რუნი: "ბედნიერი ვიქნები, თუ რონალდო მჩ 2010-ზე ვერ გავა"
ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს უეინ რუნის სურს, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელი კრისტიანო რონალდო გამოდის, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს.
ამ მომენტისათვის ა ჯგუფში პორტუგალიელებს მესამე ადგილი უკავიათ. მათ წინ უნგრეთთან და მალტასთან გასამართი შეხვედრები აქვთ. თუ კარლოს კეირუშის გუნდი მინიმუმ მეორე ადგილს არ დაიკავებს, მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს მეორე ფეხბურთელს ვერ ვიხილავთ. ალბათ მიხვდით, რომ მესის მერე ეს სწორედ რონალდო გახლავთ.
რაც შეეხება რუნის გუნდს, მათ უკვე გარანტირებული აქვთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სამხრეთ აფრიკის მიმართულებით. რუნის პორტუგალიელებთან თავისი ანგარიში აქვს გასასწორებელი. ევრო-2004-ზე და შემდეგ მჩ-2006 ზე ერთი და იგივე განმეორდა და რუნი სწორედ რონალდოს მოთხოვნის გამო გააგდეს.
ეს ფაქტები ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და ამიტომრუნი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ რონალდო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ვეღარ მოხვდება.
"ჩემთვის მისაღები იქნება, თუ წელს პორტუგალია ვერ გავა. მათ ბოლო 2 ტურნირიდან გამოგვაგდეს, მაგრამ ახლა ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ადრე. ვფიქრობ, რომ ისინი პრობლემებს ვეღარ შეგვიქმნიან" - აცხადებს რუნი.
ეს რა კაციაა