
გაბრიელ ბატისტუტა
გაბრიელ ომარ ბატისტუტა არის, იყო და სამუდამოდ იქნება ისტორიაში, როგორც ყველაზე საუკეთესო ფორვარდი მსოფლიოში. ის მდიდარია, ლამაზი, ცნობილი, მისი შურთ მამაკაცებს და ის არის სასურველი ქალებისათვის. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ის ოდესღაც იყო ახალგაზრდა, უცნობი საზოგადოებისათვის და ღარიბი. მისი ცხოვრება, როგორც ყველა ჩვენგანის დროდადრო იყო მძიმე, სავსე მწუხარებით და გაურკვევლობით. მიუხედავად ამისა მას ბედის დარტყმები ღირსეულად გადაჰქონდა.
გაბრიელი არსდროს მიდის დათმობაზე,ის ცდილობს ცხოვრებისგან მიიღო ყველაფერი,იმისდა მიუხედავად თუ რა წინააღმდეგობები შეხვდება წინ. შეუცნობელს ის იღებს, როგორც გამოწვევას, რომელიც უნდა დაიპყრო. ის რასაც წარმოადგენს ამჯამად გაბრიელი და ყველაფერი, რაც მას გააჩნია არის მისი მუშაობის შედეგი.
ბატი იყო სიმპატიური,მხიარული,სავსელოყება ბავშვი. ის დაიბადა 1 თებერვალს 1969 წელს. ქლაქ აველიანედაში ვერავინ ხვდბოდა, რომ დაიბადა 90-იანი წლების ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი. ზუსტად ამ პატარა ქალაქიდან, და არა რეკონკისტიდან, რომელთანაც მჭიდროდ არის დაკავსირებული მისი ცხოვრების გზა, იღებს სათავეს ლეგენდა.
მისი ბავშვობა მიედინებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული და მოსიყვარულე პიროვნების და მისი მამის ოსმარას და "ნინო" მელჩოსას მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ბატის გარშემორტყმული იყო სიყვარულით დედისაგან გლორისგან,რომელთანაც მან ბოლომდე შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი "ელ გრინგოს" (ეს მეტსახელი მან შეღებილი თმის გამო მიიღო) ბავშვობა უშფოთველად მიმდინარეობდა, მასზე გავლენა არ მოუხდენია იმ მძიმე პერიოდს, რომელსაც განიცდიდა ოჟახი არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის დროს. ცხოვრებით დატკბობა და სიყვარული განუყოფელი გახდა მისი ნატურისთვის ბავშვობიდან. კიდევ მას უყვარდა ოცნება და ყოველთვის სჟეროდა, რომ მისი ცხოვრების წიგნში ჩაიწერებოდა მისი ბრწყინვალე მომავლის ხაზები. ვინ იცის იქნებ სწორედ ეს იყო საზიზღარი იხვის ჭუკის გარდაქმნის ძირითადი ელემენტი, რომელსაც კიდევ ერთი ზედმეტი სახელი "ელ გორდო" ერქვა (ესპანურად მსუქანა, ზედმეტი წონის გამო რომელიც ძალიან აწუხებდა ბატის ბავშვობაში), ფეხბურტის ჩვენი დროის სუპერვარსკვლავს.
გაბრიელის სემდეგ გლორიასა და ოსმარას სამი ქალიშვილი შეეძინათ. ბატი-გოლის თქმით ის ცოტათი ეჭვიანობდა მშობლებზე და დებზე, რაც დაახლოებით ხუთ წლამდე გრძელდებოდა ... ხოლო16 წლის ასაკში ის შეხვდა გოგონას ირინა ფერნანდესს, რომელიც გახდა მისი ცხოვრების ვარსკვლავი. მათ ნაცნობობას საინტერესო წინაისტორია ჰქონდა. ეს მოხდა ირინას დაბადების დღეზე, როდესაც ის 15 წლის გახდა. პირველად გაბრიელის გრძნობა უპასუხოდ დატოვეს. ის თითქოს "კედელზე მიასრისეს". მას უარი უთხრეს. მას იგნორირება გაუწიეს. ირინა ცეკვავდა ყველასთან ხოლო "ელ გრინგოს" მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. მართლია გაბრიელი იმ პერიოდში არ იყო ისეთი სახელ განთქმული და მშვენიერი როგორიც ახლა არის, მაგრამ მას ჰქონდა ყველაზე მთავარი მისი ხასიათი, მიზანმიმართულობა და გულმოდგინება. მას წვრილმანებზე გამოკიდება შუძლია და არასოდეს არ ყრის ფარ-ხმალს ნახევრად გავლილ გზაზე. განა მას შეეძლო მისი ცხოვრების სიყვარულის, ირინას, გულის მოგებაზე ეთქვა უარი!!!. და აი 1990 წლის 28 დეკემბერს წმინდა როკე გაბრიელის ტაძარსი მან შეიყვანა ულამაზესი ირინა, რომელმაც უთხრა მას უძვირფასესი სიტყვა "დიახ" .
ნაციონალური ნაკრები 1991 წლის 27 მარტს იყო ბატისტუტას დებიუტი ნაციონალურ ნაკრებში. ეს იყო ამხანაგური მატჩი "კურიტიბას" სტადიონზე ბრაზილიის წინააღმდეგ. პირველი გამარჟვება დაუვიწყარია.გაბრიელმა მოიგო "კოპა ამერიკა" 1991 წელს ის გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, გაიტანა 6-გოლი.1994 წლის ჩემპიონატში ბატისტუტა და ბალბო კომპანიონობას უწევდნენ ისეთ ვარსკვლავებსროგორენიც არია მარადონა და კანიჟა. ამ სეზონში მარადონასთან დაკავშირებული სკანდალისგამო რუმინეთი იგებს მატჩს 3-2 და "თეთრ-ცისფერებს" ტოვებს ბორტის მიღმა. 1998 წელს ბატისტუტა უსწრებს მარადონას გატანილი გოლების რაოდენობით.1998 წელს არგენტინა არ ბრწყინავდა, მაგრამ მაინც აჩვენებდა არც თუ ისე ცუდ თამაშებს.ბატიმ 5-გოლი გაიტანა მთელი ტურნირის განმავლობაში. პოლონეთთან მატჩის დროს პასარელამ ბატის სეცვალა კრესპოთი რომელმაც ვერ შეძლო არგენტინელების რიცხვითი უპირატესობის გამოყენება. 1999 წელს "კოპა ამერიკიდან" არგენტინა ისევ გამოვარდა ბრაზილიასთან წაგების გამო. 2002 წელს ბატისტუტა ახარებდა თავისი გოლებით გულშემატკივარს.
როგორც ყოველ მოთამაშეს, ასევე ბატი – გოლის კარიერის დასაწყისი არ იყო იოლი. 1988 წელს მან ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს ნუეზლ ოლდ ბოიზ – თან,წელიწადში 20 000 დოლარის ფასად. მოგვიანებით ის მიცემული იქნა არენდით დეპორტივო იტალიანოსში ბუენოს – აირესიდან.
“ელ კამიონი” (ესპანურიდან – სატვირთო, თვითმავალი), ახალი მეტსახელი ბატისტუტასი, რომელიც მას მისი ძალისათვის მიენიჭა. 1989 წლის ივნისში ის იყიდა რივერ პლეიტმა, რომელსაც იმ პერიოდში წრთვნიდა რეინალდო მერლო. გუნდის შეცვლა ყოველთვის ყველაფრის ახლიდან დაწყებას ნიშნავს. გაბრიელმა დაიწყო ნულიდან და გაიტანა 17 თამაშში 4 გოლი, შემდეგ მერლოს შემცვლელად მოვიდა პასსარელლა, რომელთანაც ურთიერთგაგება ძალიან ძნელი მისაღწევი იყო.
ბატი არ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და არავითარი საქციელი ფორვარდისა არ იძლეოდა დადებით რეზულტატს. მას არ უთამაშია არცერთი მატჩი დიდი დროის განმავლობაში. ივნისში გაბრიელმა დატოვა რივერი და ბოკაში გადავიდა. ახალ კლუბში თავიდან არაფერი გამოსდიოდა. 1991 წლის იანვარში კლუბში მოვიდა ოსკარ ტაბრესო, გუნდი გარდაიქმნა. ახალმა მწვრთნელმა იცოდა ბოკას გარდაქმნა გამარჟვებულ გუნდად.
95/96 წლების სეზონში ფიორენტინა გადის III ადგილზე სერია A – ში და ღებულობს უეფას თასს, თამაშის შემდეგ ტიფოზები გამოვარდნენ მოედანზე, ისინი თასის აღებას კი არ ზეიმობდნენ, არამედ ულოცავდნენ თავიანთ კუმირს ბატი – გოლს. ეს სეზონი იმით იყო ცნობილი, რომ ბატი – გოლმა თავისი მე – 100 მატჩი ჩაატარა სერია A - ში, ხოლო თავის 101 – ე მატჩს ბატი მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს. ფიორენტინა ხვდებოდა სახლში ლაციოს, მოიგო ანგარიშით 2 – 0, ორივე გოლი გაიტანა ბატისტუტამ, ხოლო მატჩის დამთავრების შემდეგ ტიფოზებმა დაუდგეს მას ბრონზეს სტატუია, მას აგრეთვე ანიჭებენ ფლორენციის საპატიო მოქალაქის ტიტულს, ის ხდება ქალაქის ცოცხალი სიმბოლო. 97/98 წლების სეზონში ბატიმ გაიტანა თავისი მე – 100 გოლი სერია A A – ში.
98/99 წლების სეზონი ყველაზე კარგი იყო ფლორენციის კლუბისთვის. კარგად მუშაობდა ბატისტუტა – ედმუნდოს კავშირი, მათ წინ ვერავინ უდგებოდა, მაგრამ ედმუნდოს შეექმნა პრობლემები 4 წლის წინანდელი ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, ამიტომ მთელი იმედი გახდა ბატისტუტა რუი კოშტას კავშირი, მაგრამ 1999 წლის 7 თებერვალს ბატისტუტა იღებს თავის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე დიდ ტრამვას და 5 კვირით გადის თამაშებიდან. 2000 წლის 14 მაისს ბატი აკეთებს ჰეთ – თრიკს იების კარში. ეს იყო მისი ბოლო თამაში და ბოლო გოლი ფიორენტინის ფორმით. გატანილი გოლების რაოდენობით ბატიმ გაუსწრო შვედების ფორვარდს კურტ ხამრინს. ყველა საავტორო უფლება დაცულია.მასალა თარგმნა
batigoal