მირკო ვუჩინიჩის გოლი საკმარისი აღმოჩნდა რომასთვის, რომ საკუთარ მოედანზე სიენასთან ორთაბრძოლაში 3 ქულა მოეპოვებინა. რომამ მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ინტერთან სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა.
თუმცა ინტერს არ ჩაუტარებია თავისი თამაში ამ ტურში. სერია A-ს ლიდერი ჩვენი დროით საღამოს 23:30-ზე გამართავს მატჩს ჯენოაში სამპდორიასთან.
ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინტერის სამპდორიასთან დამარცხების იმედი აქვს და უნდა რომ 8 ქულიანი სხვაობა არ შეიცვალოს.
62-ე წუთზე, ვუჩინიჩიმ- ტოტის მაგივრად მოთამაშე ფეხბურთელმა, დაინახა მეკარე მანინგერის კარში ცარიელი კუითხე და ტადეის პასი ზუსტად გამოიყენა.
ამ გოლამდე 7 წუთით ადრე მონტენეგრინს ქონდა შანსი სიენა დაეწინაურებინა თავური დარტყმით , მაგრამ მეკრაე დონი კარგ ფორმაშია.
მეორე ტაიმის 21-ე წუთზე დანიელე დე როსიმ დაარტყა საჯარიმო და მანინგერის მოგერიებული ბურთი ტადეის მიუვიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ გამოიყენა თავისი შანსი. რომა ვუჩინიჩის მონაგარს დასჯერდა და 3 ქულა მიითვალა.
სიენამ მატჩი 10 კაცით დაასრულა. 90-ე წუთზე ლუკარელიმ დე როსი წააქცია და გაძევება დაიმსახურა. მოედანი მასთან ერთად დე როსიმაც დატოვა, რადგან ტრამვა ცოტა სერიოზული გამოდგა და თამაშის გაგრძელება დე როსიმ ვეღარ შეძლო. თუმცა მატჩის შემდეგ ექიმებმა დაამშვიდეს რომას ქომაგები და დე როსის ტრამვა ერთ დღიანიც არ გამოდგა.
www.eurosport.com translated by zuzu
This post has been edited by zuzu33a on 28 Jan 2007, 21:50
მიმაგრებული სურათი