ძალიან მაგრად მასიამოვნეს ბიჭებმა.
მატჩი იმით დაიწყო, რომ დიდი ფეხბურტიდან გააცილეს მესტალიას ჯილა ხუან სანჩესი

გუნდი გუნდს გავდა. საჩემპიონო თამაში ითამაშეს

ყველამ კარგად გაართვა მოვალეობას თავი.
კიკე ფლორესი - თამაში მისი მოგებულია. ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია. აიმარიც მეორე ტაიმში გამოუშვა კურაჟზე. 61-ეწუთისთვის, როცა მიხვდა, რომ მის ტაქტიკას ალღო აუღეს სელტას მცველებმა, უმაგრესი ცვლილება გააკეთა: ანგულო გამოიყვანა უგო ვიანას ნაცვლად. ამან შემდეგი ცვლილებები მოიტანა: ვისენტემ, რმოელიც მანამდე მთელი 1 საათი მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მარცხნივ გადმოიწია. მანამდე მემარცხენე აურელიო ცენტრში აიწია, მარჯვენა ფლანგი კი ანგულომ ჩაიბარა. ამან ძალიან დააბნია სელტელები. სამივე შეცვლა დროული გააკეთა კიკემ.
სანტიაგო კანისარესი - ძველებურად საიმედო იყო გამოსვლებზე. მართალია, ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ პირველ ტაიმში ერთი ნორმალური ბურთი აიღო.
მიგელი - პირველ ტაიმში ერტერთი საუკეთესო იყო. ხონატანს სისხლს უშრობდა და შეტევებსიც აქტიურად ერტვებოდა. კარგად გამოჩნდა მისი დახვეწილი ტექნიკა, როცა 1-2 კაცს თავისუფლად ატყუებდა ყოველთვის. მეორე ტაიმის შუაწელში უკვე ცოტა დარლა შეეტყო,მაგრამ მაინც ღირსეულად ჩაამთავრა მატჩი
ალბიოლი - თითქოს სეუმჩნეველი იყო მოედანზე, მაგრამ დიდი შავი სამუშაო გასწია. ყოველთვის ერთვებოდა კუთხურებზე და ჩვენს კართან კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთებიც ხშირად მისი ნადავლი ხდებოდა.
აიალა - ძალიან მაგრად, მაგრამ ცოტა უხეშად ითამაშა. აჩვენა ამ კაცმა, რომ კარგად თავით თამაშისთვის სმიაღლე არ არის ყველაზე აუცილებელი კომპონენტი. სასწაული ნახტომი აქვს. ერთხელ გატანის კარგი შანსიც ჰქონდა.
მორეტი - იდეალური იყო. ნუნიესი მოედნიდან გააქრო
ალბელდა - ვერ იყო იდეალური, მაგრამ კარგად იკაპიტნა. ტაქტიკური ფოლების უმრავლესობა მაგაზე მოდიოდა. ეგ არის ცუდი, რომ ბურთს კარგავდა ხშირად. თავის დიდ კოლექციაში კიდევ ერთი ყვითელი ბარათიც მიამატა
ვისენტე - პირველი 1 საათი მარჯვნივ ითამაშა და ნორმალურადაც, მაგრამ ბოლო ნახევარ საატში მშობლიურ მარცხენა ფლანგზე გადმოსვლის შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და სისხლი გაუშრო მცველებს. აურელიომ გოლი ვისენტეს საგოლე ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.
უგო ვიანა - ნორმალურად ითამაშა. თავი არ დაუზოგავს. თუმცა ვერაფრით გამოირჩა
ფაბიო აურელიო - არ მინდა, რომ ეს კაცი მანჩესტერში გადავიდეს. ძალიან კარგად ითამაშა გუშინ. ყოველთვის ორიგინალურ გამოსავალს პოულობდა. ერთხელ. ლამის კუთხურის ალმიდან ყუმბარასავით დაურტყა პინტოს. პინტოს ხელიდან დაუვარდა, მაგრამ მისტამ მერე ცარიელ კარებში წაქცეულ პინტოს გაარტყა მაინცდამაინც

გოლი ფაბიომ ვისენტეს ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. მცველების პოზიციური შეცდომა იყო და მეკარეც საპირისპირო მოძრაობაზე დაიჭირა. ყოჩაღ, ფაბიო!
დავიდ ვილა - ვილას უკვე ვთვლი სუპერვარსკვლავად. მაგარი იყო. გოლიც ჩვეულ სტილში გაიტანა, მცველებს ძალისმიერი ბრძოლა მოუგო და ერთიერთზე გასულმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ყველა ვიტარებაში ცდილობდა კარში დაერტყა და კარგადაც გამოსდიოდა. მოწინაარმდეგე გუნდში ერთერთი საუკეთესო მეკარე პინტუ იყო. ის რომ არა გაცილებით დიდი ანგარიში იქნებოდა.
მისტა - 1 ტაიმი ითამაშა მხოლოდ. მე მომეწონა. მის ძველ თამაშებს სჯობდა. აი ის ადსანანი გოლი რო გაეტანა ცარიელ კარში ორმაგად კარგი იქნებოდა
აიმარი - მეორე ტაიმში მოედანზე ცეცხლი დაანთო. პატარაა, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლებს სერხიოსხელა გიგანტებთანაც კი არ ერიდება. რამოდენიმეჯერ ფენომენალურად დაარტყა კარში, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.
ანგულო - მისი მოედანზე გამოშვება იყო მატჩის გარდამტეხი მომენტი. მარჯვენა ფლანგზე იბატონა. საგოლე პასიც გაუკეთა ვილას, სახიფათო ჩაწოდებებიც აკეთა და თვითონაც ურტყა კარში. ყოჩაღ მიგელ
კლუვერტი - დრო ცოტა ჰქონდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ენთუზიაზმი. ცდილობდა. ერთხელ ასპროცენტიანი პენალტიც მოინადირა, მაგრამ რატომრაც მსაჯმა გაჩუმება ამჯობინა.
იმედია, ასეთ ფორმას ბოლომდე შეინაჩუნებენ ბიჭები

ესეც გუშინდელი თამაშის გოლები:
http://www.valenciacf.es/vr/Goles/051126-V...GOL-VILLA-1.wmvhttp://www.valenciacf.es/vr/Goles/051126-V...GOL-FABIO-1.wmv
მიმაგრებული სურათი