იანვარში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება ლაციოში(იმედია სასიკეთოდ). უდინეზესთან 0:3 წაგების მერე მიმო კასო დაითხოვეს , ისე მაგას არც ისე ეწერა დიდი დღე გუნდში. რამოდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი , ტიფოზები ძოფის მხარეზე იხრებიან , მაგრამ თვითონ ძოფმა როგორც ვიცი უარი თქვა, .
სეზონის დაწყებამდე ცნობილი იყო ჩემთვისაც და ალბათ ყველა ფანისთვისაც რომ ეს წელი მძიმე იქნებოდა, მაგრამ ასეთ არეულ-დარეულ და სუსტ ლაციოს მართლა ვერ წარმოვიდგენდი,. მართალია კლუბი გაბანკროტებას ბეწვზე გადაურჩა, (რაც იტალიური კლუბებისთვის სულაც არ არის უცხო 'ხილი' , მაგალითისათვის გამოდგება იგივე ერთ დროს მრისხანე ნაპოლი, ან ფიორენტინა) , ფინანსური კრიზისი, და ა.შ. თავზესაყრელი პრობლემებია, მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ რომის ნომერ პირველი გუნდი წელს ლიგის საგზურისათვის მოახერხებდა ბრძოლას. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის რომ ის 'სულისკვეთება' რომელიც ყოვეთვის ახასიათებდა გუნდს სადღაც გაქრა.
მაგრად მახსოვს როგორ ველოდებოდი ამ სეზონის დაწყებას რომ მენახა როგორ 'გამოიყურებოდა' ჩემი გადარჩენილი ლაციო. სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გასვლაზე სამპდორიასთან დაახლოებით ესეთი იყო : --
პირველი ტაიმის დაახლოებით 30-35 წუთზე სამოდორიას მეკარემ წააქცია ინძაგი, რომელიც დიკანიომ ბურთის ერთი შეხებით პირისპირ გაიყვანა . ამას მოყვა მეკარის გაძევება და პენალტი. პენალტი დიკანიომ გაიტანა . მერე კი ვნახე ის უსახური თამაში რომელიც ლაციომ აჩვენა იმ დღეს . მართალია ეს თამაში ლაციომ მოიგო , მაგრამ ესეთი თამაშით რა სეზონი ელოდებოდა გუნდს ჩემთვის მაშინვე ნათელი იყო.
SAMPDORIA 0 : 1 SSLAZIO .
მას შემდეგ არაერთი უსახური თამაში აჩვენა გუნდმა კაზოს თავკაცობით, განსხვავება ის იყო რომ ის პირველი თამაში მაშინ მოვიგეთ, დანარჩენები (უმრავლესობა) წავაგეთ. გუნდი გამოვარდა უეფას გათამაშებიდან და სერია "ა" -შიც გასავარდნ ზონასთან იმყოფება

. კასოს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში;, - მოთამაშეებს არასწორ პოზიციაზე ათამაშებდა, დიკანიოს არ აძლევდა თამაშის საშუალებას და ყველაზე უარესი ,,,, -- გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა, გუნდს, რომელიც ყოველთვის superშემტევ ფეხბურთს თამაშობდა . მიუხედავად ამისა , არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს დააბრალო. ჩემი აზრით ამაში ბრალი ყველას მიუძღვის გუნდის მასაჟისტიდან დაწყებული კლაუდიო ლოტიტოთი დამთავრებული. ლოტიტომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა : - გუნდი გადაარჩირნა, 104 წლის დიდი ისტორიის მქონე, მარადიული ქალაქის N1 გუნდი , ... SSLAZIO1900. ,,,
გუნდში მოიყვანა უდიდესი ლაციალე, ახალგაზრდობაში IRRIDUCIBILI , დიდი PAOLO DI CANIO . დიკანიოს 1990 წლის მერე არ უთამაშია ლაციოში , ანუ მას შემდეგ რაც ლაციოს მაშინდელმა დედამო&%ნულმა პრეზიდენტმა (სამწუხაროდ გვარი არ მახსენდება ეხლა) იძულებით გაყიდა იუვეში. ეხლა კი, მთელი 14 წლის მერე საბედნიეროდ მოხერხდა პაოლოს ლაციოში დაბრუნება, რაშიც დიდი წვლილი თვითონ დიკანიოს მიუძღვის,....... თუნდაც ეს ფაქტი რამდენზე მეტყველებს - პაოლოს ხელფასი ჩარლტონში 900 000 ფუნტი სტერლინგი იყო ხოლო ლაციოში 250 000 ევრო აქვს, და სულაც მზად იყო ხელფასის გარეშეც ეთამაშა იმდენად დიდი იყო მისი სურვილი თავის საყვარელ SSLAZIO - ში დაბრუნებულიყო.
6 იანვარს მსოფლიოში ნომერ პირველი დერბი გაიმართება, ნომერ პირველი ქალაქის ნომერ პირველი გუნდი მერდას წინააღმდეგ, ანუ SSLAZIO1900 VS RIOMA1927MERDA. სიმართლეს ვიტყვი და ძალიან ვნერვიულობ , ისეთი ცუდი ატმოსფეროა გუნდში და მთლიანად კლუბში რომ ......... როგორ ითამაშებს 6-ში ჩემი ლაციო ..???
SEMPRE E SOLO - FORZA LAZIO !