მომილოცავს დამსახურებული მოგება
კლასიკურად წავაგეთ და არა რო ლივერპულმა მოიგო.
ჩვენთვითონვე ვართ ამ წაგებაში დამნაშავეები.
მე4 წუთზე მართლაც რო შედევრალური პასით გავიტანეთ. ბერბატოვის პასი რომ იყო ეს კიდევ უფრო კარგის მანიშნებელი იყო. რაღაც მომენტში გამახსენდა 2003-2004-2005 წლის მანჩესტერი.
პირველ 10-15 წუთში რო გაგვქონდა დაგინებულივით და მერე ასეთი მატჩების 90% რო ვიგებდით.
არ გამოვიდა.
ნუ არ გამოვიდა რატომ ყველამ ნახეთ. ვან დერ საარის აშკარა და დამღუპველი შეცდომის გამო.
როგორც ვთქვი დიდი ფეხბურთელების შეცდომები ძვირად ფასობს. ასეც მოხდა.
პრინციპში ლოგიკური იყო რო ლივერპულმა მოიგო. და რატო...
როცა ხარ ლივერპული, ასეთი საკმაოდ კარგი შემადგენლობით, აშკარა ამბიციით ჩემპიონობაზე, ასეთი პრინციპულ შეხვედრაში როცა 7 თამაშია აგებ ისტორიულ მოწნააღმდეგესთან.... უნდა მოეგოთ! სხვანაირად არც შეიძლებოდა.
გავუშვით აბსოლუტურად იდიოტური ბურთი. აწყობილი და საკმაოდ კარგად დაგეგმილი სტრატეგია სულ ჩაიშალა.
ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იმოქმედა ამ შემთხვევებში როგორ ყოველთვის არის ხოლმე.
იგებდი ყველა კომპონენტში და უცბათ წააგე ყველა კომპონენტში.
არ დავიწყებ მიზეზებს ჩვენ რა კონდიციებში ვართ და ასე შემდეგ, ეს ამ წაგების მიზეზებში აბსოლუტურად ბოლო ადგილზე დგას.
წავაგეთ იმიტომ რო ფებურთელები გატყდნენ. ყველანი ერთად.
მეორე გოლამეც 2-3 ბურთის დაკიდება რომ გაჩარხა ლივერპულმა აშკარა იყო რო შტურმს გავდა და ჩვენს ამის საშუალება მივეცით.
4-3-3 -ით ვთამაშობდით და ავტო გოლი რომ არა ძალიან თავისუფლად მივიყვანდით მატჩს მოგებამდე. იქნებოდა შეცვლები ლივერის მხრიდანაც შემოვიდოდნენ ისინი ვინც შემოვიდნენ მაგრამ არც ჩვენ დავაკლებდით დამცველი ფეხბურთელების გამოყვანას.
მანჩესტერის წაგება იყო კლასიკური.
ლივერპულის მოგება იყო ლოგიკური და დამსახურებული განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
რაც შეეხება საშიშროებებს. ამ დამარცხებამ არ უნდა იმოქმედოს გუნდზე ისე ძალიან რო გამოიწვიოს მსგავსი უარყოფითი შედეგები ვილეარეალთან და ჩელსისთან რადგან ამას შეიძლება შეეწიროს ძალიან ბევრი რამ ამ სეზონში.
ლივერპულს კი ვუსურვებ ლამაზ ფეხბურთს და დამსახურებულ მოგებებს. იმაზე უფრო ძლიერ მოგებებს ვიდრე დღევანდელი იყო.
This post has been edited by Le Roi on 13 Sep 2008, 18:21