რაღაც ლაციო დომინირებს ამ თემაში,.... ცუდია...
აი მე რა მაქვს სამაგიეროდ

(იხ. სურათი ქვემოთ

)
არ ვიცი წარწერებს თუ დაინახავთ

ზემოთ კი დაინახავთ ლაციო, სტაიო ოლიმპიკო და თარიღი სადაცაა და ქვემოთ ჩემი სახელი არ ჩანს

ძლივს სწორედ დაწერა იმ საწყალმა ბიჭმა

მესამედ მივდივარ უკვე ოლიმპიკოზე, პირველად ინტერზე სოფიო ჯორჯია დამარქვა, მეორედ ჩელსიზე კეჩხოშვილი ჯორჯია, ძლივს ისწავლა
ჰოდა ვეღარ ვითმენ, აღარ შემიძლია მალე მოვიდეს კვირა დღე! რომაულ დერბიზე ვიქნები!!!! რომაულ დერბიზე!!!! Forza Roma!
იმედია მოიგებენ ჩემი მგლები, თორემ ჩემი ჯგუფელები მიმახრჩობენ

ოთხნი წავედით საყიდლად, ოთხშაბათს ვიყავით და ვიცოდი უკვე თუ იქნება ბილეთები მარტო ძვირიანი იქნება. მაგრამ რომ გვითხრეს 75 ევროო მაინც პირი დავაღეთ. ორმა გოგომ, არა ეს მეტისმეტიაო, მეთქი მე მკიდია, ამ ქალაქში ჩამოსვლის ლამის მთავარი მიზეზია ეს მატჩი, 175 რომ ღირდეს მაინც ვიყიდი და ვიშიმშილებ მერე

მეოთხე ბიჭი მიყურებს და კაი მაშინ მეც წავალო, იმ ორმაც იფიქრეს და ჯანდაბას ჩვენცო

მარა რომამ თუ არ მოიგო შენ მოგთხოვთ ფულსო

ვითომ დავაძალე რა!
აბა შემოვალ და მოგიყვებით მერე როგორი იყო!
ისიამოვნეთ
მიმაგრებული სურათი
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!