მათიას ზამერი
დაიბადა 1967 წლის 5 სექტემბერს გერმანიის ქალაქ დრეზდენში
კლუბები: "დინამო" (დრეზდენი 1985-90), "შტუტგარტი" (1990-92), "ინტერი" (მილანი 1992-93), "ბორუსია" (დორტმუნდი 1993-98)
ტიტულები: გდრ-ის ჩემპიონი-1989,90; გდრ-ის თასი-1990; გერმანიის ჩემპიონი-1992, 95, 96; გერმანიის სუპერთასი-1995, 96; ჩემპიონთა თასი-1997; საკონტინენტთაშორისო თასი-1997; ევროპის ჩემპიონი-1996; ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი-1992
პირადი ტიტულები: გდრ-ის საუკეთესო ფეხბურთელი-1990; გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი-1995, 96; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი)-1996
მწვრთნელი; გერმანიის ჩემპიონი (დორტმუნდის ბორუსია)-2002; უეფას თასის ფინალისტი-2002
გდრ-ის ნაკრებში ჩატარებულ 23 თამაშში გაიტანა 6 გოლი (1986-90)
გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 51 თამაშში 8 გოლი (1990-97)
ჩვიდმეტი წლის მათიას ზამერი ოფიციალურადაა მოხსენიებული 1984-85 წლების დრეზდენის დინამოს წინასაჩემპიონატო განაცხადში, ერთი წლის შემდეგ კი კლუბის მაისურასაც ირგებს. 1986 წლის 19 ნოემბერს ქვეყნის პირველ გინდშიც უხმეს, ამავე წლის ზაფხულში ზამერი გდრ-ის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატს იგებს.
ნაკრების კარი ზამერმა მეორედ 1988 წლის იანვერში, ესპანელებთან 0:0 დასრულებულ ამხანაგურ შეხვედრაში შეაღო.
1986-87 წლების სეზონში ზამერი 20 თამაშობს გდრ-ის ჩემპიონატში და 7 გოლი გააქვს.
1988 წლის 31 აგვისტოს ზამერს პირველი გოლი გააქვს ნაკრების შემადგენლობაში. გდრ ამხანაგურ მატჩს საბერძნეთთან მართავდა და ის მატჩი 1:0 მოიგეს.
1989 წელს მისი დინამო ჩემპიონი ხდება-ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 თამაშში მათიასს 6 გოლი გააქვს. იმავე წელს მათიასი ნაკრების ყველა შეხვედრაში თამაშობს, საერთო ჯამში 11 მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და 2 გოლიც შეაგდო. 1990 წელს დინამო ისევ ჩემპიონი ხდება და თან თასსაც ეუფლება, მაგრამ ზამერს მთავარი მოვლენები მაინც წინ ელოდა- ოქტომბერში გერმანია გაერთიანდა!
1990 წლის 19 სექტემბერს ზამერმა გაერთიანებული გერმანიის ნაკრებში პირველი თამაში ჩაატარა- შტუტგარტში გერმანელებმა შვეიცარელებს 4:0 მოუგეს. ამავე წელს ზამერი დინამოდან შტუტგარტში გადადის.
ზამერის დებიუტი ბუნდესლიგაში 1990 წლის 8 აგვისტოს შედგა. ჩემპიონატის პირველ ტურში შტუტგარტმა 3:0 გაანადგურა ზამერის კარიერაში უმთავრესი გუნდი დორტმუნდის ბორუსია. 1991-92 წლებში მათიას ზამერი გერმანიის ჩემპიონი ხდება, მისმა გუნდმა დორტმუნდელებს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს. რამოდენიმე თვის შემდეგ მათიასის გუნდს მეორე ტურნირის- ევროპის ჩემპიონატის მოგება შეეძლო, მაგრამ ფინალში დანიასთან დამარცხდნენ. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მათიასი პირველად მონაწილეობდა. ევროპის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ბებერ კონტინენტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი მოხდა, მათ სორის ზამერის შტუტგარტიდან ინტერში გადასვლა. იმ პერიოდში ინტერი გერმანულ კლუბად ითვლებოდა, რადგან იქ ბრემე, კლინსმანი და მათეუსი თამაშობდნენ, მარა ზამერს მხოლოდ ეს უკანასკნელი დახვდა. თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ შემდეგ მატიასმა ტრამვა მიიღო და ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. მათიასმაც აპენინების ნახევარკუნძული დატოვა, ეს 1993 წლის იანვარში მოხდა.
1992 წლის 1 დეკემბერს ზამერს პირველი გოლი გააქვს ნაკრების შემადგენლობაში, გერმანელები ამხანაგურ მატჩში ბრაზილიასთან 1;3 დამარცხდნენ.
1992-93 წლების ზამთრის სატრანსფერო სეზონში შედგა გარიგება, რამაც ზამერის კარიერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა- ინტერმა გერმანელი დორტმუნდის ბორუსიას დაუთმო. მაშინ ზამერი ვერც კი იფიქრებდა ამ გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თუ გახდებოდა.
1993 წელს მათიასი ნაკრებთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, ამერიკის თასის სათამაშოდ. ის ტურნირი გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა: ბრაზილიასთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, დეტროიტში ინგლისელები დაამარცხეს 2:1
1994 წელს ზამერმა ბავშობის ოცნება აისრულა-მსოფლიო ჩეემპიონატზე ითამაშა. ამერიკაში ზამერმა ნაკრების ყველა შეხვედრაში ითამაშა, ბულგარელების გარდა. ბუნდესნაკრები სწორედ მათთან დამარცხდა 2:1
1994-95 წლებში ზამერი მეორედ ხდება გერმანიის ჩემპიონი. მისმა გუნდმა კვლავ დაზაბულ ბრძოლაში მოიგიო ჩემპიონატი, ვერდერს ქულით აჯობეს.
1995 წელს მათიასი ნაკრებთან ერთად მეორე ტურნირს იგებს, თუმცა კვლავ ამხანაგურს: შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის საუკუნოვან იუბილეზე. გერმანელებმა იტალიელებს 2:0 სძლიეს, მასპინძლებს 2:1 და ჯილდოც მოიპოვეს.
1996 წელს ზამერმა ზედიზედ მეორეთ აღმართა ბუნდესლიგის სინი. იმ წელს დორტმუნდმა ბაიერნს მთელი 6 ქულით აჯობა.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გერმანელებმა მანჰაიმში9:1 გაანადგურეს ლიხტენშტაინი, მათიასმა 2 გოლი გაიტანს.
ევროპის ჩემპიონატზე გერმანელებმა ჯგუფური ტურნირი ადვილად დაძლიეს,მეოთხედფინალში ხორვატებს ზამერის გადამწყვეტი გოლით მოუგეს, რომელიც მატიასმა მატჩის 59 წუთზე გაიტანა. შემდეგ იყო დაზაბული ნახევარფინალი ინგლისსთან და გადამწყვეტი მატჩი უემბლიზე ჩეხეთის ნაკრებთან. ფინალი გერმანელებმა 2:1 მოიგეს და მატიასიც ჩემპიონი გახდა! ამჯერად უკვე დიდი საერთაშორისო ტურნირის.
1997 წელის გაზაფხულზე დორტმუნდის ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსს 3:1 სძლია და თასიც დაისაკუთრა. ზამერი ევროპის ჩემპიონი საკლუბო დონეზეც გახდა. ომ შეხვედრაში დორტმუნდელების კაპიტანი იყო.
ეგებ დიდებული სვლა კიდევ გაგრძელებულიყო, მაგრამ 1997 წლის 4 ოქტომბერს, ბიელფილდში, არმინიასთან თამაშის დროს ზამერი მძიმედ დაშავდა. ეს იყო და ეს- მატიასს ოფიციალური მატჩი მეტი აღარც უთამაშია.
This post has been edited by :basti: on 31 May 2007, 23:15
მიმაგრებული სურათი