"ინტერი"-"ვილიარეალი"
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ვილიარეალი" და " ინტერი" შეხვდებიან. ეროვნულ ჩემპიონატში ორივე გუნდს პრობლემები აქვს .
მილანელებმა ბოლო ტურში პარმასთან წააგეს ანგარიშით 1:0 და ამით ''მილანთან'' ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდეს. "ინტერის " მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ვერაფრით შეკრა ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი და თუ "ინტერმა" ესპანური ბარიერი ვერ დასძლია შეიძლება ეს მისთვის ცუდად დასრულდეს.
ესპანელებმა ბოლო მატჩი ბეტისთან დათმეს ანგარიშით 2:1 და ისინი ამ დროისათვის ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფებიან. აქედან გამომდინარე მომავალი სეზონისთვის მანუალ პელეგრინის გუნდი მხოლოდ უეფას საგზურისთვის თუ იბრძოლებს.
ეხლა კი გადავიდეთ ოთხშაბათს გასამართ მატჩზე.
ინტერს შემადგენლობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს. პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს კუნთი აქვს დაჭიმული და მისი თამაში საეჭვოა. ასევე ცუდ მდგომარეობაშია ადრიანო, რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს .
ვილიარეალს სამი ფეხბურთელი ყავს დისკვალიფიცირებული: როდოლფო, ხოსიკო და ტაკინარდი. ასევე არ იქნება ხოსემი. საეჭვოა ხავი ვენტასა და ანტონიო გაირეს თამაშიც.
ასე მაინც დაგეწერათ
This post has been edited by superfootball on 29 Mar 2006, 15:42