რომის ლაციოს პრეზიდეტს კლაუდიო ლოტიტოს გადაწყვეტილი აქვს ააგოს ახალი სტადიონი და აღარ გაიყოს არენა თავის საძულველ მტერთან რომასთან, გარდა ამისა შეიძლება ამით რომას პრობლემებიც შეექმნას, რაგდან გაუჭირდება მარტოს სტადიონის საკმაოდ დიდი არენდის გადახდა.
სტადიონის პროექტის ღირებულება 120 მილიონი ევროა და სუპერ თანამედროვე დიზაინით შენდება.
ტევადობა სავარაუდოდ 40-50 ათასი კაცი იქნება.
ეს არ იქნება მარტო საფეხბურთო სტადიონი, ეს იქნება უნიკალური კომპლექსი, მის ირგვლივ აიგება კინოთეატრები, რესტორნები, სასტუმროები, გასართობი კომპლექსები.
ლოტიტო ჭკვიანი კაცია და ეტყობა ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი და ამ 120 მილიონიდან უმეტესობა სწორედ მისი ფული დაიხარჯება.
ერთადერთი პრობლემა ჯერ-ჯერობით არის ის რომ, ვერ ხერხდება მილაპარაკება რომის მერიასთან ადგილის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ იმედია მალე ყველაფერი მოგვარდება.
ასე რომ დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ლაციოს ულტრა თანამედროვე სტადიონი ექნება, უნიკალური კომპლექსებით, რომლის ანალოგიური არცერთ გუნდს არა აქვს.
აგერ მომავალი სტადიონის სურათები.
აი ასეთი უნდა იყოს.
მიმაგრებული სურათი