ნესტახო მაგ საიტიდან ვბეჭდავ!
არ ვიცი რა ფონტია ნოუტპადში ავკრიფე მერე აქ დავკოპირე და ინგლისური ასოებით დაიწერა! დავწირე მარცხნივ რომ წერის აბგ--->აბგ-ს და ესე დაიწერა.

აა კიდო ინფო
ნაციონალური ნაკრები
1991 წლის 27 მარტს იყო ბატისტუტას დებიუტი ნაციონალურ ნაკრებში. ეს იყო ამხანაგური
მატჩი "კურიტიბას" სტადიონზე ბრაზილიის წინააღმდეგ.
პირველი გამარჟვება დაუვიწყარია.გაბრიელმა მოიგო "კპა ამერიკა" 1991 წელს . ის გახდა
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, გაიტანა 6-გოლი.
1994 წლის ჩემპიონატში ბატისტუტა და ბალბო კომპანიონობას უწევდნენ ისეთ ვარსკვლავებს
როგორენიც არია მარადონა და კანიჟა. ამ სეზონში მარადონასთან დაკავშირებული სკანდალის
გამო რუმინეთი იგებს მატჩს 3-2 და "თეთრ-ცისფერებს" ტოვებს ბორტის მიღმა.
1998 წელს ბატისტუტა უსწრებს მარადონას გატანილი გოლების რაოდენობით.1998 წელს
არგენტინა არ ბრწყინავდა, მაგრამ მაინც აჩვენებდა არც თუ ისე ცუდ თამაშებს.ბატიმ 5-გოლი
გაიტანა მთელი ტურნირის განმავლობაში. პოლონეთთან მატჩის დროს პასარელამ ბატის სეცვალა
კრესპოთი რომელმაც ვერ შეძლო არგენტინელების რიცხვითი უპირატესობის გამოყენება.
1999 წელს "კოპა ამერიკიდან" არგენტინა ისევ გამოვარდა ბრაზილიასთან წაგების გამო.
2002 წელს ბატისტუტა ახარებდა თავისი გოლებით გულშემატკივარს.
* * *
ააა კოდო და მოვრჩი
საკლუბო კარიერა
როგორც ყოველ მოთამაშეს, ასევე ბატი – გოლის კარიერის დასაწყისი არ იყო იოლი. 1988 წელს მან ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს ნუეზლ ოლდ ბოიზ – თან,წელიწადში 20 000 დოლარის ფასად. მოგვიანებით ის მიცემული იქნა არენდით დეპორტივო იტალიანოსში ბუენოს – აირესიდან.
“ელ კამიონი” (ესპანურიდან – სატვირთო, თვითმავალი), ახალი მეტსახელი ბატისტუტასი, რომელიც მას მისი ძალისათვის მიენიჭა. 1989 წლის ივნისში ის იყიდა რივერ პლეიტმა, რომელსაც იმ პერიოდში წრთვნიდა რეინალდო მერლო. გუნდის შეცვლა ყოველთვის ყველაფრის ახლიდან დაწყებას ნიშნავს. გაბრიელმა დაიწყო ნულიდან და გაიტანა 17 თამაშში 4 გოლი, შემდეგ მერლოს შემცვლელად მოვიდა პასსარელლა, რომელთანაც ურთიერთგაგება ძალიან ძნელი მისაღწევი იყო.
ბატი არ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და არავითარი საქციელი ფორვარდისა არ იძლეოდა დადებით რეზულტატს. მას არ უთამაშია არცერთი მატჩი დიდი დროის განმავლობაში. ივნისში გაბრიელმა დატოვა რივერი და ბოკაში გადავიდა. ახალ კლუბში თავიდან არაფერი გამოსდიოდა. 1991 წლის იანვარში კლუბში მოვიდა ოსკარ ტაბრესო, გუნდი გარდაიქმნა. ახალმა მწვრთნელმა იცოდა ბოკას გარდაქმნა გამარჟვებულ გუნდად.
95/96 წლების სეზონში ფიორენტინა გადის III ადგილზე სერია A – ში და ღებულობს უეფას თასს, თამაშის შემდეგ ტიფოზები გამოვარდნენ მოედანზე, ისინი თასის აღებას კი არ ზეიმობდნენ, არამედ ულოცავდნენ თავიანთ კუმირს ბატი – გოლს. ეს სეზონი იმით იყო ცნობილი, რომ ბატი – გოლმა თავისი მე – 100 მატჩი ჩაატარა სერია A - ში, ხოლო თავის 101 – ე მატჩს ბატი მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს. ფიორენტინა ხვდებოდა სახლში ლაციოს, მოიგო ანგარიშით 2 – 0, ორივე გოლი გაიტანა ბატისტუტამ, ხოლო მატჩის დამთავრების შემდეგ ტიფოზებმა დაუდგეს მას ბრონზეს სტატუია, მას აგრეთვე ანიჭებენ ფლორენციის საპატიო მოქალაქის ტიტულს, ის ხდება ქალაქის ცოცხალი სიმბოლო. 97/98 წლების სეზონში ბატიმ გაიტანა თავისი მე – 100 გოლი სერია A A – ში.
98/99 წლების სეზონი ყველაზე კარგი იყო ფლორენციის კლუბისთვის. კარგად მუშაობდა ბატისტუტა – ედმუნდოს კავშირი, მათ წინ ვერავინ უდგებოდა, მაგრამ ედმუნდოს შეექმნა პრობლემები 4 წლის წინანდელი ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, ამიტომ მთელი იმედი გახდა ბატისტუტა რუი კოშტას კავშირი, მაგრამ 1999 წლის 7 თებერვალს ბატისტუტა იღებს თავის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე დიდ ტრამვას და 5 კვირით გადის თამაშებიდან.
2000 წლის 14 მაისს ბატი აკეთებს ჰეთ – თრიკს იების კარში. ეს იყო მისი ბოლო თამაში და ბოლო გოლი ფიორენტინის ფორმით.
გატანილი გოლების რაოდენობით ბატიმ გაუსწრო შვედების ფორვარდს კურტ ხამრინს.