ხო ისე რას იტყვი დღევანდელ იტალიის მატჩზე? მე განვიხილე და საკმაოდ მაგრათ

და ცოტა მემგონი ესპანეთIს ფანები გადავიკიდე
გოლის შემდეგ ალბათ იტალია დაცვაში უნდა დამდგარიყო, თუმცა ეს მოკლე მონაკვეთში ვერ მოახერხა, ორჯერ იყო ცდა ამის ერთხელ მარცხენა ფლანგზე ბონუჩი ავიდა, მეორეჯერ კი კიელინი, მაჯიო რა თქმა უნდა მარჯვენა ფლანგზე დაიწევდა, ხოლო მესამე ცდაზე როცა კვადრატის სქემით იდგნენ იტალიელები პირლომ შეცდომა დაუშვა პოზიციის არჩევაში, დე როსი მის დასახმარებლად წინ წამოიწია ამ დროს დაცვის ფლანგზე ასული ბონუჩიმ ვეღარ მოასწრო ჩამოსვლა და მიიღეს გოლი საკუთარ კარებში, ამის შემდეგ კი აღარც უცდია იტალიას 4 მცველზე გადასვლა
ქება და ქება იტალიის დაცვას, ხოლო რა შეგვიძლია ვთქვათ ესპანეთის დაცვაზე? აფსაიდის ტრაპზე გუნდოგანის დაცვა უფრო კარგად თამაშობს ალბად......
თუ იტალიის სქემას გადავხედავთ ისინი მოედანზე მხოლოდ ორი ცენტრალური მცველით არიან, ცდილობენ ესპანეთს ცენტრშივე აართვან ბურთი, დე როსი შეტევების დროს ყოველთვის კიელინიზე და ბონუჩიზე წინ დგას, ხოლო მაჯიო ეგრეთ წოდებულ "ვინგ-ბექს" თამაშობს, შეტევების დროს იგი ინიესტასთან უმალვე ჩნდება, იტალიის ეს სქემა ძალიან ჰგავს 80-იანი წლების ლაციოს და ახლანდელი უდინეზეს სქემას.
ესპანელი მცველები ცდილობენ მარიოსთან რაც შეიძლება მძიმედ შევიდნენ კონტაქტში რათა გააბრაზონ, გაბრაზება კი მარიოსთვის ყოველთვის ან გაგდებით ან თამაშის ტემპში ვეღაც ჩაჯდომით მთავრდება, იმედია მარიო მეორე ტაიმში იპოვის თავის თამაშს.
აი ასე.... იტალიას არ ჭირდება სამოცი შეტევა გოლის გასატანად ერთი შეუტია ტაიმის ბოლოს ყველაზე სახიფათოდ და მოტას ცოტა დააკლდა რომ ანგარიში გაეხსნა, თამაში ისე მიდის როგორც იტალიას უნდა.
ამის შემდეგ ესპანელი ფანები ნაჯახით მომდევდნენ