია რაფასთან ერთად გავატარეთ, ეჰჰჰ

ნება მომეცით ჩემი აზრი ფართოდ გამოვხატო და თითოეული ფეხბურთელის ნაქნარი მიმოვიხილო... თუმცა, ჯერ ამპლუები
მეკარე - კანისარესი (8 ქულა ათბალიანი სისტემით) - კარგად იდგა და გოლი მაგის ბრალი არ იყო, დროც კარგად გაჰყავდა და ჩანდა, რომ მონდომებული გახლდათ
მცველები - კანეირა (7), მარჩენა(6), აიალა(4), მორეტი(7), კარბონი(10 - NO COMMENT) - ფლანგებზე ბიჭები შესანიშნავად ბურთაობდნენ, აი ცენტრში კი ცოტას ატრაკებდნენ. განსაკუთრებით არ მომეწონა აიალა, რომელმაც რამდენიმე პოზიციური შეცდომა დაუშვა და იმ რობინიოს ძალიან ბევრს აბლატავებდა. რატომღაც

მორეტიმ კარგად ითამაშა, კარბონიმ კი იმიტომ დაიმსახურა ასეთი შეფასება, რომ მინდორზე გამოვიდა (40 წელზე მეტისაა).
ნახევარმცველები - ალბელდა (7), ბარახა(8), ანგულო(6), ვისენტე(7), აურელიო(შ.გ), აიმარი(9), ვიანა(შ.გ) - ნახევარდაცვა შესანიშნავი იყო. ბოლოს ასე მაშინ უბერავდნენ ბიჭები, როდესაც მათთან ბენიტესი იყო. ვისენტეს ეტყობოდა მონდომება, თუმცა ძალიან ბევრ ეპიზოდში პასს აგვიანებდა, რაც შეტევებს აფერხებდა. კაპიტანმა და ბარახამ ჯეელობა გაიხსენეს და ცენტრში ბატონ-პატრონობდნენ. აიმარს 10-იანი იმიტომ არ დავუწერე, რომ გოლი არ გაუტანია

. აურელიოსა და ვიანას შეფასებისგან თავი შევიკავე.
თავდასხმა - ვილია(9) - ეს კაცი წინაც იყო, უკანაც, მარჯვნივაც და მარცხნივაც

ერთი სიტყვით - მაგარია! გატანილი პენალტით კემპესის რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ შვიდ ნათამაშებ შეხვედრაში შეაგდო. სხვათაშორის, კარიერის მანძილზე, ვილიას პენალტი არ გაუმაზია - 11-დან 11 გოლი.
მწვრთნელი - სანჩეს ფლორესი(9) - ეს ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება!..
აბა მაგრად, თავს აღარ მოგაწყენთ

P.S. ვალენსიელს დაგვიანებით მინდა მივულოცო დაბადების დღე და ყველაფერი კარგი ვუსურვო. მხოლოდ და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ გქონდა, პრასტი ბრატ

...
Потрите мне спинку, пожалуйста... Ну что, вам трудно что ли?..