ისე საერთო ამბავში სანამ ამ ფორუმზე შემოვიდოდი ესე საქართველოში ნაკრებების განაწილება ესე მეგონა(ანუ გულშემატკივართა რაოდენობა ვის ეყოლობედოა ყველაზე მეტი):
1. ბრაზილი - საერთოდ ვისაც ოდნავ წაუკრავს ფეხბურთისთვის ყური ყველა ბრაზილიას გულშემატკვივრობს, ამს დამატებული ნამდვილი ფანები და მგონია რო ეხლაც საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი მაგათ ჰყავთ.
2. ადრე არ ვფიქრობდი მარა ეხლა ვფიქრობ რო გულშემატკივართა რაოდენობით მეორე ადგილზე იტალიის ნაკრებია, არის ჩევნ ხალხათან რაღაც მსგავსება, თან უმეტოსბა ქალთა სქესისა მგონია რო მაგათ გულშემატკივრობს, ისეთი შეგრძნება მაქვს რო სანამ იტალიელი ფეხბურთელები მოედანზე გამოვლენ 2 საათი სარკის წინ დგანან და ემზადებიან

ერთადერთი რაც იტალიის ნაკრების მომწონს მე პირადად, გატუზოს შესრულებისლი ჰიმნია, რო ვუყურებდი ტანში ჟრუანტელმა დამიარა(მარა კობისთან რაც იკადრა მაგან მაგის მერე გატუზოზე შთაბეჭდილება შემეცვალა ), მოკლედ ძალიან გადავუხვიე

ანუ მეორე ადგილი იტალიას მივაკუთნოთ...
3-4 ადგილს იყოფენ არგენტინელები და ინგლისელები (ამათი ერთად ყოფნა კია ცოტა უჩვეულო მარა ესე მგონია), არგენტინა დიეგომ გაქაჩა და ძირიტადად ვისაც დიეგოს ტამაში უთამაშია და იმ დროს ეზიარა ფეხბურთს ისინი გულშემატკივრობდნენ, რომ არა დიეგო არგენტინა ალბათ 10-ეულშიც ვერ მოხვდებოდა..... ინგლის რაც შეეხება არ ვიცი ვინ გულშემატკივრობს ამ ნაკრებს მარა ვიცი რო ბევრნი არიან

ძირიტადად მანჩესტერის არმავლობის მნახველები ან მეორე უკიდურესობა, რომლებსაც 86-90 წლების ინგლისი ახსოვთ ან ძირიტადად საკლუბო ფეხბურთიდან გამოდიან.
5 - ჰოლანდია, უბრალოდ ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი, მანამდე კიდე კრუიფი, აი მიზეზი იმისა რისთვისაც ამ გუნდს გულშემატკივრობენ ჩემი აზრით, თან ჰოლანდილები ყოველტვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ ანუ მე ვიტყოდი რო ევროპელი ბრაზილიელები არიან
6 - გერმანია ალბათ, ვიყვი იმას რისთვისაც ვგულშემატკივრობ : არ ვიცი

. მოკლედ ეგრე ვარ ვიცი რო მიყვარს ეს ნაკრები, მართალია პირველი ნახვიტ არ შემყვარებია(გერანია - ინგლისი; 1990 წელი, ნახევარფინალი, სულ არ მაინტერესებდა ვინ მოიგებდა), არც მეორე ნახვით(გერმანია - არგენტინა, ფინალი, ვიცოდი რო არგენტინაში მარადონა იყო

). ერთს ვიტყვი რო გერმანია არის ერთი მთლიანი გუნდი, რომლებიც ერტად აკეთებენ საერთო საქმეს, იციან რო მათ უკან ერი, ნაცია დგას, და ბოლომდე იბრძვიან....აქ ვინმე თუ დაამატებს რატო გულშემატკივრობენ გერმანიის ნაკრებს მადლობელი ვიქნები

7-8-9-10 და ა.შ. საფრაგეთი, ესპანეთი, ჩეხეთი და სერბეთი
თუ რამე გამომრჩა ან არასწორად დავწერე დაამატეთ