Forever.შემოგეხედა ჯერ ამ თემაში...
nestaაი...

1900 წლის 9 იანვარი იდგა. რომის ქუჩები ძველი კებებით და ახალი ტრამვაებით იყო სავსე. ცხრა ახალგაზრდა, ლუიჯი ბიჯიარელის მეთაურობით პიაცა დელა ლიბერტას წინ სკამზე იჯდა, როცა მათ SocietВ Podistica Lazio-ს დაარსება გადაწყვიტეს.
“კლუბს “რომას“ ვერ დავარქვამთ, რადგან ასე უკვე ქვია ტანმოვარჯიშეების გუნდს - უფრო მნიშვნელოვანი სახელის დარქმევა შეიძლება, რომელშიც რომიც იგულისხმება - მაგალითად „ლაციო." მეგობრები ბიჯიარელის ამ შეთავაზებაზე ხალისით დათანხმდნენ - ფერებად საბერძნეთის, როგორც ოლიმპიადის სამშობლოს ფერები აირჩიეს - თეთრი და ღია ლურჯი.
პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი რეგიონის არა-საფეხბურთო ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას სანამ 1902 წელს, Rancing Club of Paris-ის პარტნიორმა ბრუტო სეჯეტინიმ „ბიანკოჩელესტეს“ ბიჭები ფეხბურთში მიიწვია. იდეამ მეგობრები მაშინვე დააინტერესა - მათ რომის სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა თავიდანვე დიდი წარმატებით დაიწყეს და მათზე ამბები ლოკალურ ფარგლებს გაცდა - 1907 წელს „პიზამ“ „ლაციო“ ცენტრისა და სამხრეთის პირველ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელშიც მათ გარდა „ლივორნო“ და „ლუკა“ მონაწილეობდნენ. პიზას სადგურში „ბიანკოჩელესტეები“ Sante Ancherani,-ის მეთაურობით 1907 წლის ივნისში ჩავიდნენ - მათ დღის განმავლობაში სამი მატჩი უნდა ეთამაშათ. იმ დღეს „ლაციომ“ სამივე თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - დაამარცხა „ლუკა“ 3-0, „პიზა“ 4-0, ხოლო „ლივორნო“ 1-0.
--------------------------------------------------------------------------------
30 წლებში „ლაციო“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა - იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი, სილვიო პიოლა სწორედ „ბიანკოჩელესტეებში“ ირიცხებოდა და მისი 143-გოლიანი რეკორდი ჯერაც მოუხსნელია გუნდში, თუმცა პირველი ტიტული გუნდმა მხოლოდ 1958 წელს დაისაკუთრა. მწვრთნელის პოსტი მაშინ ბემარდინის ეკავა, გუნდს კი ლოვატი ლიდერობდა - „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ მოუგო პრინის გოლის წყალობით.
მეორე დიდი გამარჯვება თექვსმეტი წლის შემდეგ მოვიდა - 1974 წელს მაესტრელის გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, მაშინ, როცა მხოლოდ ორი წლის წინ დაბრუნდა სერია ა-ში. რომში ახლაც ახსოვთ იმ დიდი გუნდის შემადგენლობა - პულიჩი, პეტრელი, მარტინი, უილსონი, ოდი, ნანი, გარლასკელი, რე ჩიკონი, კინალია, ფრუსტალუპი, ამიკო.
--------------------------------------------------------------------------------
ამ მიღწევას წარმატებებიც მოყვა და წარუმატებლობებიც, სანამ გუნდში კრანიოტის ოჯახი მოვიდა. ამას წინ მაესტრელის გარდაცვალება, ჩინალიას აშშ-ში წასვლა და რე კიკონის ტოტალიზატორებთან დაკავშირებული ამბავი უძღოდა. ეს ყველაფერი სერია ც-ში გავარდნის თავიდან აცილებით დასრულდა, როცა გუნდმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო.
შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა - ექვსი წლის განმავლობაში სერჯიო კრანიოტიმ გუნდისა და ბაზების რეორგანიზებაზე მილიარდები დახარჯა და „ლაციოს“ სახელი იტალიური და ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა. მისი ხელმძღვანებლობის დროს გუნდი ხუთჯერ მიყოლებით გავიდა ევროტურნირებზე - ერთხელ მეორე ადგილიდან (1994/9), ორჯერ მესამედან (1993/94 და 1995/96), ერთხელ მეოთხედან (1996/97) ერთხელაც მეხუთედან (1992/93). ხუთი წლის მიყოლებით ბეპე სინიორიმ საუკეთესო ბომბარდირის 3 ტიტული მოიგო.
1997/98 სეზონში „ლაციოს“ ახალი ხალხი შეემატა - სვენ იორან ერიქსონი, მანჩინი, იუგოვიჩი, ალმეიდა და სხვები. მათ გუნდს 1998 წლის 29 აპრილს გუნდს იტალიის თასი მოაგებინეს „მილანთან“ თამაშში. ერიქსონის ბიჭებს ცოტა დააკლდათ ამ ტიტულისთვის მეორეს მიმატებამდე - 1998 წლის 6 მაისს მათ უეფას თასის ფინალში ინტერთან წააგეს.
1998 წლის 29 აგვისტოს კი მორიგი სეზონი დაიწყო - გუნდში ნამდვილი ჩემპიონები შეგროვდნენ - ვიერი, სალასი, დე ლა პენია, მიხაილოვიჩი, სტანკოვიჩი. უკვე რამდენიმე თვეში ისინი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ იუვენტუსის წინააღმდეგ დაძაბულ მატჩში, რომელიც ტურინში ჩატარდა.
--------------------------------------------------------------------------------
1999/2000 სეზონში გუნდს ვიერი, ვერონი, სენსინი, სიმეონე და სიმონე ინძაგი შეემატნენ. დეკებერში ოლიმპიკიდან ფაბრიციო რავანელიც გადმოვიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა - 1999 წლის 27 აგვისტოს „ლაციო“ უეფას თასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამარცხებს, რასაც გუნდის ფანები „ოლიმპიკოზე“ 2000 წლის 9 იანვარს დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ჩემპიონთა ლიგაში „ლაციო“ კლაუდიო ლოპესის „ვალენსიამ“ შეაჩერა, თუმცა „ბიანკოჩელესტემ“ სეზონის მეორე ჯილდო მაინც მოიპოვა, როცა სეზონის ბოლო დღეს „სკუდეტო“ სწორედ „ლაციოს“ საკუთრება გახდა - იმ ტურის თამაშები თავსხმა წვიმაში მიდიოდა, თუმცა „ოლიმპიკოზე“ შეკრებილი 80 ათასი ფანი მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მათ ჩემპიონობა ზეიმით აღნიშნეს.
სამი დღის შემდეგ მილანში „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ინტერი“ დაამარცხა, ისევე როგორც 2000-2001 სეზონის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ანგარიში 4-3 იყო. გოლები კლაუდიო ლოპესმა და ერნან კრესპომ გაიტანეს. მანამდე კი ბირმინგემში რომაელებმა „მალიორკას“ დამარცხებით თასების მფლობელთა თასი აიღეს. იმ სამი წლის განმავლობაში, როცა „ლაციოს“ სათავეში კრანიოტი და ერიქსონი ხელმძღვანებლობდნენ, ეს მეშვიდე ტიტული იყო. სამწუხაროდ ამას ერიქსონის მიერ გუნდის დატოვება მოჰყვა, „ლაციო“ კი დინო ძოფმა ჩაიბარა. სიახლეები იყო ტრანსფერებშიც - გუნდს დინო ბაჯო, კარელ პობორსკი და ლუკას კასტრომანი შეემატნენ, ფიორე და ჯანიკედა კი მომავალ სეზონში შეუერთდნენ რომაულ კლუბს.
ლაციოს მიღწევები:
1973/74 - სერია ა-ს ჩემპიონი
1999/00 - სერია ა-ს ჩემპიონი
1957/58 - იტალიის თასი
1997/98 - იტალიის თასი
1999/00 - იტალიის თასი
1998 - იტალიის სუპერთასი
2000 - იტალიის სუპერთასი
1998/99 - თასების მფლობელთა თასი
1999 - უეფას სუპერთასი