მოგესალმები და ბევრ აზრიან პოსტს გისურვებ ჩვენს ფან კლუბში

ესე იგი რა ხდება ,ვყიდით ტომას ვიღაცის ძე გრავესენს, სავარაუდოდ ეს "ბედნიერი" კლუბი სადაც გადავა დანიელი ფეხბურთელი იქნება-მანჩესტერ იუნაიტედი.მიდის ეხლა ლაპარაკი იმაზე,თუ რამდენად გაყიდონ, რეალს სთავაზობენ 3.8 მილიონ დოლარს, რეალს უნდა მეტი (კერძოდ 5 მილიონი). მანჩესტერს სურს შეიძინოს ზემოთხსენებული ფეხბურთელი, "აპორნი'" ნახევარმცველი,მართლაც ჭირდება მაგ ჩვენზე გაჭირვებულებს, ხოდა ასე...გრავესენს სურს რეალის შემადგენლობაში დაითრიოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში, ან გადავიდეს სხვა კლუბში სადაც მას ათამაშებენ, მაგრამ მას 2008 წლამდე აქვს კონტრაქტი რეალში, და რეალის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია (უმეტესწილად) ვის ერგება იგი...
ეხლა კი ვისაუბროთ ამჟამინდელ მდგომარეობაზე რეალისა, არავისთვის უცხო არ იქნება რომ ს/კ რეალში უდიდესი პრობლემებია,ეს პრობლემები მკვეთრად გამოჩნდა უკვე ორი სეზონის წინ ,როდესაც რეალი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ლა ლიგაშიც მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა...ვინსენტე დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ რეალში სერიოზული არეულობა დაიწყო,რას ვიზამთ ყოველთვის ზენიტ-ში ვერ ვიქნებით ,მართალია,მაგრამ ეს არც თუ ისეთი სიტუაციაა, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, იმედია ფლორენტინო პერესი გონს მოეგება და ნორმალურ მწვრთნელს ,საკმაო გამოცდილებითა და ნიჭით მოიყვანს რეალში. (ცოტაოდენი გადახვევა...რობინიომ გაიტანა გოლი ატლეტიკი-ბილბაოს კარში, არა რა ბრაზილია მაინც სულ სხვაა

) ხოდა აგერ რობინიოს გოლის არ იყოს იქნებ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისთვის სწორს ჩადგეს ჩვენი დიადი კლუბი...
დღევანდელ თამაშში მონაწილეობას არ იღებს გუნდისთვის ისეთი შეუცვლელი ოქრო კაცი,როგორიც არის რობერტო კარლოსი ხო პავონიც არ თამაშობს (წაუღია ჭირს!) , რობერტო კარლოსის მაგივრად გამოყვანილია მოედანზე ხურადო...წინასწარი შემადგენლობა კი შემდეგია (ზუსტად ვინ გავიდა მოედანზე ეგ არ ვიცი მაპატიეთ):
მეკარეები : Casillas, Diego López
მცველები: Cicinho, Diogo, Salgado, Mejía, Sergio Ramos, Raúl Bravo.
ნახევარმცველები: Beckham, Robinho, Gravesen, Guti, Zidane, Helguera, Baptista, Jurado.
თავდამსხმელი გვყავს ამჯერად მხოლოდ ერთი: Soldado.
რა გითხრათ და რითი გაგახაროთ მეტით, შემადგენლობას თუ შევხედავთ სასიხარულო არაფერია, ტრამვირებულ ფეხბურთელებს გამოჯამრთელება ვუსურვოთ და ეხლა მიმდინარე მატჩში წარმატებები და ბევრი გოლები ვუსურვოთ ჩვენს დიად კლუბს.
ვამთავრებ ჩემი შემოქმედების წერ
ვას მიმდინარე მატჩის 45-ე წუთზე, ანგარიშია 1-0, რეალს გაუმარჯოს!
This post has been edited by OТO on 13 Jan 2006, 01:44