Golden Foot (ოქროს ბუცში არ აგერიოთ

)
Golden Foot - ეს არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც გადაეცემა 29 წლის და უფრო ასაკოვან ფეხბურთელებს, რომლებმაც კარიერის მანძილზე არაერთი გუნდური ტიტული მოიპოვეს და ამავდროულად, ინდივიდუალური აღიარებაც ხვდათ წილად. და რაც მთავარია, ქომაგთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს.
Golden Foot-ის გამარჯვებული 10 კანდიდატიდან ვლინდება. ნომინანტები ჟიურის მიერ სახელდება, ხოლო საუკეთესო Golden Foot-ის მედია-პარტნიორების მიერ სახელდება (სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტ-გვერდები, რადიოები), ამავდროულად, გულშემატკივართა ხმების მიხედვითაც - ქომაგები თავიანთ რჩეულს Golden Foot-ის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით ასახელებენ.
Golden Foot-ის მოგება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. რაც შეეხება კანდიდატად წარდგენას, ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს.
თუ ჯილდო მოქმედ ფეხბურთელებს გადაეცემათ, Golden Foot-ის ორგანიზატორი ”მსოფლიოს ჩემპიონთა კლუბი” (World Champions Club) ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებსაც აჯილდოვებს, იმ მოთამაშეებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფეხბურთის პოპულარიზაციაში.
გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი გადაეცემა, ხოლო მონტე-კარლოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეივანი Golden Foot-ის ყველა ლაურეატის ნაკვალევით მშვენდება, რომელსაც ორგანიზატორებმა ”ვარსკვლავთა ხეივანი” უწოდეს.
დაჯილდოვების ცერემონიალი აგვისტო-სექტემბერში იმართება, ხოლო რჩეულებს მონაკოს თავადი ალბერი, მისი ოჯახი და მონტე-კარლოს ნაღები საზოგადოება მასპინძლობს.
Golden Foot 2003გამარჯვებული: რობერტო ბაჯო (იტალია)
კანდიდატები: გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა), რობერტო კარლოსი (ბრაზილია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), რაიან გიგზი (უელსი), ოლივერ კანი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), რომარიო (ბრაზილია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ყველა დროის ვარსკვლავები: ეუსებიო (პორტუგალია), ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი), დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა), ჯანი რივერა (იტალია)
Golden Foot 2004გამარჯვებული: პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
კანდიდატები: დევიდ ბექემი (ინგლისი), ერნან კრესპო (არგენტინა), ედგარ დავიდსი (ჰოლანდია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ოლივერ კანი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), რომარიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ყველა დროის ვარსკვლავები: ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), დინო ძოფი (იტალია)
Golden Foot 2005გამარჯვებული: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
კანდიდატები: დევიდ ბექემი (ინგლისი), ერნან კრესპო (არგენტინა), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ოლივერ კანი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), რომარიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია), რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ყველა დროის ვარსკვლავები: ჯორჯ ბესტი (ჩრდ.ირლანდია), ფრანსისკო ხენტო (ესპანეთი), რობერტო რიველინო (ბრაზილია), ლუიჯი რივა (იტალია), ჟორჟ ვეა (ლიბერია)
Golden Foot 2006გამარჯვებული: რონალდო (ბრაზილია)
კანდიდატები: მიხაელ ბალაკი (გერმანია), დევიდ ბექემი (ინგლისი), კაფუ (ბრაზილია), ერნან კრესპო (არგენტინა), ალესანდრო დელ პიერო (იტალია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), პაოლო მალდინი (იტალია), რაული (ესპანეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ყველა დროის ვარსკვლავები: ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია), ალსიდეს ედგარდო გიჯა (ურუგვაი), რაიმონ კოპა (საფრანგეთი), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ზიკო (ბრაზილია)
Golden Foot 2007გამარჯვებული: ალესანდრო დელ პიერო (იტალია)
კანდიდატები: დევიდ ბექემი (ინგლისი), კაფუ (ბრაზილია), ფაბიო კანავარო (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), რაიან გიგზი (უელსი), ტიერი ანრი (საფრანგეთი), პაოლო მალდინი (იტალია), რაული (ესპანეთი)
ყველა დროის ვარსკვლავები: მარიო კემპესი (არგენტინა), გერდ მიულერი (გერმანია), რომარიო (ბრაზილია), პაოლო როსი (იტალია), ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)
მადლობა gff.ge-ს
This post has been edited by kid on 17 May 2008, 13:46