სერიოზული გუნდების გულშემატკივრებს ყოველთვის სერიოზული იმედები აქვთ.
ისე, როდესაც მარტო ერთ გუნდს აქვს რაიმე დასაკარგი, საოცარი ამბები ხდება ხოლმე ზოგჯერ. რაც მთავარია, ისეთი ზედმეტი სიფრტხილე არ იყოს, როგორც პირველ თამაშში, თორემ როგორც ვნახეთ, საბოლოო ჯამში მაინც ბევრი არაფერი გამოვა ასე. კილენი კი ნამდვილად არ არის საჭირო (მთლად ასე ცუდადაც არ გვაქვს საქმე), მაგრამ ყველაზე ცოტა 2 სუფთა თამდამსხმელი კი აუცილებელია...უფრო ისევ მაკდონალდ-ფორტუნეს კომბინაცია, როგორც წინა შაბათს, თან მალონი, ბრაუნი და მაკგიდი ყოველთვის ჩაერთვებიან შეტევებში. ერთი ეს arseბი ხოშიანად შევაშინოთ, მეტი არაფერი მინდა... როგორც მეზობლად ამბობენ ხოლმე, "უმირაწ, ტაკ ს მუზიკოი".
მე და მეუღლე კალათბურთის შემდეგ ჰანგარში წავალთ (ირლანდიური ბარი ანჩისხატის გვერდით), სადაც სიმპატიური პატრონი და სელტიკის ფანი ჩვენი სახელოვანი გუნდის ყველა თამაშს გვაყურებინებს ხოლმე. ასე რომ, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ და არ გეზარებათ, შემოგვიერთდით, აქაური სელტების გაცნობა ყოველთვის გაგვიხარდება. ფანკლუბზეც კი გვქონდა ლაპარაკი (ნამდვილზე, და არა იმ გაგებით, აქ თემებს რასაც არქმევენ), ასე რომ თუ აქ ვინმე დაინტერესებული იქნებოდა, შემატყობინეთ PM-ით.
Keep The Faith