სერხიო აგერო, არგენტინელი ვუნდერკინდი
ცოტა ხნის წინ საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ძალიან ნიჭიერი ახალაგაზრდა ფეხბურთელი ლეო მესი. იგი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი, მაგრამ არგენტინულ კლუბ "ინდეპენდიენტე"-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი არგენტინელი ბიჭი თამაშობს თამაშობს,
სერხიო აგერო. ის და მესი ერთად თამაშობდნენ არგენტინის ახალგაზრდა ნაკრებში. აგერო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია თითქმის თამაში არ გავა ისე რომ გოლი არ გაიტანოს. არადა მისი ასაკი სულ რაღაც 17 წელია. იგი ძალიან აქო არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა პეკერმანმა. "ეს ბიჭი ჩემს თვალწინ იზრდებოდა და დარწმუნებული ვარ მის ნიჭიერებაში. იგი უდაოდ დიდი ფეხბურთელი გაიზრდება. იგი ჯერ სულ რაღაც 17 წლისაა და 1 სეზონია რაც არგენტინის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, მაგრამ მის თამაშს რომ უყუროთ იფიქრებთ რომ 17 წლის ბიჭი კი არა რომელიმე გრანდში ნათამაშები გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობსო "- განაცხადა პეკერმანმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ აგეროს ორი ესპანური გრანდი "რეალი" და "ბარსელონა" აკვირდება.
ცნობისთვის აგერომ გუშინაც მოახერხა გოლის გატანა. მართალია მისმა გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 1-2 დათმო, მაგრამ სერხიომ 75 თერთმეტმეტრიანი დარტყმით მაინც მოახერხა თავისი გოლის გატანა.
Independiente [1 - 2] Banfield
29' [0 - 1] J. Sand
66' [0 - 2] M.A. Galarza
75' [1 - 2] S. Agüero (pen.)Copyright © 1998-2006 LiveScore.com
© [URL=http://www.superfootball.ge]Superfootball.ge[/UR
მიმაგრებული სურათი