მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, რა უნდა დამეწერა და მივედი ერთ დასკვნამდე: ასეთი გახარებული და ნასიამოვნები ადამიანი, როგორიც მე ვარ ბევრს არ უნდა ფიქრობდეს ამ დროს, ამიტომ უბრალოდ შემოგთავაზებთ ინტერვიუებს:
ლუის არაგონესიეს ძალიან რთული გამარჯვება გამოდგა. დასაწყისში ჩვენ გრძელი გადაცემებით ვთამაშობდით, რამაც გამოიწვია სენას და ჩავის შედარებით უღიმღამო თამაში (ისინი არ ჩანდნენ ნახევარდაცვაში). მე ვერ ვიტყვი, რომ ტუნისი დომინირებდა, უბრალოდ მათ გაიტანეს სწრაფი გოლი და გველოდებოდნენ ჩვენ, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ვკარნახობდით თამაშს და მათ ნამდვილად არ მოუხდენიათ ზეწოლა ჩვენზე. ლემერმა თავისი ჩვეული სტილით ათამაშა გუნდი და დააყენა 5 ნახევარმცველი და ეს ნამდვილი მიგნება გახლდათ. ჩვენ ყოველივე ამის განეიტრალებას შევეცადეთ ჩავის დატვირთვით და მას გაუმყარა პოზიციები სესკმა, რომელმაც მშვენივრად შეასრულა სამუშაო.
მეორე ნახევარში ჩვენ ვთამაშობდით სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს, ვქმნიდით საფრთხეებს მოწინააღმდეგის კართან. ჩვენ არ გვყავს დიდი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები და ამის გამო მოგვიწია სტრატეგიაზე აწყობა ჩვენი თამაშისა.
რაული სწრაფია, გააჩნია შეუდარებელი ტექნიკა და მან გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. მისი და
სესკის გამოყვანამ დიდი სამსახური გაგვიწია.
ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ ჩვენს ოპონენტებს, საფრანგეთს ჯერ კარგი თამაში არ უჩვენებია, მაგრამ მათი გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერის დამარცხება. შვეიცარიელები ახალგაზრდები არიან და ამბიციურები, ხოლო კორეელები, კი არასოდეს ჩერდებიან და ძალიან ბევრს დარბიან. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ შეგვხვდება, ჩვენ ყველას დამარცხება შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ კიდეც.
ჩაბი ალონსო (
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდვაიზერის ვერსიით)
ეს შესანიშნავი პირველობაა, უხვი დაუვიწყარი და საინტერესო თამაშებით და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ კიდევ ბევრ თამაშს. დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ჩვენ შევძელით თამაშის მოტრიალება და წინ გასვლა სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ. ძალიან რთული იყო პირველი გოლის გატანა, მაგრამ ჩვენ მოთმინებით და აუღელვებლად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს.
ფერნანდო ტორესი თავისი ასაკისათვის მართლაც შეუდარებელი და ჭკვიანი ფეხბურთელია.
ფერნანდო ტორესიდიდი ხნის განმავლობაში არაფერი ხდებოდა ჩვენს სასიკეთოდ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, გოლის გასატანად. დასაწყისში ჩვენ გვქონდა პატარა პრობლემები, მაგრამ
რაულის გოლი მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი გუნდისათვის. მან შეგვმატა ძალები და რათქმაუნდა ბედნიერი ვარ ორი გოლის გატანით.
სესკ ფაბრეგასიჩვენ გვქონდა რწმენა და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, როცა თამაშის ბედს ატრიალებ და გოლის გაშვების შემდეგ წინ გადიხარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შედეგი, რადგან მან შემდეგ რაუნდში გაგვიყვანა.
იკერ კასილასიეს ნამდვილად რთული თამაში აღმოჩნდა და მე ბედნიერი ვარ, რომ არ წავაგეთ. ჩვენ არ გვაღელვებს საფრანგეთს შევხვდებით, თუ სამხრეთ კორეას, მაგრამ დარწმუნებით ვიცით, რომ უნდა მოვუგოთ საუდის არაბეთს.
მიჩელ სალგადოგამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მორალური სიძლიერისათვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით ბოლო დღეებში.
ლუის გარსიარაულის გოლი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთივს და დღეიდან ვერცერთი გუნდი ვეღარ დაგვიდგება გზაზე.
მარიანო პერნიაგანწყობა გუნდში ფანტასტიურია...
ვაშააააააააა! ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი თამაში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მე მქონდა კარგი დღე და შესაძლებლობა მქონდა დავხმარებოდი თავდამსხმელებს.
დავიდ ვილათამაშის დასასრულისაკენ ჩვენ მართლაც მშვენიერი ფეხბურთი გავაჩაღეთ, ისეთი როგორსაც ვფიქრობდით თამაშის დაწყებისათვის. ჩვენი სტარტი არც თუ ცუდი იყო მაგრამ სწრაფმა გოლმა ბალანსი დაგვაკარგვინა.









და მერე ვიღაც იტყვის, ერთიანობა გაკლიათო... ჰა, ჰა, ჰა!!!
Aston...