georgien
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 18232
რეგისტრ.: 16-March 06
|
#3173776 · 2 Jun 2006, 18:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
... მსოფლიოს ჩემპიონთათვის განკუთვნილი ოქროს თასი 1974 წლის ტურნირისთვის დამზადდა. ორიგინალი 36,8 სანტიმეტრია და 6,175 კილოგრამს იწონის. ის მთლიანად ოქროსგანაა დამზადებული. თასის ძირზე იტვიფრება მისი მფლობელი გუნდის სახელი. გამარჯვებულთა ამოსატვიფრად ადგილი 2038 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლითაა გათვალისწინებული. ტურნირის მომგები გუნდი თასის ასლს იღებს, რომელიც ორიგინალისგან განსხვავებით, მხოლოდ მოოქროვილია.
... ამ თასის წინამორბედი იყო ჯილდო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების ავტორის პატივსაცემად, ჟიულ რიმეს თასს უწოდებდნენ. ის 1930–70 წლებში თამაშდებოდა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს, თუმცა ძაღლმა სახელად "პიკლზი", ჯილდო პატრონის სახლის ეზოს ღობესთან, გაზეთში გახვეული იპოვა.
... მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ყველა თამაში ერთ ქალაქში, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა 3 სტადიონზე. ფინალის მასპინძელი სარბიელის "სენტენარიოს" აგება თამაშის დროს დასრულებული არ იყო.
... 1958 და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატების თამაშებს შვედეთის და იტალიის 12 ქალაქის ამდენივე სტადიონმა უმასპინძლა. 1982 წელს, ესპანეთში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, თამაშებს 14 ქალაქის 17 სტადიონი მასპინძლობდა. 2002 წელს, კორეასა და იაპონიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების თამაშები ოცი ქალაქის (ათ–ათი თითო ქვეყანაში) ამდენივე სტადიონმა მიიღო.
... ორი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატების თამაშებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 15–მა ქალაქმა უმასპინძლა: იტალიიდან – შვიდმა, ხოლო საფრანგეთიდან და მექსიკიდან – 4–4–მა. წლევანდელი ტურნირის დროს ამ სიას შეემატება ბერლინი, დორტმუნდი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, ჰანოვერი, მიუნხენი და შტუტგარტი. ამ ქალაქებში თამაშები 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც გაიმართა.
... კორეის და იაპონიის ჩათვლით, რომლებმაც ერთად უმასპინძლეს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს, მსოფლიო ჩემპიონატი 15 ქვეყანას მიუღია. იტალიის (1934, 1990), მექსიკის (1970, 1986) და საფრანგეთის (1938, 1998) შემდეგ, გერმანია მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც მეორედ უმასპინძლებს შეჯიბრებას.
... მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ფიფა–მ ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთის დიდი პოპულარობის შემდეგ გადაწყვიტა. 1930 წლამდე გამართულ ორ ოლიმპიადაზე, 1924 და 1928 წელს, ურუგვაის ნაკრებმა იმარჯვა. სწორედ ამიტომ ამშვენებს ამ ქვეყნის ნაკრების მაისურს ოთხი ვარსკვლავი – ორი ოლიმპიურ ოქროს აღნიშნავს, ორიც – მსოფლიო ჩემპიონობას (1930, 1950).
... პირველ მსოფლიო ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა თამაშებს 434 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მაშინ შესარჩევი ტურნირი არ გამართულა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა გამოსავლენად ორასამდე გუნდმა 847 საკვალიფიკაციო თამაში გამართა, გერმანიაში კი 64 ფინალური შეხვედრაზე დაახლოებით სამ მილიონ გულშემატკივარს ელიან!
... 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების თამაშები ტელევიზიის საშუალებით 30 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა ნახა! ეს დედამიწის მოსახლეობაზე თითქმის ხუთჯერ მეტია!
... 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ყველა ტურნირზე შედგა ფინალური მატჩი. იმ წელს, ბრაზილიაში, საუკეთესო ოთხი გუნდი (ურუგვაი, ბრაზილია, შვედეთი, ესპანეთი) ჯგუფურ ტურნირში იბრძოდა ჩემპიონობისთვის.
... გათამაშების დღევანდელი ფორმატი 1986 წლიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა მას შემდეგ 32–მდე გაიზარდა, ფორმატი არ შეცვლილა.
... შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ალფრედ (ფრედი) ბიკელი ერთადერთია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და მის შემდეგაც. უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მან 1938 და 1950 წლებში იასპარეზა. მის ორ შეხვედრას 12 წელიწადი და 13 დღე აშორებს.
... აქამდე გამართული ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ახერხებდა ჯგუფური ტურნირიდან შემდეგ ეტაპზე გასვლას.
... 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ურუგვაიმ და არგენტინამ ორი სხვადასხვა ბურთით ითამაშეს. ბელგიელმა მსაჯმა ჟან ლანჟენუსმა ფინალის პირველ ტაიმში არგენტინელთა ბურთით ათამაშა გუნდები, მეორეში კი ურუგვაელთა ბურთით, რომელიც არგენტინელებისაზე მძიმე იყო. ფინალი ურუგვაელებმა 4:2 მოიგეს.
... მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთები 1970 წლიდან მზადდება "ადიდასის" მიერ. პირველ ბურთს "ტელსტარი" იმიტომ ეწოდა, რომ სწორედ იმ ჩემპიონატიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაცია.
... მწვანე–თეთრ ზოლიანი მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთა გუნდმა ერთადერთხელ ითამაშა და ისიც იძულებით: 1978 წელს საფრანგეთის ნაკრები არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში მაისურის შეუცვლელად ჩავიდა უნგრეთთან სათამაშოდ. ვინაიდან უნგრელებსაც მხოლოდ თეთრი მაისური აღმოაჩნდათ, ფრანგებმა მწვანე ზოლები ადგილობრივი "ატლეტიკო კიმბერლისგან" ინათხოვრეს (რომელის ბაზა სტადიონიდან ორ კილომეტრში მდებარეობდა), მაისურებს დააკერეს, თამაშის შემდეგ კი კლუბს უკან დაუბრუნეს.
... აქამდე გამართული 17 მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უპირატესობა სამხრეთ ამერიკის მხარესაა – ამ კონტინენტის წარმომადგენლებმა უდიდესი საფეხბურთო ტურნირი 9–ჯერ მოიგეს, მაშინ, როცა ევროპელებმა იგივე წარმატებას 8–ჯერ მიაღწიეს.
... შანსი იმისა, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ქვეყანამ მოიგოს, დიდია – ბებერ კონტინენტზე აქამდე გამართული 9 ტურნირიდან 8 ევროპელებმა მოიგეს, მათ შორის 5 მასპინძლებმა. ერთადერთხელ, 1958 წელს მოხდა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ევროპაში სხვა კონტინენტის წარმომადგენელმა მოიპოვა – ბრაზილიამ. ევროპული ქვეყნის გუნდებს უძლიერესის სახელი სხვა კონტინენტზე არ მოუგიათ. იგივე ბრაზილიამ ხუთი ტიტულიდან ორი სხვა კონტინენტზე მოიპოვა – 1958 წლის გარდა, 2002 წელს აზიაში იმარჯვა.
... ფინალში ყველაზე მეტჯერ გერმანიას უთამაშია – შვიდჯერ, რომელთაგან მხოლოდ სამი მოიგო. ბრაზილიამ ექვსი ფინალიდან ხუთი მოიგო. 1950 წლის ფინალური ოთხეულის გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც ბრაზილიელები ურუგვაისთან დამარცხდნენ, სათვალავში არ მიიღება.
... მსოფლიო ჩემპიონატებზე 70 ქვეყანას უთამაშია. მათგან ზოგიერთი აღარ არსებობს, ხოლო ზოგმა ცვლილება განიცადა. წლევანდელ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშებენ ტრინიდადი და ტობაგო, ტოგო, ანგოლა, განა, კოტ დივუარი, სერბეთი, ჩეხეთი და უკრაინა.
... 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთია, როცა მასპინძლებს შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა მოუწიათ – იტალიელებმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად საბერძნეთი დაამარცხეს.
--------------------
http://dinamotbilisi.fastbb.ru
|