ტანკე
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
|
#2636556 · 23 Feb 2006, 20:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტაკ ახლა გავარჩიოთ დეტალურად გუშინდელი მატჩი  დავუბრუნდები ჩემს 10 მიზეზს. QUOTE | 1. მეორე თამაშს ვთამაშობთ ნოუ კამპზე.ამ მხრივ ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნილი გვექნება.სტემფორდ ბრიჯზე ჩვენ არ მოგვიწევს ფიქრი მაინცდამაინც გამარჯვებაზე,ფრესაც დავთანხმდებით.წინა სეზონში კი პირველი მატჩი ნოუ კამპზე იყო და გვინდოდა თუ არა უნდა შეგვეტია,ჩელსი ამ მხრივ უპირატესობას ფლობდა,ის იცდიდა სანამ ჩვენ დავუშვებდით შეცდომებს. ასეთი ჩელსი კი ძალიან საშიშია,მოკლედ რომ ვთქვათ ბარსა შავებით თამაშობს. |
ჰა ვარ მართალია თუ არა?გუშინ შავებით ვთამაშობდით,გავიტანდით ხო კაი,თუ არა და არ იყო პრობლემა,არსად გვეჩქარებოდა  QUOTE | 2. ძლიერი ჩამშლელები,რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ .წინა სეზონში სწორედ ამ კომპონენტში გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები,მოში გვაკლდა უპირველეს ყოვლისა ნახევარდაცვაში,წელს ეს პრობლემები გადაჭრილია,რადგანაც წელს ხავის ტრავმის მიუხედავად აღარ გვაქვს ტრავმების ეპიდემია,გამოჯანმრთელდა მოტა და ედმილსონი.პლიუს ზაფხულში დავიმატეთ ვან ბომელი.ჩელსის ძალიან გაუჭირდება მოედნის ცენტრის ისე სწრაფად და ადვილად გადმოკვეთა,როგორც ეს მოახერხა წინა სეზონში. |
დელ ორნოს გაძევებამდე ჩელსის ერთი მომენტიც კი არ ჰქონია და კარში არ დაურტყამს,ეს კი ძირითადად ედმილსონის და მოტას შესანიშნავი თამაშის გამო მოხდა,მართლაც რომ ყველა შეტევას შლიდნენ და კართან სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.იშვიათად თუ მიაღწევდა ჩელსის შეტევები საჯარიმო მოედანს,იქ კი პუიოლი და მარკესი კედელივით იდგნენ და ვალდესამდე ბურთი არ მიდიოდა.აქვე გამოვყოფ დეკოს შესანიშნავ ჩამშლელ თამაშს.მოედნის ცენტრალურ ნაწილში ჩელსის არნახული პრესინგი მოვუწყვეთ,ერთ კაცს სამი კაცი ხვდებოდა,მოკლედ ვითამაშეთ ისე,როგორც უნდა თამაშობდეს მაღალი კლასის გუნდი გასვლაზე ძლიერ მეტოქესთან.მეორე ტაიმში ცოტა წინ წავედით დელ ორნოს გაძევების გამო და ამიტომ ჩელსის უფრო მეტი მომენტი ექმნებოდა,სულ ეს არის.წითელი ბარათი რომ არა წინ არ წავიდოდით და ჩვენთვის სასურველ შედეგს მაინც მივაღწევდით.გოლი ჩელსის კარში უბრალოდ დროის ამბავი იყო.პირველ ტაიმში ჩელსის სახიფათო მომენტი არ შეუქმნია,ჩვენ კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით,მათ შორის გამოვყოფდი დინიოს დარტყმულს და ჩეხის სეივს თითის წვერებით მარცხენა ქვედა კუთხეში.ჩEლსის საჯარიმოში კომბინაციებს ვათამაშებდით დელ ორნოს გაძევებამდე,ჩელსი კი ვერ გვიახლოვდებოდა კართან და მხოლოდ ლამპარდის შორეული უზუსტო დარტყმებით შემოიფარგლებოდა. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს,ბარსა ძაან თვითდაჯერებული იყო,აღელვების არანაირი ნიშანი არ ეტყობოდათ სახეზე რაიკაარდის შეგირდებს.ბურთის ფლობის მხრივაც და სახიფათო მომენტების შექმნითაც პირველ ტაიმშივე ჩელსი აშკარად დავჩაგრეთ.ჩვენ პირველ რიგში მოვიგეტ მოედნის ცენტრი და ეს გახლდათ ჩვენი წარმატების წინაპირობა.
QUOTE | 3.ოლეგერის მარჯვენა მცველად გადაყვანა.ეს არის ყველაზე wise move,რაც კი აქამდე რაიკაარდს გაუკეტებია სამწვრთნელო კარიერის მანძილზე.ჯერ ეს ერთი ოლეგერი არ არის მაღალი დონის მცველი და ამიტომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ნაკლებად სახიფათოა ბარსასთვის,ვიდრე ცენტრალური მცველის პოზიციაზე,ამას სრული ირონიის გარეშე ვიძახი.გარდა ამისა,დაცვის ცენტრში გადაინაცვლა რაფა მარკესმა,ამან გააძლიერა დაცვის ცენტრალური ზონა ,რადგანაც მარკესი ფიზიკურად ძლიერია და თავითაც კარგად თამაშობს.მისი აპორნის პოზიციაზე თამაშს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა,კერძოდ ის,რომ სისწრაფის ნაკლებობის გამო იგი გაქცეულ თავდამსხმელს ხშირად ვერ ეწეოდა,დაცვაში კი ნაკლები მანძილის გარბენა მოუწევს,ვიდრე ნახევარდაცვაში თამაშისას. |
აბა რას გეუბნებოდით.ოლეგერმა ითამაშა ფანტასტიკურად,მე არ ვამბობ რომ მარჯვენა მცველის ეტალონი იყო,მაგრამ მის პირობაზე ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.რობენს ერთხელაც არ ჩაუწოდებია მარცხნიდან ბურთი ვალდესისი საჯარიმოში და საერთოდაც ჩელსის ფლანგები ჩავუკეთეთ,მე ასეთი უსუსური ჩელსი ფლანგებზე თამაშზე ჯერ არ მახსოვს.ერთადერრთი სახიფათო მომენტი ფლანგებიდან და კერძოდ ოლეგერის ფლანგიდან შეიქმნა როცა დროგბამ ძალისმიერი დუელი მოუგო ოლეგერს და საჯარიმოში შEვიდა და სახიფათოდ დაარტყა ვალდესის კარის მიმართულებით.ეს იყო და ეს,მე სხვა მომენტს ახლა ვერ ვიხსენებ.კიდევ იყო მომენტი,როცა ბურთი ედმილსონს ხელზე მოხვდა და ვალდესმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა დასწრებაზე.ნუ მე ამას ნახევარ მომენტსაც ვერ ვუწოდებდი. ასე რომ ოლეგერი ძაან საიმედოდ გამოიყურებოდა,რათქმა უნდა პუიოლიც კარგად აზღვევდა,რიგ შემთხვევებში მარკესიც,მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ოლეგერმა თავის სამუშაო 4+-ზე შეასრულა.
QUOTE | 4.მესი,ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ვუნდერკინდი ლეო მესი,რომელიც გუნდს ახალ სისხლს მატებს,მას შეუძლია არასტანდარტული ტამაშით დინიოს,ეტოოს და დეკოს მეორე დიხანია გაუხსნას შეტევებში,ჩემი აზრით ეს სამი ლიდერი მესის მოედანზე ყოფნისას უფრო ეფექტურია თავდასხმაში,ვიდრე ჟულის ყოფნისას ,რომელსაც თავში ტვინის მაგივრად ფეხები აქვს(ბოდიში გამოთქმისთვის),მარტო სირბილი შეუძლია,ის არც ისე ტექნიკურია და შეუძლია მცველს მხოლოდ მარჯვენა მხარეს გაექცეს,აი მესი კი როგორც მარჯვნივ,ასევე მარცხნივაც ძალიან ხშირად იწევს ცენტრისკენ და ეს მანევრები ბარსას შეტევებს უფრო ეფექტურს,გამოუცნობს და შედეგიანს ხდის,დინიოს,ეტოოს და დეკოს მეტი იმპროვიზაციის საშუალება ეძლევათ კომბინაციური თამაშისას.თუ მესის ტაქტიკა არ გაამართლებს,მაშინ რაიკაარდს ჰყავს ჟული,ასე რომ დიდი ვარირების საშუალებები გვაქვს სქემაში მარჯვენა ფლანგზე. |
ოხ საღამოს მე კიდევ ერთი პოსტის ვგეგმავ,ვგეგმავ გრანდიოზულ კაიფს გუდმენაზე,ჩელსიმენზე,სკაუზერაზე და ძმატა მითთანზე.არა რას ამბობდნენ მესი ბავშვია და ვერაფერს იზამს ისეთი გუნდის წინააღმდეგ,როგორიცაა ჩელსიო?თანაც გამოუცდელიაო და თანაც სტემფორდ ბრიჯზეო  მესი-the man of the game.თამაშის საუკეთესო მოთამაშე ორივე გუნდის მხრიდან.ვიცოდი რომ კარგად ითამაშებდა,მაგრამ ასეთ გენიალურ თამაშს არ ველოდი.მან არაერთ ეპიზოდში გააბითურა არიენ რობენი,საუკეთესო ვინგერი დღესდრEობით მსოფლიოში.მან ააწიოკა ჩელსის მარცხენა ფლანგი,ვერაფერს უხერხებდნენ,დელ ორნზე აღარაფერს ვამბობ.სწორედ მესის აქტიურობას მოჰყვა დელ ორნოს გაძევება.მესი ძლიერად თამაშობდა არა მარტო ფრთაზე,არამედ მოედნის ცენტრალური ნაწილისკენაც,როგორც ვვარაუდობდი მესის მოედანზე ყოფნა ძაან წარადგა ბარსას კომბინაციურ თამაშში,ჟული იგივეს ვერ მოახერხებდა.მეორე ტაიმში გახსოვთ მეისი შესანიშნავი დარტყმა,ჩელსი მაგ ეპიზოდში ხარიხამ იხსნა.ეგ გოლი რომ გასულიყო,სულ მთლად დაცინვა იქნებოდა ახლაგაზრდა არგენტინელი ვუნდერკინდისა მოურინიოს შეგირდების.მესის სუსტი წერტილი არ ჰქონდა გუშინდელ თამაშში,სისწრაფეში მან Dაცაგრა ყველა,ვისთან ორთაბრძოლაშიც შევიდა.ტერი ჰაუგეს პენალტი უნდა დაედო იმ ეპიზოდში,როცა ჯონ ტერიმ აშკარად წააქცია ახალგაზრდა არგენტინელი საჯარიმო მოედანში,მესიმ ვიზავი სისწრაფეზე ჩამოიტოვა და ტერის ისღა ჰქონდა დარჩენილი,რომ ორივე ხელი გამოეყენებიმა მესის წაქცევაზე.რეფერიმ ამაზე თვალი დახუჭა,მაგრამ არ ვწუწუნებთ,რაც იყო იყო,პირველ ტაიმში 100% პენალტი არ დადო კიდევ ჩვენს სასარგებლოდ,მაგრამ 5რას ვიზამთ,დსელ ორნოს გაგდების შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო. მესის კიდევ ერთ მომენტს ავღნიშნავდი,როცა ჩელსის მთელის მარცხენა ფლანგი გააბითურა და მეკარის კვადრატიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა ეტოოს მიმართულებით. QUOTE | 5.რაიკაარდი,ეს პიროვნება უკვე საკმაოდ გამოცდილია და ის არ არის,რაც შარშან იყო,მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა,მაგრამ დიდი ტრენერები სწორედ მათი საუკეტესო კოლეგების დამარცხების შემდეგ იბადებიან,უკვე დროა რაიკაარდი ავიდეს ამ მწვერვალზე.შეუძლებელია ასეთი გუნდი გყავდეს და შენ პერსონალურად ასეთივე სიმაღლეზე არ ახვიდე.გარდა ამისა,ჩელსისთან გამოვარდნას ფრენკს არავინ აპატიებს,სასწორზე დევს ან ყველაფერი,ან არაფერი.უკვე დრო მოვიდა ფრენკმა თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას და მოურინიოს წინააღმდეგ პაექრობა ამისათვის საუკეთესო დროა. |
ხომ გეუბნებოდით,გუშინ დაიბადა უდიდესი მწვრნელი ფრენკ რაიკაარდი,მივესალმოთ მას.გუშინ ფრენკმა ძაან ძლიერად წარმართა გუნდის ტაქტიკური თამაში და პირველ ტაიმში(ამას ხაზს ვუსვამ,რადგანაც 40 წუთზე დელ ორნო გაძევებული იქნა და პირველი ტაიმია საუკეტEსო საზომი ტრენერების ტაქტიკური მონახაზის სიძლიერის) ბარსამ აშკარად დაჯაბნა ჩელსი.ჩელსიმ არ იცოდა,თუ როგორ მიახლოვებოდა ბარსას კარს,ბარსამ კი იცოდა და არაერთი სახიფატო მომენტი შექმნა,პლიუს ეტყობოდა გუნდს,რომ უდიდესი რეზერვით თამაშობდა და ნებისმიერ მომენტში შეეძლო გოლის გატანა,როგორც კი ტემპს მოუმატებდა.კიდევ ვიმეორებ.მოედნის ცენტრი ჩელსიმ პირწმინდად წააგო.მოურინიო აშკარად არ იყო მზად მოვლენების ასეთი განვითარებისათვის.ჩელსის ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ ნევროზულობა,მათ ხომ 10 წუთში 3 გოლი ვეღარ გაიტანეს.ფრენკი უფრო გამოცდილია წინა წელთან შედარებით და თავიდან ბოლომდე გაშიფრა მოურინიოს ტაქტიკური მონახაზი.ბოლომდე იქნა განეიტრალებული ფრენკ ლამპარდი,ჯო კოული პრაქტიკულად არ იყო მოედსანზე და მისი ცვლილებაც კანონზომიერი იყო.ერთადერთი რობენი იყო ძაან აქტიური,თუმცა გუნდისათვის სასარგებლო ბევრი არაფერი გაიკეთებია.ჩვენ ფრენკის დიდი დამსახურებაა ის,რომ სრულიად გავანეიტრალეთ ერნან კრესპო.სიმართლე გითხრათ ცოტა მეშინოდა კრესპოსი და დარწმუნებული ვიყავი,რომ აუცილებლად გაგვიტანდა,მაგრამ რაც მოხდა ყველამ კარგად ნახეთ.კრესპო იყო 0.ფრენკის უდიდესი დამსახურებაა ის,რომ ბარსა შესანიშნავად აკეთებდა ხელოვნურ თამაშგარე სიტუაციებს.ამან კი კრესპოს გაუვნებელყოფა დიდად განაპირობა.ბრავო ფრენკ.შენ მოუგე თვით მოურინიოს თავისსავე სტემფორდ ბრიჯზე.ბევრი გიყურებდა სკეპტიკურად და არ სჯეროდათ შენი კვალიფიკაციის,მათ შორის ზოგიერთ დემაგოგ იუზერებსაც ამ ფორუმზე,მაგრამ შენ გუშინ ყველას დაანახე ერთი მარტივი ჭეშმარიტება:მეფე მოკვდა გაუმარჯოს მეფეს! ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის,ჩამშლელ თამაშში აჯობა ფრენკმა ჟოზეს,აი ნოუ კამპზე კი კრეატიულ თამაშსიც დაჯაბნის ჰოლანდიელი თავის ვიზავის მე ამაში დარწმუნებული ვარ. აქვე ავღნიშნავდი ფრენკის მიერ განხორციელებულ ძალიან ჭკვიანურ ცვლილებებს.ლარსონმა თავის საქმე შეასრულა,ცოტა რომ გამართლებოდა გოლსაც გაიტანდა,მაგრამ ტერიმ სასწაული ჩაიდინა და არ მისცა შვედს საშუალება ცარიელ კარში შეეგორებინა ბურთი.ლარსონმა მონაწილება მიიღო მეორე გოლშიც და მან თავისი საქმე პირნათლად შეასრულა ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება. სილვინიომ კი ძაან გაააქტიურა ბარსას მარცხენა ფლანგი და დარწმუნებულოი ვარ მისი აქტიურობის გარეშე ბარსა ვერ შეძლებდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას ლონდონში.ორივე ბურთი გავიდა მარცხენა ფრთის აქტიურობის შედეგად.პირველი გოლის დროს დაინიშნა სახიფათო ჯარიმა,ხოლო მეორე გოლის დროს კი გათამაშდა შედევრალური კომბინაცია ასევე მარცხენა ფლანგზე და ეტოომ ლოგიკურად დააგვირგვინა ეგ სათამაშო ეპიზოდი. ინიესტას მოედანზე შემოყვანა კი ერთადერთ რამეს ემსახურებოდა,თამაშის მიწურულს ბურთის დაჭერას მეტოქის ნახევარზე,რამაც ასევე გაამართლა და ჩელსის შტურმი არ შედგა ბოლო წუთებზე.
QUOTE | 6.დინიო,ამ კაცმა მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება,ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა.უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ოქროს ბურთის მფლობელმა ლიგაში გამოსვლა დაასრულოს მერვედფინალში და თანაც ზედიზედ მეორედ ერთი და იმავე გუნდთან.ალბათ ეს ფეხბურთელი ძალებს არ დაიშურებს იმისტვის,რომ განსაკუთრებით კარგად ითამაშოს ჩელსისთან.ყველას გვახსოვს ის უსამართლო მატჩი სტემფორდ ბრიჯზე,დინიო აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა,მაგრამ არაფერი,შანსი ერთი წლის მერე მიეცა და ის ამ შანსს არ გაუშვებს,რადგანაც მსოფლიოს საუკეტესო ფეხბურთელია და ამჯერად თამაშის წესებს ის დააწესებს მოედანზე. |
აი ამ პუნქტმა კი სტემფორდ ბრიჯზე არ გაამართლა,თუმცა დარწმუნებული ვარ დინიო თავის სიტყვას იტყვის ნოუ კამპზე და თავის წვლილს შეიატნს ჩელსის ძლევაში ორმატჩიან პაექრობაში.ისე კი დინიოს ყოფნა გუშინ მაინც სასარგებლო იყო გუნდისთვის.მას სამი კაცი იჭერდა მარცხენა ფლანგზე და მარჯვენა ფლანგზე აშკარად იყო სივრცე იმისათვის,რომ დეკოს და მესის გაელაღათ.როგორც კი ბურთი მისდიოდა დინიოს,მყისვე ჩელსის სამი კაცი ჩნდებოდა ბურთთან და შეუძლებელი იყო რაიმეს მოფიქრება.ამ სიტუაციაში კი ხდებოდა შემდეგი:დინიო იწევდა ცენტრისკენ,შემდეგ პასიეტოოსკენ ან დეკოსკენ და შემდეგ ბურთის გადატანა მარჯვენა ფლანგზე ლიონელ მესისკენ.ამიტომ მოდიოდა მთელი დაწოლა გუშინ მესიზე,ახალგაზრდა არგენტინელმაც თავი არ შეირცხვინა და ძაან დიდი სარგებელი მოუტანა გუნდს.ნოუ კამპზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.არხც იმას გამოვრიცხავ,რომ ჟული იყოს სასტარტოში.
QUOTE | 7. ეტოო,ალბათ ეჭვი არავის ეპარება,რომ წელს ეტოო ოქროს ბუცს მიიღებს,ეს ფორევარდი საუცხოო ფორმაშია,პრაქტიკულად უგოლოდ არ ტოვებს მატჩს.ჩემი აზრით ჩელსის საუცხოო და სამართლიანად ნაქები დაცვა მაინც ვერ მოახერხებს მის შეჩერებას.ეტოოსაც იგივე ეხება,რაც რაიკაარდს,დროა თავი წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე,ამისთვის კი ჩელსისთან დაპირისპირება საუკეთესო ვარიანტია.ეტოო არ არის დაფასებული ფორვარდი,როგორც ანრი და ადრიანო,უკვე დროა ეს ხარვეზიც აღმოიფხვრას. |
ეტომ გოლი გაიტანა.ამით ყველაფერია ნათქვამი და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა სტემფორდ ბრიჯზე.კი ჩაკეტეს ჩელსის მცველებმა ეტოო,მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერაფერს გახდნენ მის წინააღმდეგ.სულ ეტოოს ორი მომენტი ჰქონდა,პირველად როცა ერთი-ერთზე გავიდა და დარტყმის სიძლიერე არ ეყო,მეორე ჯერზე კი მან თავის შანსი ხელიდან არ გაუშვა.პროსტა კლასს!ეტოომ კიდევ ერტხელ დაამტკიცა,რომ უმარლესი დონის ფორვარდია!მასაც ბოლომდე არ უთქვამს თავის სთქმელი ჯერ,ველი ფიესტას ნოუ კამპზე ბარსას ფეხბურთელების შესრულებით.
QUOTE | 8.მოტივაცია.მემგონი ზედმეტი კომენტარების გაკეტება არ ღირს.ბარსასთვის ეს მატჩი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ფეხბურთელებს მშვენივრად ესმით,რომ არ აპატიებენ გულშემატკივრები კიდევ ერთ მტკივნეულ მარცხს ჩელსისთან.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ისინი ითამაშებენ იმ შემართებით და ენერგიით,როგორც არასდროს არ უთამაშიათ. |
მემგონი აქ ბევრი სათქმელი არც არაფერია.ჩვენ უნდა მოგვეგო ეგ თამაში და მოვიგეთ კიდეც,მნიშვნელობა არა აქვს ჩელსი 10 კაცით თამაშობდა თუ 11-ით.ბარსას ფეხბურთელები ძალიან თვითდაჯერებულებულები იყვნენ.ჰქონდათ რწმენა საკუთარი თავის და როგორც გამოჩნდა სრულიად მართებულადაც.თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ არის,გველის თამაში ნოუ კამპზე,სადაც მოტივაცია არანაკლები იქნება,თუ უფრო მეტი არა.გავსებული ნოუ კამპი ბარსას ფერებში გაწყობილი,არნახული ატმოსფერო,ხალხის მოითხოვს ჩელსი ბოლომდე განადგურებას და შელახული პრესტიჟის აღდგენას და მიიღებენ კიდეც.ოღონდ ამჯერად ლამაზი თამაშით და ბევრი გატანილი გოლით,მაგალითად 4-2 გამარჯვება.
QUOTE | 9.ინიესტა,ეს ფეხბურთელი ძალიან შედეგიანია საგოლე გადაცემების გაკეთებაში,ასევე კარგი დრიბლინგიც აქვს,საკმაოდ სწრაფია და შეტევის წინა ხაზში ბარსას კომბინაციური თამაში უფრო მრავალფეროვანი ხდება,ის ასევე გამოსადეგია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კედლის გათამაშებაში.ინიესტამ აშკარად უმატა წინა წელთან შედარებით,ახლა უფრო თვითდაჯერებულია და გუნდისათვის მეტი სარგებელი მოაქვს.ასე რომ კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი რაიკაარდის ტაქტიკურ მონახაზში. |
ინიესტაზე მოკლედ უკვე ვისაუბრე და მეტს აღარ დავწერ,სასტარეტოში არ ყოფილა და შანსი არ ჰქონდა საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისათვის.მან ყველაფერი გააკეტა ისე,როგრც დაავალ რაიკაარდმა და არაფერი გაუფუჭებია.ვნახოთ ნოუ კამპზე თუ იქნება სასტარტოში.
QUOTE | 10. ვალდესი,მეკარე,რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა წინა წელთან შედარებით.მას წელს არაერთი სეივი მოუხდენია და ის,რომ ბარსა ცოტა გოლს უშვებს,მთლიანად დაცვის სიძლიერეზე არ მიუთითებს,ვალდესი თითქმის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ამ სეზონში.ფრენკს შეუძლია მას თავისუფლად ენდოს ჩელსისთან თამაშში,უკვე არის გარკვეული ნიშნები იმისა,რომ ვალდესი ყალიბდება მეორე სუბისარეტად. |
ხომ გეუბნებოდით ვალდესი უკვე საკმაოდ გამოცდილია მეთქი?ერთი მომენტი ჰქონდა ჩელსი,კერძოდ დროგბას და ისიც საკაიფო სეივი გააკეთა ვალდესმა.წინა წელს ამავე სტადიონზე მას არცერთი სეივი არ გაუკეტებია.მე გაშვებულ გოლში ვალდესს არ ვადანაშაულებ,ეგ მთლიანად მოტას უყურადღებლობის ბრალი იყო,ვალდესი სწორად გამოვიდა გამოსვლაზე და ყველაფერი ზუსტად გააკეტა,მაგრამ მოხდა ეგ ტრაგედოია და შეუძლებელია ეგ გაეთვალა მეკარეს,რომ მოტა ასე დაუხვედრებდა ბურთს ფეხს. ვალდესმა შესანიშნავად ითამაშა გამოსვლებზე,რამაც ძაან გამახარა.ეს ბიჭი დღითიდრE უფრო და უფრო გამოცდილი ხდება.მოკლედ ვალდესმა შეცდომა არ დაუშვა მთელი თამაშის მანძილზე. ________________________________________________ ასეთი იყო ბარსას სათამაშო სქემა გუშინდელ მატჩში: ------------------------------ვალდესი---------------------------- ---------------------მარკესი-------------პუიოლი----------------- ოლეგერი-----------------------------------------------ვან ბრონხორსტი -------------------------------ედმილსონი------------------------------- ---------------------დეკო----------------------მოტა---------------------- მესი-------------------------------------------------------რონალდინიო---- ---------------------------------ეტოო------------------------------------- ___________________________________________________________ ბარსას ფეხბურთელების შეფასებები: ვალდესი-8(10) ოლეგერი-8(10) პუიოლი-9(10)-საწყისი მღელვარების დაძლევის შემდეგ უშეცდმოდ ითამაშა და გამჭოლი პასი არ გაუშვია ვალდესის საჯარიმოსკენ,ჩინური კედელივით იდგა და ტაქტიკურადაც სწორად არჩევდა პოზიციებს.როგორც ყოველთვის ჩვენი კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მარკესი-9(10)-გარდა იმისა,რომ საგოლე პასი გააკეთა,მან დაცვაში საუცხოოდ იტამაშა და მისი დიდი დამსახურებაა ის,რომ ჩელსის თითზე ჩამოსათვლელი მომენტები ჰქონდა მარტო. ვან ბრონხორსტი-6.5(10)-განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია,თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მარჯვენა ფლანგიდან ჩელსის არაფერი გაუკეთებია საერთოდ.ამას მე უფრო დეკოს ფანტასტიკურ თამაშს მივაწერ,ვიდრე ვან ბრონხორსტს. ედმილსონი-9(10)-ვაუ.აპორნი ითამაშა უმაღლეს დონეზე,პრაქტიკულად შეცდომების გარეშე.მასთან პრეტენზიები არ მაქვს.ერთი მომენტი იყო მარტ დროგბასთან დაკავშირებით,როცა ცოტა უკეთ უნდა ეთამაშა,მთლიანობასი კი ძაან მაგრა ითამაშა. მოტა-6.5(10)-ის ავტოგოლი რომ არა ძალიან მაღალ შეფასებას მივცემდი,დაცვასიც ძლიერად იტამაშა და შეტევასიც აქტიური იყო,შორიდანაც დაარტა სახიფათოდ რამდენიმეჯერ.მოკლედ არ გაუმართლა. დეკო-9(10).ფანტასტიკურად ითამაშა ჩამშლელის როლში და პრესინგის დროს ძალიან დიდ მონაწილეობას იღებდა,ძალიან ენერგიულად თამაშობდა "ატბორის" დროს.შეტევაშიც საკმაოდ აქტიური იყო და მესისთან ერთად კომბინაციურ თამაშშიც იღებდა მონაწილეობას. რონალდინიო-6.5(10)-დინიოს არაფერი გაუკეთებია გუშინ და ძალინ აცუდად ითამაშა.მის ასეთ სუსტ თამაშს არ ველოდი.თუმცა მას აქვს შანსი,რომ ყველაფერი გამოასწოროს.ამისთვის კი 7 მარტის საღამო ნოუ კამპზე საუკეტესო საშუალებაა.დარწმუნებული ვარ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თავის სიტყვას კიდევ იტყვის ამ დაპირისპირებაში. ეტოო-9(10)-მასზე უკვე ვისაუბრე. მესი-9.5(10)-მასზეც უკვე ვისაუბრე,უბრალოდ ერთს გავიმეორებ:თამაშის საუკეთესო მოთამაშე. ლარსონი-8(10) ინიესტა-შეფასების გარეშე არასაკმარისი დროის გამო მინდორზე. სილვინიო-8.5(10) ________________________________________ ფრენკ რაიკაარდი-9(10) ბარსას დაცვა-9(10) ბარსას ნახევარდაცვა-9.5(10) ბარსას თავდასხმა-8(10) ბარსას თამაშის სილამაზე-7(10) _________________________________________ ვოტ ი ვსიო  აი ისიც,მორიგი რეკორდი დავამყარე,ამ განყოფილებაში ყველაზე გრძელი პოსტი გამოვაცხვე  თქვენი კომენტარები თუ შეიძლება This post has been edited by ტანკე on 23 Feb 2006, 20:41
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|