Yes Cymru
უელსელ ფანებს არ უშვებენ ნიდერლანდებში, დანიელებს უშვებენ. კოვიდ რეგულაციების გამო. მიუხედავად გულშემატკივრის არ ყოფნისა უელსელები ბოლომდე იბრძოლებენენ. დანია ფავორიტია. ნახევარდაცვაში დაიჩაგრებიან აშკარად და ეს იქნება გადამწყვეტი: ნახევარდაცვის სისუსტეს როგორ აანაზღაურებენ და საკუთარ უპირატესობებს როგორ გამოიყენებენ.
მთავარი განსხვავება 5 წლის წინანდელ ევროსთან შედარებით. კრის კოულმენის უელსი ძალიან სიღრმიდან თამაშობდა, ბოლომდე დაცვაში გამოკეტილი და შემთხვევითი შანსების იმედად იყო. ეს უელსი შედარებით შემტევია.
მთავარი Downgrade - ბეილი და ჯო ალენი აღარ არიან ისეთ ფორმაში. რემზი სულ ასეთია, როდის გამოანათებს ვერ გაიგებ.
გაუმჯობესება - მეტი რესურსი შემადგენლობაში. კიფერ მური - ცოტათი უკეთესი თავდამსხმელია, ვიდრე სემ ვოუკსი იყო.
სათადარიგო შემტევები: დევიდ ბრუკსი ბორნმუთიდან, კარგი ტექნიკური შექმნელია. ნახევარდაცვაში შეუძლია თამაში და არ ვიცი რატომ არ იყენებს მწვრთნელი უფრო ხშირად.
ჰარი უილსონი - ტექნიკური შემტევები. კარგად არტყავს ჯარიმებს. ტაილერ რობერტსი - ლიდსის სათადარიგო მოთამაშე.
ტოპ მცველები ახლაც არ არიან გუნდში, მაგრამ სახელებით ცოტა უკეთესი დაცვა ჰყავს დღეს უელსს: მემფამი, კონორ რობერტსი, ჯო როდონი.
მთავარი სისუსტე ისევ ნახევარდაცვა - საყრდენი ზონა. მარტო ჯო ალენია იქ და ამპადუს დისკვალიფიკაცია ამიტომ მნიშვნელოვანი დარტყმაა გუნდისთვის.