ინტერვიუ ფერნანდო ტორესთან
როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის გამოსვლას ჯგუფურ ეტაპზე?ფერნანდო ტორესი: ჩვენ შევძელით ძალიების დაზოგვა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომენტში, ამასთან ერთად დავაგროვეთ ქულების მაქსიმალური რაოდენობა და პირველი ორი თამაში ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩვენ გავედით მოვალეობის მოხდის მიზნით, რომ უბრალოდ გვეთამაშა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ თამაშშიც გამარჯვებას მივაღწიეთ.
თქვენ თვითონ თუ ხართ კმაყოფილი პირადად თქვენი გამოსვლით?მე ბედნიერი ვარ, რადგან შევძელი გოლების გატანა, რადგან გუნდი იგებს თამაშებს და იმის გამო, რომ უკვე ვითამაშე სამ თამაშში. ეს იყო ის, რისი იმედიც მქონდა და ყველაფერი მისრულდება, მეტიც ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა.
გიფიქრიათ თქვენი საუკეთესო ბომბარდირად გახდომის შანსებზე?იმისათვის, რომ საუკეთესო ბომბარდირი გახდე, აუცილებელია, შენმა გუნდმა დიდი გზა განვლოს ჩემპიონატზე. ჩვენ უნდა ვითამაშოთ მაქსიმალური რაოდენობა თამაშებისა და ეს მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში, რადგან ეს ნიშნავს, რომ ესპანეთი ჩემპიონატის მოგებისათვის იბრძოლებს. მე იმედი მაქვს, რომ ორივე (ჩემი ბომბარდირობა და ესპანეთის ჩემპიონობა) სინამდვილეში მოხდება.
როგორ გრძნობ თავს შენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ხომ დიდი გამოცდაა?მე უბედნიერესი ვარ ჩემი აქ ყოფნის და მითუმეტეს ჩვენი გუნდი ახლანდელი მდგომარეობის გამო. მართლა ყველაფერი იმაზე კარგად აეწყო, ვიდრე ველოდი. მე მინდა დავტკბე მსოფლიო ჩემპიონატით და მოდით ვიმედოვნოთ, რომ ეს ნატვრა აქ არ დასრულდება.
თქვენი აზრი საფრანგეთის ნაკრების შესახებ?საფრანგეთს ჰყავს რამოდენიმე მშვენიერი ფეხბურთელი, მაგრამ მათ ვერ აჩვენეს კარგი თამაში. მაგრამ თამაშის დროს მოშვება დაუშვებელია, რადგან მათ შეუძლიათ თამაშის დასრულება რამოდენიმე წუთში.
რომელ ტაქტიკურ სქემაში უფრო მოხერხებულად გრძნობ თავს: 4–3–3 დავიდ ვილასა და ლუის გარსიასთან ერთად, თუ მარტო წინწაწეული ხოაკინის და რეიესის ფლანგური დახმარებისას?მე უბრალოდ მსურს ვითამაშო (იცინის). მე მართლა არ ვფიქრობ დანარჩენზე. ჩვენ შეგვიძლია კარგად თამაში ორივე სქემისას და ეს მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ თამაშში, რომელს ავირჩევთ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მთავარი კი, ისაა, რომ ყველანი ერთი მიზნისკენ ვართ მომარჯვებულები და ყველანი ერთ მიზანს ვემსახურებით.
ტურნირის წინ, ესპანეთის გუნდი ოდნავ არადამაჯერებლად გამოდიოდა და საკმაო კრიტიკასაც იმსახურებდით. როგორ აღიქვავდით ამ ყველაფერს გასახდელში ფეხბურთელები?ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიყავით, მაგრამ ალბათ ბოლომდე არ ვიხარჯებოდით და არ ვაჩვენებდით ყველაფერს. ამის გამო ჩვენ თითქოს ჩრდილიდან გამოვდივართ მაგრამ ამ ყველაფერმა დადებითი სამსახური გაგვიწია, რადგან ნაკლები იყო ზეწოლა ჩვენზე. პირველი ორი თამაშის შემდეგ, ხალხმა შეაფასა ჩვენი რეალური ძალა და სხვა წარმოდგენა ჩამოუყალიბდა ჩვენს ნაკრებზე, მაგრამ ფეხბურთელებისათვის ეხლა ყველაფერი სულერთია, მთავარი საფიქრალი ჩემპიონატი და მისი მოგებაა. ხო, მართლა მინდა გითხრათ, რომ ცდება ყველა, ვინც ფავორიტებს შორის არ გვთვლის, ჩვენ მათგან არც თუ ძალიან შორს ვდგავართ.
როგორ ფიქრობთ, ესპანეთი ბოლოსდაბოლოს დასძლევს ფსიქოლოგიურ ბარიერს და გადალახავს მეოთხედფინალურ ეტაპს?პირველ რიგში ჩვენ ჯერ მერვედფინალიდან უნდა გავაღწიოთ და თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ თამაშს, რომლითაც აქამდე მოვედით, მაშინ არა მგონია, რომ ეგ პრობლემა იყოს.
Aston...